მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7081.3
-0.0025
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 37.999
-0.0024
flag
EUR 3.168
0.0098
flag
GBP 3.6389
-0.0019
flag
KZT 50.36
-0.0007
flag
TRY 0.0645
-0.0002
flag
USD 2.7079
-0.0016

Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 20 - 24 ოქტომბერი

news image

რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 20 - 24 ოქტომბრის კალენდარს გიზიარებთ: 

საქსტატის კალენდარი

20 ოქტომბერი | საგარეო ვაჭრობა (2025 წლის სექტემბერი)

20 ოქტომბერი | ადგილობრივი ექსპორტი (2025 წლის სექტემბერი)

20 ოქტომბერი | სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2025 წლის სექტემბერი)

20 ოქტომბერი | მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე (2025 წლის სექტემბერი)

20 ოქტომბერი | მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი (2025 წლის სექტემბერი)

20 ოქტომბერი | ექსპორტის ფასების ინდექსი (2025 წლის სექტემბერი)

20 ოქტომბერი | იმპორტის ფასების ინდექსი (2025 წლის სექტემბერი)

20 ოქტომბერი | ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2025 წლის სექტემბერი)

20 ოქტომბერი | სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2025 წლის სექტემბერი)

20 ოქტომბერი | ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2025 წლის სექტემბერი)

20 ოქტომბერი | მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე (2025 წლის სექტემბერი)

21 ოქტომბერი | საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების გამოკვლევის შედეგები (2024 წელი)

22 ოქტომბერი | არაფინანსური კორპორაციების ფინანსური მაჩვენებლების გამოკვლევის შედეგები (2024 წელი)

23 ოქტომბერი | საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (2025 წლის III კვარტალი)

სებ-ის სტატისტიკა

20 ოქტომბერი | მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2010=100

21 ოქტომბერი | სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონების შედეგები

21 ოქტომბერი | საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მონაწილეებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მიზანშეწონილობის კვლევის შედეგებს გავაცნობთ - გენადი არველაძე 

20.10.2025.03:50

საქართველო არ კარგავს აქტუალურობას, პირიქით წელს უპრეცედენტოდ მასშტაბური რაოდენობის სტუმრებს უმასპინძლებს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ საუბრისას განაცხადა. როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, ფორუმისადმი ინტერესი დიდია და მას საკმაოდ მაღალი რანგის სტუმრები დასწრებიან. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელს, მიუხედავად იმ ტურბულენტური გარემოსი, რომელიც რეგიონში და ზოგადად გლობალურად არის - ძალიან რთულია საერთაშორისო სტუმრების ამ მასშტაბით ვიზიტი და ასევე ამდენი სტუმრის კონსოლიდაცია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ საქართველო არ კარგავს აქტუალურობას, პირიქით. წელს უპრეცედენტოდ მასშტაბური რაოდენობის სტუმრებს უმასპინძლებს, რაც მნიშვნელოვანია და ხარისხობრივად არის ასევე მაღალი დონის - რეგიონის ქვეყნებიდან გვესტუმრებიან პრემიერ-მინისტრები, ეს არის სომხეთის და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რეგიონის და რეგიონსმიღმა ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვმასპინძლობთ, სადაც ვმსჯელობთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც უკავშირდება დაკავშირებადობას, როგორც ვაჭრობის, ენერგეტიკის, ასევე ტრანსპორტის და ლოგისტიკის მიმართულებით“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

მისი თქმით, ფორუმზე განხილული იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თემები და საკითხები. მათ შორის საქართველო ფორუმის მონაწილეებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მიზანშეწონილობის კვლევის შედეგებს გააცნობს. 

„ტრადიციულად ჩვენ ვმართავთ 4 ძირითად მიმართულებას, რომელიც დაკავშირებადობას უკავშირდება. ვაჭრობის პანელი გვექნება, საქართველოს პოზიციონირებას შევძლებთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულება ქვეყნისთვის. მაშინ როდესაც ჰაბზე გვაქვს პრეტენზია მნიშვნელოვანია, რომ წვდომა გვქონდეს ამ მსხვილ ბაზრებზე და ამ კუთხით საქართველო, როგორც სტრატეგიული და გეოგრაფიული მდებარეობით ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ასევე ენერგეტიკის მიმართულება იქნება მნიშვნელოვანი, სადაც ჩვენ შევძლებთ წარმოვაჩინოთ საქართველოს ის ახალი მიზანი, რომელიც უკავშირდება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელით ევროკავშირთან დაკავშირებადობას. პირველი იქნება ეს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად დაუკავშირდება საქართველოს ელექტროსისტემა ევროპულ ბაზარს. და ამ პროექტთან დაკავშირებით პირველი მიზანშეწონილობის კვლევის დასრულებულია და ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ჩამოსულ სტუმარს გავაცნოთ აღნიშნული შედეგები. ასევე ის რაც გაქვს სატრანსპორტო მიმართულებით, ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორც განსახორციელებელი, ისე უკვე განხორციელებული. ამ კუთხით ჩვენ გაქვს სპეციალური პანელი, სადაც საქართველო მომავალი წლების განმავლობაში დაგეგმილ იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრებს და მიაწოდებს როგორც ჩამოსულ პოლიტიკურ წარმომადგენლებს, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც მრავლად არიან წარმოდგენილები გალფის ქვეყნებიდან. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რადგან უფრო მეტად ისინი დაინტერესდნენ მომავალში, რომ ამ სექტორებში განახორციელონ ინვესტიციები, როგორიც არის სატრანსპორტო ლოგისტიკური მიმართულება, იგივე განახლებადი ენერგიები და ამ კუთხით კაბელი ხელს შეუწყობს დივერსიფიცირების კუთხით მეტი შესაძლებლობა ექნებათ აქ წარმოებული ელექტროენერგიის გატანის. ასევე მნიშვნელოვანია ახალი აეროპორტის პროექტი, რომელზედაც ჩვენ გვექნება დეტალური პრეზენტაცია, თუ რა სამუშაოები გავწიეთ დღემდე და რა გვაქვს დაგეგმილი კონკრეტულ ვადებში“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

ცნობილია, რომ პირველად, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, „თბილისის ფინანსური სამიტი" გაიმართება. ეკონომიკის სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის  (GFTN) ერთობლივად ორგანიზებულ სამიტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პირველი პირები და ფინანსური სექტორის ლიდერები, მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები და ექსპერტები.

„რაც სიახლე გვაქვს ფორუმთან დაკავშირებით - ფინანსური ტექნოლოგიების სამიტი. პირველად ასეთი მასშტაბის ფორუმი გაიმართება. ეს არის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, რომელსაც დაეთმობა მეორე დღე, სადაც სინგაპურულ წამყვანი ტექნოლოგიების კომპანიასთან ერთად ჩვენ ვახდენთ გლობალურ მასშტაბში აღნიშნულ სფეროში მოღვაწე კომპანიების აქ ჩამოსვლას და საქართველოს კიდევ დამატებით პოზიციონირებას, რომ საქართველო მათ შორის არის ჰაბი ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით, როგორც ცენტრალური აზიისთვის, ისე ევროპის ქვეყნებისთვის. 700-ზე მეტ სტუმარს მხოლოდ მეორე დღეს ველოდებით საერთაშორისო მასშტაბით“, - განაცხადა გენადი არველაძემ. 

შეგახსენებთ, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ საქართველოს დედაქალაქი 22-23 ოქტომბერს მასპინძლობს. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა