მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7168.9
0.0251
flag
AZN 1.5926
-0.0005
flag
CNY 39.19
-0.0054
flag
EUR 3.1277
-0.0125
flag
GBP 3.6141
-0.0145
flag
KZT 56.06
0
flag
TRY 0.061
0
flag
USD 2.7066
-0.0009

ბოლო ერთი წლის მონაცემებით, ღია ბანკინგის სერვისების ჯამურმა გამოყენებამ 9.3 მილიონს გადააჭარბა - სებ

news image

საქართველოში ღია ბანკინგის გამოყენება მზარდ დინამიკას აჩვენებს. ბოლო ერთი წლის მონაცემებით, 2025 წლის თებერვლიდან 2026 წლის თებერვლის ჩათვლით, ღია ბანკინგით განხორციელებულია 915 ათასზე მეტი ტრანზაქცია.

ღია ბანკინგი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, თავად განსაზღვროს ვის, როდის და რა მოცულობით გაუზიაროს საკუთარი ფინანსური მონაცემები ციფრულ არხებში და ამავდროულად, უსაფრთხოდ მოახდინოს გადახდების ინიციირება სასურველი პლატფორმიდან. მონაცემთა გაზიარება და შესაბამისი ოპერაციები ხორციელდება სტანდარტიზებული API-ების (Application Programming Interface) გამოყენებით, მომხმარებლის მკაფიო და ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე.

თანამედროვე ციფრული ფინანსური ეკოსისტემის ფორმირება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომლის ცენტრალური მიმართულება ღია ბანკინგია. ამ მძლავრი ინფრასტრუქტურის შექმნას საფუძველი 2019 წლის ზაფხულში ჩაეყარა, ხოლო შემდგომ ჩამოყალიბდა სტანდარტიზებული ჩარჩო, რომელმაც უსაფრთხო API არხებით ანგარიშზე არსებული ინფორმაციის გაზიარებისა და გადახდის ინიციირების მომსახურებების ხელმისაწვდომობა უზრუნველყო. პროცესმა პრაქტიკული სახე 2021 წელს მიიღო, როდესაც სისტემაში კომერციული ბანკები ჩაერთვნენ და მომხმარებლებს ღია ბანკინგის სერვისების გამოყენებით სრულიად ახალი საბანკო პროდუქტები შესთავაზეს. 2024 წლის ივლისში კი ეკოსისტემა ტრადიციული საბანკო სექტორის ფარგლებს გასცდა - სწორედ ამ დროს მიიღო პირველმა არასაბანკო სუბიექტმა ეროვნული ბანკისგან ღია ბანკინგში ჩართვის თანხმობა.

ბოლო ერთი წლის  სტატისტიკა ღია ბანკინგის გამოყენების მზარდ დინამიკას ადასტურებს:

  • 915 ათასი+ ღია ბანკინგით ინიციირებული ტრანზაქციების რაოდენობა. ეს მაჩვენებელი მომხმარებელთა მხრიდან სწრაფი და უსაფრთხო გადახდის მეთოდებისადმი მზარდ ნდობაზე მიუთითებს და ადასტურებს, რომ ღია ბანკინგი ყოველდღიური ფინანსური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ყალიბდება.
  • 5 ათასი+ მომხმარებელთა აქტივობა ანგარიშის ინფორმაციის, გადახდის ინიციირებისა და ციფრული ონბორდინგის სერვისებში. ეს მაჩვენებელი ადასტურებს სტაბილურ მოთხოვნას იმ ინოვაციურ გადაწყვეტებზე, რომლებიც მომხმარებელს საკუთარი ფინანსების უფრო ეფექტურად მართვისა და კონტროლის შესაძლებლობას აძლევს.
  • 9.3 მლნ+ ღია ბანკინგის სერვისების ჯამური გამოყენება. ეს მასშტაბი ადასტურებს, რომ სისტემა მყარ და საიმედო ფუნდამენტად ჩამოყალიბდა, რომელიც ყოველდღიური ციფრული სერვისების შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესის მხრიდან ღია ბანკინგის შესაძლებლობების მიმართ ინტერესი საგრძნობლად იზრდება. ბაზარზე არსებული მოთხოვნის საპასუხოდ, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ ღია ბანკინგის ეკოსისტემა მხოლოდ ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტებითა და ფინტექ კომპანიებით არ შემოიფარგლება - ის სრულიად ახალ პერსპექტივებს ხსნის ფართო ბიზნეს სექტორისთვისაც, მაგალითად საცალო ვაჭრობისა და ელექტრონული კომერციის (E-commerce) მიმართულებით.

