მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7052.4
0.0257
flag
AZN 1.617
0
flag
CNY 37.677
-0.0052
flag
EUR 3.1227
0.0003
flag
GBP 3.6682
0.0085
flag
KZT 53.58
0.0016
flag
TRY 0.0715
-0.0001
flag
USD 2.7496
0

British Airways-ის, easyJet-ის, Edelweiss-ის, Transavia-ს შემოსვლა არის აღიარება საერთაშორისო დონეზე, ქვეყნის მდგრადი და სტაბილური განვითარების - მარიამ ქვრივიშვილი

news image

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით პირველ კვარტალში არ გვქონდა არც ერთი ინდიკატორი, რომელიც მეტყველებდა იმაზე, რომ ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრია თითქოს და იყო გაჩერებული და იყო უკუსვლა, - ასე უპასუხა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა სხვადასხვა მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს ქვეყანაში ტურისტები აღარ შემოდიან და რომ ტემპმა იკლო.

მინისტრის მოადგილის თქმით, პირიქით, პირველი კვარტალი იყო ისტორიული წარმატებების პერიოდი.

„ძალიან რთული პერიოდი იყო ერთის მხრივ ჩვენი ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, გაერკვიათ ტყუილ-მართალი. როდესაც კიდევ ერთხელ და ჩვენდა გასაკვირად გვიწევს ამდენი დეზინფორმაციის წინააღმდეგ სიარული, როდესაც ტურიზმის ინდუსტრიაში ჩვენ ვიძახით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ იმ სტატისტიკას, რომელიც ყოველ კვარტალში ერთხელ ქვეყნდება. ჩვენ იცით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით პირველ კვარტალში არ გვქონდა არც ერთი ინდიკატორი, რომელიც მეტყველებდა იმაზე, რომ ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრია თითქოს და იყო გაჩერებული და იყო უკუსვლა. პირიქით, პირველი კვარტალი იყო ისტორიული წარმატებების პერიოდი, პირველ სამ თვეში შემოვიყვანეთ British Airways-ი, easyJet-ი, შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ი, რომელმაც პირდაპირი ფრენები დაიწყო ციურიხიდან. ასევე დაგვემატა Transavia საფრანგეთიდან.

დღეს ვხედავთ, რომ საქართველო განაგრძობს იყოს მოთხოვნადი მიმართულება. ჩვენ უნდა განვმარტოთ ავიაკომპანიები, როგორ იღებენ გადაწყვეტილებას. ისინი უყურებენ მოთხოვნას პირველ რიგში საქართველოში მოგზაურობის კუთხით. ისინი ნახულობენ მათი ქვეყნებიდან რამდენად დიდია მოთხოვნა, ისევე როგორც სხვა ქვეყნებიდან იმისთვის, რომ ტრანზიტულად მგზავრები წამოიყვანონ. British Airways-ის, easyJet-ის, Edelweiss-ის, Transavia-ს შემოსვლა პირველ რიგში ეს არის აღიარება საერთაშორისო დონეზე, ჩვენი ქვეყნის მდგრადი და სტაბილური განვითარების და ტურიზმის სექტორის.

