ბოლო 9 თვეში საქართველოდან 100.5 მლნ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა
2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 23 აპრილამდე პერიოდში, საქართველოდან თხილის ექსპორტმა 16.0 ათას ტონას მიაღწია, რაც 20%-ით (2.7 ათასი ტონით) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 26.5 მლნ აშშ დოლარითაა (36%-ით) გაზრდილი ექსპორტირებული თხილის ღირებულებაც და 100.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
საანგარიშო პერიოდში 13%-ით გაიზარდა თხილის საშუალო საექსპორტო ფასიც და ერთ კილოგრამზე 6.29 აშშ დოლარი შეადგინა.
ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთსა და ჩეხეთში. გარდა ამისა, თხილის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში, ჩინეთში, თურქეთში, ისრაელში, რუსეთში, ალჟირში, მაროკოში.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
24.04.2025
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“, საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში, ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები დააკორექტირა.
დაკორექტირებული ტარიფები ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარების ტარიფებზე არ აისახება. შესაბამისად, ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის.
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ენგურჰესისთვის“ წარმოების ელექტროენერგიის ტარიფი, 2025 წლის 1-ლი მაისიდან ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე განისაზღვრა 4.021 თეთრი/კვტსთ-ით, ხოლო ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებიდან 2027 წლის 1-ლ იანვრამდე - 2.412 თეთრი/კვტსთ-ით.
შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 2025 წლის 1-ლი მაისიდან ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე განისაზღვრა 5.111 თეთრი/კვტსთ-ით, ხოლო ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებიდან 2027 წლის 1-ლ იანვრამდე - 3.067 თეთრი/კვტსთ-ით.
ტარიფების კორექტირების საფუძველს წარმოადგენს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, რომელიც გულისხმობს შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშებას, ამავე სადგურების მიერ წარმოებული და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობის გარეშე.
შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირების მიზნით, სემეკში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარე წლის 13 მარტს დაიწყო და შესაბამისი ინფორმაცია განთავსდა სემეკის ვებგვერდზე. წარმოების ფარგლებში, დაინტერესებული პირების მიერ მოსაზრებები წარმოდგენილი არ ყოფილა.