Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 4 - 8 აგვისტო
რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 4 - 8 აგვისტოს კალენდარს გიზიარებთ:
საქსტატის კალენდარი
4 ივლისი | სამომხმარებლო ფასების ინდექსი (2025 წლის ივლისი)
4 ივლისი | სამართლებრივი სფეროს მაჩვენებლები, დანაშაულების სტატისტიკა (2025 წლის I-II კვარტალი)
6 ივლისი | მშენებლობის ღირებულების ინდექსი (2025 წლის ივნისი)
8 ივლისი |გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა (2025 წლის II კვარტალი)
სებ-ის სტატისტიკა
4 ივლისი | წლიური ინფლაცია
4 ივლისი | საშუალო წლიური ინფლაცია
4 ივლისი | ყოველთვიური ინფლაცია
4 ივლისი | სამომხმარებლო ფასების ინდექსი, 2010=100
7 აგვისტო | ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები
სხვა სიახლეები
04.08.2025.19:00
2025 წლის პირველ ნახევარში ექსპორტზე 30 233.3 ათასი დოლარის ღირებულების მოცვი გავიდა. როგორც საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2025 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტირებულია 4 392.1 ტონა ახალი შტოში, მოცვი და Vaccinium გვარის სხვა კენკრა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 3 953.9 ტონას შეადგენდა. ზრდა 11%-ია.
მიმდინარე მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოში მოყვანილი მოცვისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია. სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის საქართველოდან მოცვის ექსპორტის 93%-ი.
TOP 5 ბაზარი, სადაც საქართველო მოცვს ყიდის:
რუსეთი - 4 077.8 ტონა;
პოლონეთი - 86.3 ტონა;
ნიდერლანდები - 63.2 ტონა;
სომხეთი - 61.5 ტონა;
გერმანია - 52.1 ტონა;
აღსანიშნავია, რომ წელს მოცვის ექსპორტი 8 ქვეყანაში დაფიქსირდა. საქართველოდან მოცვის ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. 2024 წლის მაჩვენებლებით საზღვარგარეთ 4 988.4 ტონა მოცვი გადაიზიდა, რომლის საერთო ღირებულებაც 28 206.0 ათას დოლარს შეადგენდა.