ღია ბანკინგში ჩართვა შეუძლიათ როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებულ სუბიექტებს, ისე იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მანამდე ეროვნული ბანკის ზედამხედველობას არ ექვემდებარებოდნენ. შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საცალო და სხვა არასაფინანსო სექტორის კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, თავად განახორციელონ ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომისა (AIS) თუ გადახდის ინიციირების (PIS) მომსახურება. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ბიზნესს შეუძლია პირდაპირ საკუთარ პლატფორმაზე დანერგოს თანამედროვე, სწრაფი გადახდის მეთოდები. ვინაიდან ღია ბანკინგით ინიცირებული ტრანზაქცია, თავისი არსით, წარმოადგენს ანგარიშიდან ანგარიშზე (Account-to-Account) გადახდას, ის საგრძნობლად ამცირებს ტრადიციული შუამავლების საჭიროებას. შესაბამისად, ბიზნესი სრულიად სარგებლობს ღია ეკოსისტემის უპირატესობებით - მცირდება საოპერაციო ხარჯები და იზრდება უსაფრთხოება.

ელექტრონულ კომერციაში ღია ბანკინგის ინტეგრაციისა და ბიზნესისთვის შექმნილი ახალი უპირატესობების შესახებ დეტალურად გაეცანით ეროვნული ბანკის სტატიას - ღია ბანკინგი ელექტრონულ კომერციაში: ახალი შესაძლებლობები და განვითარების პერსპექტივები

ღია ბანკინგში ჩართვის მსურველმა ორგანიზაციებმა უნდა იხელმძღვანელონ „ღია ბანკინგში ჩართვის წესით“. დამატებითი ინფორმაცია მარეგულირებელი ჩარჩოსა და წესების შესახებ ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე: ღია ბანკინგი;

ღია ბანკინგით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს ეროვნული ბანკის ინოვაციების ოფისს ელექტრონულ მისამართზე: innovationoffice@nbg.gov.ge.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ფინანსური სექტორის ძლიერი მაჩვენებლები, მყარ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ ფაქტორებთან და ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოსთან ერთად, საერთაშორისო ინვესტორებს მხარდამჭერ საფუძველს უქმნის - ნათია თურნავა

27.03.2026.13:45

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციისა (BACEE) და ქართუ ბანკის მიერ ორგანიზებულ 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაში 30-მდე ქვეყნისა და 100-მდე სხვადასხვა ინსტიტუტის 250-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.

როგორც სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოში ამ მასშტაბის ღონისძიების გამართვა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც რეგიონის ფინანსური ცენტრის, მზარდ როლს.

მისივე თქმით, ეს ინტერესი ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებსა და მყარ ფინანსურ სექტორს ეფუძნება. ნათია თურნავას განცხადებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, უაღრესად გაურკვეველი გლობალური გარემოს მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ მდგრადობა შეინარჩუნა. რეალური მშპ-ის ზრდა ძლიერი იყო; 2023-2024 წლებში მან თითქმის ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია, ხოლო 2025 წელს საშუალოდ 7.5% შეადგინა.

„კვლავ მყარი და მდგრადი რჩება საქართველოს საბანკო სისტემა, რომელიც კარგად არის კაპიტალიზებული, ინარჩუნებს ლიკვიდობის ძლიერ ბუფერებს და სოლიდურ მომგებიანობას აჩვენებს. 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, კაპიტალზე უკუგებამ 22.4% შეადგინა, ხოლო აქტივების ხარისხი კვლავ მაღალია. უმოქმედო სესხების მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ დონეზე, მხოლოდ 2.47%-ზე ნარჩუნდება. საკრედიტო აქტივობა ეკონომიკური ზრდის შესაბამისად აგრძელებს გაფართოებას. 2026 წლის თებერვალში საკრედიტო პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა 14.3%-ს მიაღწია, რაც ძირითადად ეროვნულ ვალუტაში დაკრედიტებით იყო განპირობებული", - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა ეროვნული ვალუტის მიმართ გაზრდილ ნდობას, რასაც ამყარებს ლარიზაციის გაზრდილი მაჩვენებელი.

სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თანამედროვე მარეგულირებელი ჩარჩოთი გამყარებული ძლიერი ფინანსური სექტორი იზიდავს საერთაშორისო ინვესტორთა ინტერესს და ეს ძალისხმევა საერთაშორისო დონეზეა აღიარებული.

"S&P Global Ratings" ხაზს უსვამს, რომ საქართველოს საბანკო რეგულირება რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავეა, ხოლო ჩვენი აქტივების ხარისხი საუკეთესოთა შორისაა. ფინანსური სექტორის ძლიერი მაჩვენებლები, მყარ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ ფაქტორებთან და ღია, ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოსთან ერთად, საერთაშორისო ინვესტორებსა და კომპანიებს მხარდამჭერ საფუძველს უქმნის და ჩვენ მივესალმებით გლობალურ მოთამაშეებს ჩვენს ბაზარზე", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა