მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7116.9
-0.0001
flag
AZN 1.6051
-0.0008
flag
CNY 37.998
-0.0039
flag
EUR 3.1401
-0.0224
flag
GBP 3.6937
-0.0121
flag
KZT 53.23
-0.0019
flag
TRY 0.0692
-0.0002
flag
USD 2.7296
-0.0005

Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 16 - 20 ივნისი

news image

რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 16 - 20 ივნისის კალენდარს გიზიარებთ: 

საქსტატის კალენდარი

16 ივნისი | სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის შედეგები (2024 წელი)

16 ივნისი | სასაკლაოების გამოკვლევის შედეგები (2024 წელი)

16 ივნისი | ელევატორების გამოკვლევის შედეგები (2024 წელი)

16 ივნისი | სტატისტიკური პუბლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2024“ (სოფლის მეურნეობის დაზუსტებული მაჩვენებლები, 2024 წელი, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ელექტრონული ვერსია)

16 ივნისი | დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი (2025 წლის I კვარტალი)

19 ივნისი | მთლიანი შიდა პროდუქტი და ეროვნული ანგარიშების სხვა მაჩვენებლები (2025 წლის I კვარტალი, წინასწარი)

19 ივნისი | საგარეო ვაჭრობა (2025 წლის მაისი)

19 ივნისი | ადგილობრივი ექსპორტი (2025 წლის მაისი)

20 ივნისი | სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2025 წლის მაისი)

20 ივნისი | მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე (2025 წლის მაისი)

20 ივნისი | მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი (2025 წლის მაისი)

20 ივნისი | ექსპორტის ფასების ინდექსი (2025 წლის მაისი)

20 ივნისი | იმპორტის ფასების ინდექსი (2025 წლის მაისი)

20 ივნისი | ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2025 წლის მაისი)

20 ივნისი | სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2025 წლის მაისი)

20 ივნისი | ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2025 წლის მაისი)

20 ივნისი | მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე (2025 წლის მაისი)

სებ-ის სტატისტიკა

16 ივნისი | ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით

16 ივნისი | ფულადი გზავნილები თვეების მიხედვით

16 ივნისი | ფულადი გზავნილები სისტემების მიხედვით

18 ივნისი | მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი

20 ივნისი | მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2010=100

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ქვეყანაში არსებული სამაცივრე მეურნეობების 63.6% თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი - საქსტატი 

16.06.2025.11:08

2024 წელს საქართველოში 387 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის რეგიონშია (59.7 პროცენტი) განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია: ქ. თბილისში (11.1 პროცენტი), კახეთში (9.8 პროცენტი), ქვემო ქართლში (5.2 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთში (5.2 პროცენტი), იმერეთში (3.4 პროცენტი), აჭარის არ-ში (3.1 პროცენტი), გურიაში (1.0 პროცენტი), მცხეთამთიანეთში (0.8 პროცენტი), სამცხე-ჯავახეთში (0.5 პროცენტი) და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (0.3 პოცენტი) რეგიონში.

2024 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 509 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 1 289 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 1 964 კაცით განისაზღვრა.

2024 წლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 340.8 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 41.3 პროცენტი – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 19.8 პროცენტი – პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 12.8 პროცენტი – ხილი და ბოსტნეული, 12.7 პროცენტი – თევზეული, 7.8 პროცენტი – რძის პროდუქტები, ხოლო დანარჩენ პროდუქტებს 5.6 პროცენტი ეკავა.

სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2024 წლის განმავლობაში შესყიდულია 72.2 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების სახით მიღებულ შემოსავალს, მისმა სიდიდემ 27.1 მლნ. ლარი შეადგინა. 2024 წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 544.0 მლნ. ლარის ღირებულების (96.3 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (48.3 პროცენტი) იყო ადგილობრივი (შესყიდული) წარმოების.

ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) პროდუქციის 46.3 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (33.2 პროცენტი), ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (31.8 პროცენტი) და თევზეული (10.3 პროცენტი) წარმოადგენდა. სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციისაგან უცხოურ ბაზარზე რეალიზებული იქნა 3.3 პროცენტი (ღირებულების მხრივ), რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ქათმის ხორცი (59.2 პროცენტი) და ხილ-ბოსტნეული (29.9 პროცენტი) წარმოადგენდა.

სამაცივრე მეურნეობების 63.6 პროცენტი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია სრულად, 32.8 პროცენტი – ნაწილობრივ, ხოლო 3.6 პროცენტი საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სესხით სარგებლობს სამაცივრე მეურნეობების 70.0 პროცენტი. აქედან, 51.3 პროცენტს სესხი აღებული აქვს მხოლოდ ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებულის გაუმჯობესების მიზნით), 45.4 პროცენტს – მხოლოდ საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 3.3 პროცენტს – როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისათვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა