Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 2 - 6 ივნისი
რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 2 - 6 ივნისის კალენდარს გიზიარებთ:
საქსტატის კალენდარი
3 ივნისი | სამომხმარებლო ფასების ინდექსი (2025 წლის მაისი)
4 ივნისი | საწარმოთა საქმიანობის შედეგები (პროდუქციის გამოშვება, ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობა და სხვა) (2025 წლის I კვარტალი)
6 ივნისი | მშენებლობის ღირებულების ინდექსი (2025 წლის აპრილი)
სებ-ის სტატისტიკა
2 ივნისი | საპროცენტო განაკვეთები ფულად და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე
2 ივნისი | სახაზინო ფასიანი ქაღალდები მფლობელების მიხედვით
2 ივნისი | საშუალოთვიური გაცვლითი კურსები
2 ივნისი | სავალო ფასიანი ქაღალდები
2 ივნისი | ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი (ყოველთვიური)
3 ივნისი | წლიური ინფლაცია
3 ივნისი | საშუალო წლიური ინფლაცია
3 ივნისი | ყოველთვიური ინფლაცია
3 ივნისი | სამომხმარებლო ფასების ინდექსი, 2010=100
3 ივნისი | სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონების შედეგები
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
03.06.2025.12:41
„მიმდინარე წელს ქვეყანამ დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა უნდა შეინარჩუნოს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შედეგი არის ის, რომ ჩვენ 2024 წელს მართლაც შეგვიმცირდა სიღარიბე. მთავარი ამოცანა, რომელიც ხელისუფლებას აქვს, ეს არის - სიღარიბის დაძლევა, ქვეყანაში ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნა და, რა თქმა უნდა, ქვეყნის გამთლიანება", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში დღეს ეს ორი სტრატეგიული მიზანია გაცხადებული და დანარჩენი ამოცანები, რომლებიც მთავრობას აქვს, სწორედ არის ამ ორი დიდი მიზნის შესრულებისკენაა მიმართული.
„ვფიქრობთ, რომ ჩვენი ეკონომიკური პროგნოზები დადასტურდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდანაც. თქვენ იცით რომ, ჩვენ მისიასთან გვქონდა მჭიდრო მუშაობა ბოლო კვირის განმავლობაში და ალბათ მათ ამ სამუშაო მისიის ფარგლებში შეაფასეს როგორც დღევანდელი სტატუსი, ასევე პროგნოზები. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია როცა ეს დადასტურებულია ძალიან მაღალი დონის კომპეტენტური საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან და პარტნიორების მხრიდანაც", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.8%-ით განისაზღვრა. ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკაა ერთ-ერთი მთავარი ამოცანის - სიღარიბის დაძლევის კუთხით. კერძოდ, ისტორიაში პირველად, ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 2024 წლის მონაცემების შედეგად ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი ერთნიშნა გახდა.
„ის ჯერ კიდევ ძალიან მაღალია, მაგრამ 2028 წლისთვის საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს უმუშევრობა, ასევე სიღარიბე. მნიშვნელოვანია ე.წ ჯინის ინდექსი, რომელიც ქონების გადანაწილებას, საზოგადოებაში შექმნილი დოვლათის გადანაწილებას ასახავს - აქაც გაუმჯობესება გვაქვს და ეს ინდექსიც მცირდება, მცირედით, მაგრამ, აქაც გვაქვს ზრდა. ეს იმის მაჩვენებელია რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობის ხარისხი ასევე იმატებს", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.