მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.7
0.0004
flag
AZN 1.6025
-0.0003
flag
CNY 37.975
-0.0016
flag
EUR 3.1882
-0.0043
flag
GBP 3.7376
-0.0063
flag
KZT 52.34
-0.0018
flag
TRY 0.0683
-0.0002
flag
USD 2.7236
-0.0006

CFD-ს მიღების მსურველების აქტიურობა მაღალია - Galt & Taggart

news image

CFD-ს მიღების მსურველების აქტიურობა მაღალია, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ კვლევაში „ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში“ არის აღნიშნული. 

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში სატესტო რეჟიმით ამოქმედდა 54.1 მგვტიანი მტკვარი ჰესი და 14.2 მგვტ-იანი ჭიორაჰესი.

„CFD-ს მიღების მსურველების აქტიურობა მაღალია. ენერგეტიკის სექტორში პირდაპირი მოლაპარაკების გზით (რასაც წინ უსწრებდა ორი სიმძლავრის აუქციონი) კონტრაქტების მსურველებისგან ეკონომიკის სამინისტროში 435 განაცხადი შევიდა, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 11.2 გვტ-ია. დაკმაყოფილებული განაცხადების რაოდენობა რამდენიმე თვეში იქნება ცნობილი.

გამარჯვებულები კომპანიები მიიღებენ ფასთაშორის (CFD) კონტრაქტს ოპერირების 15 წლის განმავლობაში. ჰიდროსადგურებისთვის CDF ტარიფი იქნება კვტ.სთზე 6.5 ცენტი წლიურად 8 თვის განმავლობაში, ქარის სადგურებისთვის 6.0 ცენტი წელიწადში 9 თვე და მზის სადგურებისთვის 5.6 ცენტი სრული წლის განმავლობაში“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეკონომიკურ გუნდსა და კერძო სექტორს შორის ასეთი მჭიდრო დიალოგი და თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის - ეკატერინე გალდავა

29.06.2025.00:45

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ „ეკონომიკური ფორუმის“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალზე.
ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გახსნა. მან დამსწრე საზოგადოებას საკვანძო ეკონომიკური სექტორების განვითარების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, ასევე, ტურიზმისა და ავიაციის დარგების უახლესი სტატისტიკური მონაცემები გააცნო.
„ეკონომიკურ გუნდსა და კერძო სექტორს შორის ასეთი მჭიდრო დიალოგი და თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის“, - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა