აჭარაში იზრდება ინვესტიციების მოცულობა და ბიზნესგარემოს კონკურენტუნარიანობა - Business Insider Georgia-ს ექსკლუზიური ინტერვიუ სულხან თამაზაშვილთან
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკა დინამიკურად ვითარდება - რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტი 7,7 მილიარდ ლარს აღწევს, ხოლო ბოლო წლებში საშუალო წლიური ზრდის ტემპი 14%-ს შეადგენს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ რეგიონში განსაკუთრებით სწრაფი განვითარება ფიქსირდება ტურიზმთან დაკავშირებულ სექტორებში, მშენებლობასა და სერვისებში. მისი თქმით, მთავრობის პრიორიტეტი 2026 წლის ბიუჯეტში განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის ხელშეწყობა იქნება.
რა არის აჭარის ეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლები და რა პროექტების განხორციელებას გეგმავს აჭარა სამომავლოდ, დეტალებზე Business Insider Georgia სულხან თამაზაშვილს ესაუბრა.
- რას აჩვენებს უახლოესი მაჩვენებლები, როგორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის ზრდის ტემპი და რომელ სექტორებზე კეთდება მთავარი აქცენტი?
- აჭარა ეკონომიკურად დინამიურად განვითარებადი რეგიონია. ბოლო მონაცემებით, აჭარის მთლიანი შიდა პროდუქტი 7.7 მილიარდ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო წლიური ზრდის ტემპი 14%-ია. მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება აჭარის ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, განსაკუთრებით კი ტურიზმთან მჭიდროდ დაკავშირებულ სფეროებში - მშენებლობა, უძრავი ქონება, ასევე განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები, რომლებიც მაღალი ზრდის ტემპებით გამოირჩევიან.
- რა ნაბიჯებს დგამს მთავრობა რეგიონში ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის?
- აჭარის მთავრობა ცენტრალურ მთავრობასთან ერთად აქტიურად ახორციელებს ეკონომიკის დივერსიფიკაციის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ქვეყნის ეკონომიკის მრავალმხრივი და მდგრადი განვითარებისკენ. ამ მიზნით ხორციელდება პროგრამები სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ ადგილობრივი წარმოებისა და ინოვაციური სექტორების წახალისებისთვის, მუშავდება აგრარული და ინდუსტრიული სფერო, იზრდება ინვესტიციების მოცულობა და ბიზნესგარემოს კონკურენტუნარიანობა. დივერსიფიკაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ტურიზმის სექტორსაც, ჩვენთვის პრიორიტეტულია ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ტურისტული პროდუქტების გამრავალფეროვნება.
- რა გამოწვევებს ხედავთ რეგიონული ეკონომიკისთვის და როგორ აპირებთ მათ გადაჭრას?
- ბუნებრივია, რეგიონული ეკონომიკისთვის გამოწვევები ყოველთვის არსებობს და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მათ დასაძლევად. რეგიონში ხორციელდება და დაგეგმილია მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. მაგალითად, როგორც მოგეხსენებათ უპრეცედენტო მასშტაბის საინვესტიციო პროექტი განხორციელდება გონიოში, არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი დეველოპერული კომპანია “Emaar“ ჯგუფის მიერ, რომელიც შექმნის ახალ შესაძლებლობებს. გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, დიდ ყურადღებას ვუთმობთ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროს განვითარებას. ყოველივე ზემოთ აღნიშნული ერთობლიობაში არსებული გამოწვევების გადაჭრაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მიზანია თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება, ღირსეული პირობების შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ეკონომიკის ისეთი მოდელის ფორმირება, რომელიც ემსახურება რეგიონის მთლიანი პროგრესის განმტკიცებას.
- რა პარამეტრებზე იქნება გათვლილი ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის ბიუჯეტი და ასევე რა იქნება მთავარი პრიორიტეტები?
- როგორც მოგეხსენებათ, ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზეც ვისაუბრე, 2026 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია და მან მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა. მომდევნო წელს, შემოსავლების საპროგნოზო მოცულობა 800 მილიონამდე ლარს შეადგენს. მთავარი პრიორიტეტები იქნება და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლებასა და ჯანდაცვას, ასევე, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობასა და ტურიზმის სფეროს განვითარებას.
- ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ფონზე, როგორ აფასებთ ბიზნესგარემოს აჭარის დონეზე, გაზრდილია თუ არა საწარმოთა ბრუნვა და ამ მხრივ რომელი სექტორები გამოირჩევიან?
- აჭარა დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი რეგიონია საქართველოში, რომელიც ბიზნესს სთავაზობს მრავალფეროვან შესაძლებლობებს.
აჭარაში ბიზნეს სექტორის 2024 წლის მონაცემების მიხედვით, ბრუნვის მაჩვენებელმა 13.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, 18%-ით აღემატება. პროდუქციის გამოშვების მოცულობამ 7.6 მილიარდი ლარი შეადგინა და 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა. ეს დინამიკა სწორედ განვითარებულ და ხელსაყრელ ბიზნეს გარემოზე მიუთითებს.
- როგორია თქვენი ხედვა აჭარის ტურიზმის განვითარების მიმართულებით მომდევნო 5 წლის განმავლობაში? და რის გაკეთებას აპირებს მთავრობა თავის მხრივ, რომ 2026 წელი უფრო წარმატებული იყოს, ვიდრე 2025 წელია?