გამოვიყენებ შესაძლებლობას და ძალიან ბევრ სპეკულაციას მინდა გავცე პასუხი, „და რა?“. ის, რომ ყველა რეისი ფაქტობრივად სრული დატვირთვით ჩამოდის. ეს არ არის ჩემი სიტყვები. ეს არის ავიაკომპანიების წარმომადგენლების ოფიციალური განმარტებები. მათ შორის British Airways-ის. მე ვიცი, რომ, თქვენ გქონდათ ინტერვიუ. როდესაც ჩვენ პირველი რეისი გვქონდა მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ საქართველომ გადააჭარბა ყველა მოლოდინს, მათ შორის ავიაბილეთების რეალიზების კუთხით, მოთხოვნის კუთხით. ჩვენ ყველა რეისის ანალიტიკას ვაკეთებთ, განსხვავებით ფსევდო ექსპერტებისგან სხვადასხვა სექტორში და შესაბამისად, მე პირიქით მინდა, რომ სიხარულით ვთქვა, რომ ყველა რეისის საშუალო პროპორცია და განაწილება მგზავრების არის 70/30-ზე. 70/30-ზე იგულისხმება, რომ თუ ავიღებთ British Airways-ს 70% ეს გახლავთ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, სადაც აბსოლუტური უმრავლესობა გახლავთ დიდი ბრიტანეთის მოქალაქე. 30%-ი შეიძლება იყოს ნარევი სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეების, მათ შორის ჩვენი მოქალაქეებიც. დიახ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა სრულად არის დაფუძნებული დივერსიფიკაციაზე. ჩვენ გვინდა მეტი პირდაპირი ფრენა,ერთის მხრივ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენთვის მნიშვნელოვან ქვეყნებთან წვდომა, მაგრამ მეორეს მხრივ გაზრდილი ავიამიმოსვლები, ახალი ავიაკომპანიები, ასევე უზრუნველყოფს ჯანსაღ კონკურენციას. დიახ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა, ისევე როგორც უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა საქართველოში და საქართველოს მიღმა იმოგზაურონ პირდაპირი ფრენებით, მაგრამ ამავდროულად დაბალანსებული საფასო პოლიტიკით“, - განმარტავს მარიამ ქვრივიშვილი.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიების შემოსვლა ეს არ არის ერთი დღის გადაწყვეტილება - მარიამ ქვრივიშვილი

28.04.2025.19:50

ტურიზმის ინდუსტრია არის სექტორი, რომელიც ემსახურება ძალიან დიდ ღირებულებებს, - აღნიშნა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, საქართველოში იზრდება ისეთი ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადები, როგორიც არის ისრაელი, ყურის ქვეყნები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები. 

„სამი თვის ჭრილში ჩვენს ქვეყანას არასდროს მიუღია ასეთი მაღალი შემოსავალი ტურიზმის ინდუსტრიიდან - 826 მლნ დოლარი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 1,3 მლნ-მა საერთაშორისო მოგზაურმა იმოგზაურა ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ რაზეც ნაკლებად საუბრობენ ხოლმე ჩვენი ოპონენტი ექსპერტები, არს ის, რომ თუ რამდენად გაზრდილია საერთაშორისო მოგზაურებში ტურისტული ნაკადების პროცენტული მაჩვენებლები. დღეს ჩვენ, რომ შევხედოთ სტატისტიკას დავინახავთ, რომ საშუალო გადახდისუნარიანობა ტურისტზე არის გაზრდილი ამ ქვეყანაში. გაიზარდა ღამისთევების რაოდენობა, საკმაოდ დივერსიფიცირებულია ტურისტული ნაკადები. ხედავთ, რომ იზრდება ისეთი ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადები, როგორიც არის ისრაელი, ყურის ქვეყნები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები. დარწმუნებულები ვართ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე თვალსაჩინო გახდება ზრდა შვეიცარიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან. ავიაკომპანიების შემოსვლა ეს არ არის ერთი დღის გადაწყვეტილება, ამას წინ უზღვოდა მოლაპარაკებებიც, წინ უზღვოდა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის მიმართული მარკეტინგული კამპანიები.

შემოსვლამდე ავიაკომპანიები აკეთებენ ისეთ საფუძვლიან ანალიზს, როგორ საფუძვლიან ანალიზსაც ძალიან იშვიათად რომ რომელიმე მიმართულებისას აკეთებდნენ. რადგანაც ეს არის ერთის მხრივ უდიდესი რისკი კომერციული, ფინანსური და მათ შორის რეპუტაციული.

სამწუხაროდ ჩვენ ვისმენთ ასევე რაღაცნაირ პროგნოზებს, რომ კი შემოვიდა British Airways-ი, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი გავლენ. ჯერ, როგორ უნდა უსურვო შენს ქვეყანას ასეთი რაღაც. როგორ უნდა გააჟღერო. იმიტომ, რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება ის, რომ ნებისმიერი რამ რასაც ჩვენი ქვეყნის იმიჯის შელახვაზე ვსაუბრობთ, საქართველოს საზღვრებს შიგნით, ეს ლახავს ჩვენი ქვეყნის იმიჯს საქართველოს ფარგლებს გარეთ.

