მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7111.8
0.0128
flag
AZN 1.5851
-0.0005
flag
CNY 38.726
0.0048
flag
EUR 3.1604
0.0288
flag
GBP 3.6339
0.0187
flag
KZT 53.09
0.0049
flag
TRY 0.0623
0
flag
USD 2.695
-0.0007

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩინურ და ქართულ საწარმოებს შორის თანამშრომლობა თანდათან გაფართოვდა ტრადიციული ინფრასტრუქტურიდან კომპლექტურ მოწყობილობებსა და მაღალტექნოლოგიურ დარგებამდე - ჩინეთის ელჩი

news image

ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სულ უფრო მეტ სფეროს მოიცავს და უფრო მაღალ დონეს აღწევს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა  ჭოუ ციენმა განაცხადა. მისი განმარტებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩინურ და ქართულ საწარმოებს შორის თანამშრომლობა თანდათან გაფართოვდა ტრადიციული ინფრასტრუქტურიდან კომპლექტურ მოწყობილობებსა და მაღალტექნოლოგიურ დარგებამდე.

„გოლდვინდი (Goldwind) მონაწილეობს გორის ქარის ელექტროსადგურის პროექტში. CRRC მონაწილეობს თბილისის მეტროს ვაგონების მოდერნიზაციის პროექტში.

ნაყოფიერი შედეგები იქნა მიღწეული კავშირის სფეროში თანამშრომლობაში. 2025 წელს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი „საჰაერო აბრეშუმის გზის" ერთობლივი განვითარების შესახებ და ასევე მეხუთე რიგის თავისუფალი საჰაერო მიმოსვლის უფლების ურთიერთმინიჭების შესახებ. ავიაკომპანია Air China-მ ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეისები დაიწყო. ჩინეთის რკინიგზის კონტეინერების ტრანსპორტირების კორპორაცია (CRCT) ოფიციალურად შეუერთდა „შუა დერეფნის მულტიმოდალური ტრანსპორტირების კომპანიას“, - აღნიშნა ელჩმა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩინეთ-საქართველოს შორის ფინანსურმა თანამშრომლობამ შეუძლია ხელი შეუწყოს ორმხრივ ვაჭრობას, ინვესტიციებს და მასშტაბური პროექტების მშენებლობას - ელჩი

20.01.2026.18:14

ჩინეთ-საქართველოს შორის ფინანსურმა თანამშრომლობამ შეუძლია ხელი შეუწყოს ორმხრივ ვაჭრობას, ინვესტიციებს და მასშტაბური პროექტების მშენებლობას, -  აცხადებს Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ჭოუ ციენი. მისი თქმით, ამით  ქართული ბიზნესებს მეტი დაფინანსების მოზიდვის საშუალებაც ეძლევათ.

„ჩინეთსა და საქართველოს შორის საბანკო და ფინანსური ინსტიტუტების სექტორში თანამშრომლობა შედარებით ადრე დაიწყო. 2012 წელს ჩინეთის სინძიანგის ხუალინგ ჯგუფმა შეიძინა ქართული „ბაზისბანკი“, რომელიც საქართველოში უკვე სიდიდით მეოთხე ბანკია და მრავალი დარგობრივი  ჯილდოც მოიპოვა. 2025 წლის მარტში, საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციამ, ქალბატონი ნათია თურნავას ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი გამართა და ჩინეთის სახალხო ბანკთან პირველ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთ-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის სულ უფრო ფართო და სიღრმისეული განვითარება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ნათელი მაგალითია. ამჟამად მსოფლიო განიცდის ისეთ  დიდ ცვლილებებს, როგორიც საუკუნეა არ ყოფილა, გლობალური ეკონომიკის კომპლექსურობა და გაურკვევლობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. ჩინეთ-საქართველოს შორის ფინანსურმა თანამშრომლობამ შეუძლია ხელი შეუწყოს ორმხრივ ვაჭრობას, ინვესტიციებს და მასშტაბური პროექტების მშენებლობას, ქართული ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის მოიზიდოს მეტი დაფინანსება და გააძლიეროს საქართველოს უნარი, გაუძლოს გარე ფინანსურ რისკებს და გაიუმჯობესოს საკუთარი ეკონომიკური მდგრადობა. ჩვენ მოუთმენლად ველით ორ ქვეყანას შორის ფინანსურ სფეროში უფრო მეტი შედეგის მიღწევას“, - აღნიშნა ელჩმა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა