მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7163.9
0.0229
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 39.293
0.0098
flag
EUR 3.1153
0.0013
flag
GBP 3.5711
-0.0007
flag
KZT 58.16
0.0019
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.697
-0.0005

CAREC-ის წევრი ქვეყნები საქართველოსთვის ძალიან აქტიური ეკონომიკური პარტნიორები არიან, კავშირების აღდგენა და გამყარება კი მეტად მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარების კუთხით - ლევან დავითაშვილი

news image

„საქართველო პირველად მასპინძლობს CAREC-ის მინისტერიალს, პირველად არის თავჯდომარე ქვეყანა და ჩვენთვის პატივია, რომ საქართველოში გვყავს პარტნიორი ქვეყნების დელეგაციები. ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა თანამშრომლობის, ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მხრივ ცენტრალური აზიის, კავკასიის, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალზე საუბრისას.

როგორც ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, CAREC-ის წევრი ქვეყნები საქართველოსთვის  ძალიან აქტიური ეკონომიკური პარტნიორები არიან. კავშირების აღდგენა და გამყარება კი, რაზეც საუბარია მინისტერიალის ფარგლებში, მეტად მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარების კუთხით. მისი ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში განიხილება ასევე 2030 წლის კლიმატის გეგმები - თითოეულ ქვეყანას აქვს კლიმატის ცვლილების შერბილების, შემცირების საკუთარი სტრატეგია.

„მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხითაც, რომელიც, მათ შორის ითვალისწინებს კლიმატის მიზნებს, რომელიც საერთაშორისო დონეზე ქვეყნებს აღებული აქვთ, როგორც ვალდებულება“, - აცხადებს ვიცე-პრემიერი.

თბილისში ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის მინისტერიალმა დღეს დაიწყო მუშაობა. საქართველო წელს პირველადაა CAREC-ის თავმჯდომარე ქვეყანა 2016 წელს გაწევრიანების შემდეგ. ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის შეფასებით, კონფერენცია ძალიან სასარგებლოდ ჩაივლის, რადგან საქართველოსაც აქვს  მნიშვნელოვანი სათქმელი და კომპლექსური გეგმა კლიმატის შერბილების კუთხით. ამასთან, მისი განცხადებით, ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც საკმაოდ აგრესიულია ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში, ასევე ითვალისწინებს ამ პრიორიტეტებს.

„უნდა აღინიშნოს, რომ CAREC-ის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოში 3 მილიარდზე მეტი ინვესტიციაა განხორციელებული. ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, კომპლექსური დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს კავშირების გამყარებას სხვადასხვა მიმართულებით  - ესაა სატრანსპორტო-ლოგისტიკური, ციფრული თუ სავაჭრო კავშირების გამყარება პროგრამის წევრ ქვეყნებს შორის, რომლებიც საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

თბილისში მიმდინარე მინისტერიალს ესწრებიან CAREC-ის მონაწილე ათი ქვეყნის სახელმწიფო უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, კერძო სექტორის, საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა. მინისტერიალი განიხილავს რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვან სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა საკითხებს. 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ​TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შოკოლადის იმპორტი განახორციელა

07.04.2026.19:00

2026 წლის იანვარ-თებერვლის სტატისტიკური მაჩვენებლებით საქართველოში შოკოლადის იმპორტი გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანამ 16 586.3 ათასი დოლარის ღირებულების 2 764.8 ტონა შოკოლადი იყიდა. 2025 წლის იანვარ-თებერვალში ეს მაჩვენებელი 2 547.6 ტონას შეადგენდა. შესაბამისად საქართველოში შოკოლადის იმპორტი 9%-ით არის გაზრდილი.

იანვრ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული შოკოლადის 35%-ი ქვეყანაში რუსეთიდან შემოვიდა.

​TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შოკოლადის იმპორტი განახორციელა:

  • რუსეთი - 961.2 ტონა;
  • უკრაინა - 824.6 ტონა;
  • თურქეთი - 258.8 ტონა;
  • პოლონეთი - 139.0 ტონა;
  • ხორვატია - 112.7 ტონა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა