ბოლო პერიოდში ძალიან გამკაცრებული გვაქვს მიდგომები ქალაქის ეკოლოგიასთან მიმართებით - ნინო ლაცაბიძე
რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობა კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, ინდუსტრიული საწარმოებიდან გამოწვეული ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად მუნიციპალიტეტი გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობს და კომპანიების მიმართ მოთხოვნები მკაცრდება, რათა საწარმოებმა ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში მეტი ინვესტიცია განახორციელონ და გარემოზე ზემოქმედება შეამცირონ.
„ეკოლოგია ზოგადად ჩვენი ქალაქის ინდუსტრიულობიდან გამომდინარე ისტორიული პრობლემაა. გადაიარაღება საწარმოების სამწუხაროდ ძალიან გვიან დაიწყო და ამ მოძველებულმა ინფრასტრუქტურამ მძიმე გავლენა მოახდინა ჩვენს ქალაქზე. ჩვენ 2020 წელს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონის გამკაცრების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი ძალიან ისეთი კარგი პოზიტიური ნაბიჯი გადავდგით, როდესაც თვითმონიტორინგის სისტემა დაევალა ქარხანას გაფრქვევის მილზე, რომელიც უფრო ეფექტიანად ხორციელდებოდა მონიტორინგი, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა სამინისტროში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად განვიხილეთ ის გეგმა, რომელიც ჰაერის მართვის კუთხით არის შემუშავებული. ეს არის აგლომერაციული გეგმა თბილისის გარშემო რამდენიმე ქალაქს აერთიანებს: გარდაბანს, რუსთავს, მცხეთას და ჰაერის მართვით გვაქვს აღებული ვალდებულებები მუნიციპალიტეტს, მთავრობას, საპარლამენტო გუნდს, რომ გარკვეული ცვლილებებით აუცილებელია ეს პოზიტიური წინსვლა არ შევაჩეროთ.
გულწრფელად რომ გითხრათ, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ქალაქის ეკოლოგია და აქაც კარგად გვესმის, რომ ოქროს შუალედი გვაქვს დასაცავი, თუმცა ბოლო პერიოდში ძალიან გამკაცრებული გვაქვს მიდგომები. სამინისტროსაც ვთხოვთ იგივე პოზიციას, რომ საწარმოებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობით გაიაზრონ, რამდენად მნიშვნელოვანია ის ინვესტიცია, რომელსაც ჩადებენ გადაიარაღების, გაუმჯობესების კუთხით, რამდენ ადამიანზე იქონიებს ძალიან პოზიტიურ გავლენას და აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსთავის მერია უკომპრომისო ვიქნებით, იმიტომ რომ პირველი არის ჯანმრთელობა და მერე ყველაფერი დანარჩენი.
ჩვენ გვქონდა შეხვედრები საწარმოებთან და მათთან ვსაუბრობდით, რომ გვესმის, რომ აქ არიან დასაქმებული ჩვენი თანამოქალაქეები და როდესაც ოქროს შუალედზე ვსაუბრობ, მათ შორის მუნიციპალიტეტს და მთავრობას გვიწევს, რომ გვქონდეს ვთქვათ ხისტი მიდგომა, რომელიც გამოიწვევს დახურვას საწარმოს და უმუშევრობა გაიზრდება, ან გვქონდეს მათთან მუდმივი სამუშაო რეჟიმი ახალი საკანონმდებლო ინიციატივებით, რომელიც უახლოეს პერიოდში პარლამენტში კიდევ დაინიცირდება - მუნიციპალიტეტს და გარემოს დაცვის სამინისტროს ჰქონდეს უფრო მეტი ბერკეტი, რომ ვაიძულოთ კომპანიები მოაწესრიგონ მათი ინფრასტრუქტურა“, - აცხადებს რუსთავის მერი.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
IMF-მა გლობალური ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 3.1%-მდე შეამცირა
14.04.2026.19:29
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური პროგნოზის აპრილის განახლებას აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, IMF-მა გლობალური ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 3.1%-მდე შეამცირა.