Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 26 - 30 იანვარი
რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 26 - 30 იანვარის კალენდარს გიზიარებთ:
საქსტატის კალენდარი
27 იანვარი | ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2025 წლის ნოემბერი)
30 იანვარი | ინფორმაცია ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ (2025 წელი)
30 იანვარი | ინფორმაცია მშენებლობებზე გაცემული ნებართვების შესახებ (2025 წელი)
30 იანვარი | უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა (2025 წლის წლიური, 2025 წლის IV კვარტალი)
30 იანვარი | სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები (2025 წლის დეკემბერი)
30 იანვარი | სპორტის სტატისტიკის მაჩვენებლები (2025 წელი)
30 იანვარი | სტატისტიკური პუბლიკაცია „საქართველოს ეროვნული ანგარიშები, 2024“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე, ელექტრონული ვერსია)
30 იანვარი | ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2025 წლის დეკემბერი)
სებ-ის კალენდარი
26 იანვარი | სხვა დეპოზიტური კორპორაციების მიმოხილვა
26 იანვარი | დეპოზიტური კორპორაციების მიმოხილვა
26 იანვარი | ფულის მასის აგრეგატები და მონეტარული კოეფიციენტები
დღის ტოპ 10 სიახლე
საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება
სხვა სიახლეები
ერთ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით აშკარად შედგა რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გარიგება, ასეთი ფაქტები, ბუნებრივია, იწვევს შეშფოთებას და აჩენს ეჭვს რომ კარტელური გარიგებების საფუძველზე ხდება ფასის მომატება - პრემიერი
25.01.2026.23:59
ერთ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით, არ დავაკონკრეტებ, აშკარად შედგა რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გარიგება და მათ ერთდროულად, 25%-ით გაზარდეს ფასი პროდუქტზე - ასეთი ფაქტები, ბუნებრივია, იწვევს შეშფოთებას და აჩენს ეჭვს, რომ კარტელური გარიგებების საფუძველზე ხდება კონკრეტულ პროდუქტებზე ფასის მომატება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, იგივე შეიძლება ეხებოდეს ქსელურ მარკეტებს და დისტრიბუციასაც. პრემიერის განცხადებით, იმისათვის, რომ ყოვლისმომცველი იყოს საკითხის მოკვლევა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობა.
„ჩვენ ყველა ფორმას უნდა მივმართოთ იმისათვის, რომ სიღრმისეულად შევისწავლოთ საკითხი. მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული პროცედურები სწორედ ამას უკავშირდება. ჩვენ უნდა დავადგინოთ, არის თუ არა კარტელური გარიგება. ერთი კონკრეტული მაგალითი რომ მოვიყვანო, კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით, არ დავაკონკრეტებ, ვიდრე ამას დამატებით არ შევისწავლით, აშკარად შედგა რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გარიგება და მათ ერთდროულად, 25%-ით გაზარდეს ფასი კონკრეტულ პროდუქტზე. ასეთი ფაქტები, ბუნებრივია, იწვევს შეშფოთებას და აჩენს ეჭვს, რომ კარტელური გარიგებების საფუძველზე ხდება კონკრეტულ პროდუქტებზე ფასის მომატება. იგივე შეიძლება ეხებოდეს ქსელურ მარკეტებსაც, დისტრიბუციასაც. იმისათვის, რომ ყოვლისმომცველი იყოს ამ საკითხის მოკვლევა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობაც“, - განაცხადა პრემიერმა.