მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7163.9
0.0229
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 39.293
0.0098
flag
EUR 3.1153
0.0013
flag
GBP 3.5711
-0.0007
flag
KZT 58.16
0.0019
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.697
-0.0005

CAREC-ი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მდგრადი ეკონომიკური ზრდის, საერთო კეთილდღეობისა და მდგრადობის გაძლიერებისთვის ჩვენს რეგიონში - ლევან დავითაშვილი

news image

თბილისში ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის მინისტერიალმა დაიწყო მუშაობა.  ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი CAREC-ის რიგით 22-ე მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც პროგრამისა და მისი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„CAREC-ი მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკეთესი პარტნიორობისა და გუნდური მუშაობის ხელშეწყობის კუთხით - მდგრადი ეკონომიკური ზრდის, საერთო კეთილდღეობისა და მდგრადობის გაძლიერებისთვის ჩვენს რეგიონში. შემუშავებული სტრატეგიებისა და ოპერაციული ჩარჩოების მეშვეობით CAREC-ი უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი პოლიტიკის მიმოხილვის პლატფორმას და მოქმედებს როგორც ფორუმი, აზრებისა და პრაქტიკული რეკომენდაციების გასაზიარებლად, ექსპერტებისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქართველო წელს პირველადაა CAREC-ის თავმჯდომარე ქვეყანა 2016 წელს გაწევრიანების შემდეგ. მინისტერიალს ესწრებიან CAREC-ის მონაწილე ათი ქვეყნის სახელმწიფო უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, კერძო სექტორის, საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა.
პროგრამა მიზნად ისახავს წევრ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობას, მინისტერიალებზე კი განიხილება რეგიონული თანამშრომლობის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა - ვაჭრობის ხელშეწყობა, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროები და ა.შ.  თბილისში 22-ე მინისტერიალის ძირითადი თემა რეგიონში კლიმატის ცვლილებებისადმი მიმართული ღონისძიებების, სტრატეგიული მიზნების და გეგმების განსაზღვრაა. CAREC-ის მიერ შემუშავებული კლიმატის ხედვის დოკუმენტის (Climate Change Vision Document) მიზანია რეგიონის მდგრადობა კლიმატის რისკების მიმართ და ძალისხმევის მიმართვა სითბური აირების შემცირებასა და ნახშირბადის დაბალი გამოყოფის მქონე ეკონომიკაზე გადასასვლელად.
„დღევანდელი მინისტერიალის დევიზია „რეგიონული თანამშრომლობის გააქტიურება ცვლილებების ეპოქაში". მართლაც, ჩვენ ვცხოვრობთ სწრაფი ცვლილებებისა და მოულოდნელობების ეპოქაში. ჩვენი გუნდური მუშაობის გაძლიერება რეგიონში წარმოადგენს ერთობლივი პროგრესის მიღწევისა და მწვანე, მდგრადი და ინკლუზიური აღდგენის ხელშეწყობის მთავარ გასაღებს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
მინისტერიალის ფარგლებში ასევე განიხილება CAREC-ის სხვა პრიორიტეტული სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებები, რაც ხელს უწყობს წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას არაერთ სექტორში, მათ შორის - ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ​TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შოკოლადის იმპორტი განახორციელა

07.04.2026.19:00

2026 წლის იანვარ-თებერვლის სტატისტიკური მაჩვენებლებით საქართველოში შოკოლადის იმპორტი გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანამ 16 586.3 ათასი დოლარის ღირებულების 2 764.8 ტონა შოკოლადი იყიდა. 2025 წლის იანვარ-თებერვალში ეს მაჩვენებელი 2 547.6 ტონას შეადგენდა. შესაბამისად საქართველოში შოკოლადის იმპორტი 9%-ით არის გაზრდილი.

იანვრ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული შოკოლადის 35%-ი ქვეყანაში რუსეთიდან შემოვიდა.

​TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შოკოლადის იმპორტი განახორციელა:

  • რუსეთი - 961.2 ტონა;
  • უკრაინა - 824.6 ტონა;
  • თურქეთი - 258.8 ტონა;
  • პოლონეთი - 139.0 ტონა;
  • ხორვატია - 112.7 ტონა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა