Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 13 - 17 აპრილი
რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 13 - 17 აპრილის კალენდარს გიზიარებთ:
საქსტატის კალენდარი
14 აპრილი | საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემები (2026 წლის მარტი)
14 აპრილი | ბრუნვის მოცულობის ინდექსი (2026 წლის თებერვალი)
15 აპრილი | მემცენარეობის მაჩვენებლები (2025 წელი, წინასწარი)
სებ-ის კალენდარი
15 აპრილი | ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით
15 აპრილი | ფულადი გზავნილები თვეების მიხედვით
15 აპრილი | ფულადი გზავნილები სისტემების მიხედვით
დღის ტოპ 10 სიახლე
ნაქერალას უღელტეხილზე გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
სხვა სიახლეები
სსფ-ს და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრები ვაშინგტონში დღეს დაიწყება
13.04.2026.10:37
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრები აერთიანებს ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებს, ფინანსთა მინისტრებს, კერძო სექტორის აღმასრულებელ პირებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და აკადემიურ წრეებს, რათა განიხილონ გლობალური ეკონომიკის მდგომარეობა და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხები, როგორიცაა ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები, ფინანსური სტაბილურობა და სიღარიბის შემცირება. ეს შეხვედრები მსოფლიოში ერთადერთი ასეთი ტიპის პლატფორმაა და წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების საკითხებზე დისკუსიისთვის.
2026 წლის საგაზაფხულო შეხვედრები გაიმართება ფიზიკურ ფორმატში დღეიდან, 13 აპრილიდან, შაბათამდე, 18 აპრილამდე, IMF-ისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის სათაო ოფისებში, ვაშინგტონში.