ტურიზმის ინდუსტრია არის სექტორი, რომელიც ემსახურება ძალიან დიდ ღირებულებებს, რაც ქმნის სამუშაო ადგილებს, ეხმარება ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებას, ამდენი ადამიანია პირდაპირ და არაპირდაპირ ჩართული და იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის სექტორის გაძლიერებაზე, პოზიციონირებაზე და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს კიდევ უფრო მეტად ამ სექტორის ხელშეწყობა, დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ ის წარმატება რაც ჩვენს ქვეყანას ამ ტურიზმის ინდუსტრიიდან აქვს, რომელიც სხვათა შორის ასევე დიდი ძალისხმევის შედეგია კერძო სექტორის, მცირე, საშუალო მეწარმეების, რომელიც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობენ და ასე ერთი ხელის მოსმით იმაზე საუბარი, რომ თურმე ეს ციფრები არ არის ახლოს რეალობასთან, მაგრამ ამავდროულად არ ვისაუბროთ იმაზე, რამხელაა კონკურენცია... ჩვენ ძალიან ხშირად გაქვს ინდუსტრიასთან შეხვედრები, კერძო სექტორთან მუდმივად ვმართავთ შეხვედრებს და ერთი კვირის უკან ჩემთან იყვნენ წამყვანი სასტუმროების წარმომადგენლები, მმართველები, მფლობელები. მანამდე ტურიზმის ინდუსტრიის ასოციაციის წარმომადგენლები და ასე შემდეგ. ჩვენ ხშირად ვხვდებით, ხშირად ვსაუბრობთ გარკვეულ საკითხებზე. და პირიქით ჩვენ მოვისმინეთ რა? ჩვენ მოვისმინეთ, მათ შორის სასტუმროების წარმომადგენლებისგან, რომ აპრილის თვე მათი შეფასებით არის ყველაზე წარმატებული თვე, რომელიც ისტორიაში აპრილში ახსოვთ. ეს ერთი. მეორეს მხრივ, თავადვე საუბრობენ თუ რამხელაა და როგორაა გაზრდილი განთავსების ობიექტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ თუ ისევ ვედრებით თუ რა იყო 2015 წელს, 2016 წელს, 2017 წელს, თუნდაც 2019 წელს, როდესაც გასაგები იყო, რომ შედარებით ნაკლები განთავსების ოდენობა ჩვენს ქვეყანაში ემსახურებოდა მეტ ტურისტს, და ბალანსი და კონკურენცია იყო ცოტა განსხვავებული. დღეს ფაქტობრივად გაორმაგებულია განთავსების ობიექტები. ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ იმაზეც, რომ ჩვენს ქვეყანას საკმაოდ მასშტაბური მოცულობით დაემატა ბინების გაქირავების მიმართულება, რაც გლობალური ტენდენციაა. საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციებმა და მათ შორის Airbnb-ის მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ, 2 დღის წინ პასუხი გასცა ფსევდო ექსპერტებს, თითქოსდა არის შემცირებული განთავსების ობიექტებში დატვირთულობის კოეფიციენტი და თითქოს და Airbnb-ს არ აქვს გავლენა. დღეს მოგახსენებთ, რომ საშუალო დატვირთულობის კოეფიციენტი პირველ კვარტალში, საქართველოს ჭრილში, ძირითად სასტუმროებში, რა თქმა უნდა არ ეხება ყველა სასტუმროს, გაზრდილი იყო 4,3%-ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში. ისევე, როგორც ბინების გაქირავება Airbnb პლატფორმაზე, ეს არ არის ჩვენი მოკვლეული ინფორმაცია. Airbnb-ზე დატვირთულობის კოეფიციენტი იყო გაზრდილი 8%-მდე. აქედან გამომდინარე თუ ჩვენ დიდ სურათში შევხედავთ, ვხედავთ, რომ ტურიზმის ინდუსტრია კვლავ განაგრძობს ამ ქვეყანაში ზრდას სტაბილურად, მდგრადად, დივერსიფიცირებულად. გვემატება ახალი ავიაკომპანიები და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე კარგ სიახლეებს გავაცნობთ ჩვენს საზოგადოებას. და ის მარკეტინგული აქტივობები, რასაც ჩვენ ვგეგმავთ უზრუნველყოფს ამ ქვეყანაში ტურიზმის კიდევ უფრო გაძლიერებას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა