Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 30 ივნისი - 4 ივლისი
რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 16 - 20 ივნისის კალენდარს გიზიარებთ:
საქსტატის კალენდარი
30 ივნისი | პირდაპირი უცხოური ინვესტიციები BPM6-ის კლასიფიკაციის მიხედვით, აქტივები და პასივები (2025 წლის I კვარტალი, წინასწარი)
30 ივნისი | სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები (2025 წლის მაისი)
30 ივნისი | მთლიანი შიდა პროდუქტი დანახარჯების და შემოსავლების მიხედვით (2025 წლის I კვარტალი, წინასწარი)
30 ივნისი | ეროვნული შემოსავალი და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატული მაჩვენებლები (2025 წლის I კვარტალი, წინასწარი)
30 ივნისი | ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2025 წლის მაისი)
3 ივლისი | სამომხმარებლო ფასების ინდექსი (2025 წლის ივნისი)
სებ-ის სტატისტიკა
30 ივნისი | ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორები
30 ივნისი | კომერციული ბანკების კრებსითი აქტივები და პასივები
30 ივნისი | კომერციული ბანკების საქმიანობის ფინანსური მაჩვენებლები
1 ივლისი | სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონების შედეგები
3 ივლისი | წლიური ინფლაცია
3 ივლისი | საშუალო წლიური ინფლაცია
3 ივლისი | ყოველთვიური ინფლაცია
3 ივლისი | სამომხმარებლო ფასების ინდექსი, 2010=100
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
30.06.2025.12:45
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივან არსენიო დომინგესსთან. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ორგანიზაციის ურთიერთობათა საკითხების ვრცელი სპექტრი განიხილეს, მათ შორის - ელექტრონული სერვისების საქართველოს პორტებში დანერგვა, პარტნიორობა სხვადასხვა პროექტებში, თანამშრომლობა საზღვაო განათლების სფეროში და მეზღვაურთა დასაქმების საკითხები და ა.შ.
„საზღვაო სექტორი მთლიანად საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, მისი განვითარება კი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ჩვენ მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციასთან წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს - საქართველო წარმატებით ასრულებს IMO-ს საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებით გათვალისწინებულ მოვალეობებსა და ვალდებულებებს და რაც მნიშვნელოვანია, ჩვენ სტაბილურად ვინარჩუნებთ უმაღლეს სტანდარტებს საზღვაო უსაფრთხოებისა და მეზღვაურთა კეთილდღეობის, წვრთნისა და სერტიფიცირების, ასევე გარემოს დაცვის კუთხით", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველო მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი სახელმწიფოა 1993 წლიდან. აღსანიშნავია, რომ საქართველომ წარმატებით დაასრულა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ ჩატარებული ორი აუდიტი: 2015 წელს ნებაყოფლობით გაიარა IMO-ს IMSAS აუდიტი, ხოლო 2025 წელს - სავალდებულო აუდიტი. როგორც მხარეების მიერ აღინიშნა, ეს მიღწევები ასახავს საქართველოს მტკიცე ერთგულებას IMO-ს კონვენციებიდან და რეგულაციებიდან გამომდინარე საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების ეფექტური დანერგვა-განხორციელებისადმი.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა. ქართულმა მხარემ არსენიო დომინგესს მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის მიერ წლების განმავლობაში საქართველოსთვის გაწეული ტექნიკური დახმარებისთვის, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მთელი სექტორის მოდერნიზაციისა და საერთაშორისო სტანდარტების სერვისების დანერგვის პროცესში. ამასთან, როგორც მხარეების მიერ ხაზგასმით აღინიშნა, საზღვაო სექტორს შეუცვლელი როლი აქვს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის რეალიზებაში, მათ შორის შუა დერეფნის შემდგომი განვითარებისა და ხელშეწყობის თვალსაზრისით.
„საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია შავ ზღვაზე სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებით. შესაბამისად, ჩვენი საპორტო სექტორის შესაძლებლობების გაძლიერება უმნიშვნელოვანესია საქართველოს, როგორც სტაბილური და საიმედო სახელმწიფოს პოზიციონირებისთვის. ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, რაც ხელსაყრელ პირობებს შექმნის მიმდებარე ტერიტორიაზე ლოგისტიკური სერვისების და ინდუსტრიული ზონის განვითარებისთვის", - განაცხადა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი თბილისში დაგეგმილ „აბრეშუმის გზის ფორუმზე" მოიწვია, რომელიც 22-23 ოქტომბერს გაიმართება.