- აჭარაში ვიზიტების რაოდენობა მზარდია, ამას მოწმობს სტატისტიკური მონაცემებიც. წინა წელთან შედარებით ვიზიტების რაოდენობა გაზრდილია, არა მხოლოდ საზღვაო სეზონზე, არამედ შემოდგომის სეზონზეც.
ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიაა, რეგიონი ოთხივე სეზონზე იყოს ტურისტული მიზიდულობისა და ეკონომიკური აქტივობის ცენტრი. როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო ტურისტულ რუკაზე აჭარის რეგიონი კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა, რისი დასტურიც არის წლევანდელი აღიარება, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე, სადაც ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.
ვგეგმავთ, კიდევ უფრო მეტად ავითვისოთ მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალი. სწორედ ამიტომ ვაძლიერებთ, როგორც ზღვისპირა, ისე მთიან მუნიციპალიტეტებს. ეს პროცესები აქტიურად გვაქვს დაწყებული, მაგალითისთვის, როგორც მოგეხსენებათ ზაფხულში ჩირუხის მთაზე ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი გავხსენით, რომელიც გამორჩეული ტურისტული ინფრასტრუქტურაა მაღალმთიან აჭარაში.
გაძლიერებაში, რა თქმა უნდა, იგულისხმება ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასევე წყალარინებისა და გაზიფიცირების პროექტის დასრულება და ა.შ.
- კურორტი „გოდერძი“ ეტაპობრივად ვითარდება, რა სიახლეებს უნდა ელოდოს წელს კურორტზე ჩასული დამსვენებელი?
- ინტენსიურად მიმდინარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძის“ განვითარება. ამ დროისთვის 29 საინვესტიციო პროექტი ხორციელდება, რომლის ჯამური ღირებულება 250 მილიონ ლარს აღემატება. შედეგად, კურორტს დამატებით 1500 ახალი სამუშაო ადგილი და დამატებით 1000 განთავსების ადგილი ექნება.
- როგორ აფასებთ უცხოური ინვესტიციების დინამიკას ბოლო წლებში და ამ მხრივ აჭარა ისევ ინარჩუნებს თუ არა მიმზიდველობას?
- აჭარა მიმზიდველ რეგიონად პოზიციონირებს სასარგებლო საინვესტიციო პირობებისა და სტრატეგიული ადგილმდებარეობით. სწორედ ხელსაყრელი ბიზნეს გარემო ხელს უწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, რომელიც რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში ყოველწლიურად საშუალოდ 16%-ით იზრდებოდა. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მონაცემებით, აჭარაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა 90.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 30%-ით აღემატება.
- დღეისათვის აჭარაში რომელ მსხვილ საინვესტიციო პროექტებს გამოარჩევდით, როგორია მათი დასრულების ვადები და ასევე რას გვეტყოდით ახალ პროექტებზე, რომელსაც სამომავლოდ რეგიონის ეკონომიკისთვის დიდი შედეგების მოტანა შეუძლია?
- პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ქვეყნის ისტორიაში - არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი დეველოპერული კომპანიის, Emaar Properties/Eagle Hills-ის ინვესტიცია, რომლის მოცულობა 6.5 მილიარდი დოლარია. აღსანიშნავია, რომ ინვესტიცია თბილისსა და გონიოში განხორციელდება. ეს არის საქართველოს ეკონომიკისთვის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, რეგიონის განვითარებასა და ჩვენი მოქალაქეებისთვის მეტ კეთილდღეობას.
ასევე, აღსანიშნავია „ამბასადორი ჯგუფის“ მიერ ბათუმის ხელოვნური კუნძულის პროექტი. პროექტი მოიცავს ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი რეზორტული ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას.
ასეთი პროექტები რეგიონის მიმზიდველობას კიდევ უფრო ზრდის და ქმნის მყარ საფუძველს აჭარაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისთვის.
- ბათუმის ინდუსტრიული ზონა დღეისათვის რამდენ საწარმოს აერთიანებს და უნდა ველოდოთ თუ არა ზონაში კიდევ ახალი საწარმოების გახსნას და განიხილება თუ არა სამომავლოდ ინდუსტრიული ზონის მასშტაბების გახსნა?
- ინდუსტრიული ზონები ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენენ. ბათუმის ინდუსტრიული ზონა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ბიზნეს საქმიანობის ლოკაციაა. სახელმწიფოს მხარდაჭერით მოეწყო საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურა, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს გაზიფიცირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა.
75 მილიონი დოლარის მოსალოდნელი ჯამური ინვესტიციით, სამრეწველო ზონა აჭარის საინვესტიციო პორტფელის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ინდუსტრიული ზონა არა მხოლოდ აძლიერებს წარმოებას და ექსპორტს, არამედ მნიშვნელოვანი როლი აქვს რეგიონული განვითარებისა და მოსახლეობის დასაქმების პროცესშიც. ამ ეტაპზე ბათუმის ინდუსტრიულ ზონაში 40-მდე საინვესტიციო პროექტი ხორციელდება და საწარმოების ფუნქციონირებით საერთო ჯამში 1500 სამუშაო ადგილი იქმნება.
აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი ეკონომიკური ზრდა მხოლოდ მაშინ არის მნიშვნელოვანი, როცა ის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება. ჩვენი პოლიტიკის მიზანია, რომ ეკონომიკური წინსვლა, ტურიზმის სფეროს განვითარება და ნებისმიერი წარმატება იქცეს თითოეული ოჯახის კეთილდღეობის გარანტად.
სხვა სიახლეები

05.11.2025.11:00