მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7095
-0.0056
flag
AZN 1.5858
-0.0008
flag
CNY 38.694
0.0008
flag
EUR 3.1377
-0.0062
flag
GBP 3.6192
-0.0095
flag
KZT 52.73
-0.0015
flag
TRY 0.0624
-0.0001
flag
USD 2.6961
-0.0014

ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდა იმაზე გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები პროგნოზირებდნენ - ვახტანგ ცინცაძე

news image

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის შეფასებას და 2026 წლის პროგნოზს ზრდის მიმართულებით გადახედა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, მიმოხილვაში 2025 წლის ეკონომიკური ზრდა 1,5 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ 2025 წელს საქართველოში იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ვიდრე ამას მსოფლიო ბანკი ელოდებოდა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ზრდის მიმართულებით გადაიხედა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც. „ჩვენ ვხედავთ, რომ 2026 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და ის, მსოფლიო ბანკის შეფასებით, 5,5 პროცენტი იქნება. საქართველოს 2026-2027 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით 1,6 - ჯერ აღემატება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდა იმაზე გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები პროგნოზირებდნენ," - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

„ჩვენი მიზანია, მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ აღნიშნული ტენდენცია, უზრუნველვყოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც დადებითად აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე და ზოგადად, ხელს შეუწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობასა და საერთაშორისო პოზიციების გაუმჯობესებას," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Groupe ADP თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაზე მომდევნო წლებში 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

15.01.2026.18:12

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) და TAV Georgia-მ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე შეთანხმება გააფორმა. დოკუმენტს ხელი აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ მოაწერეს.

 დოკუმენტი ასახავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურული გაფართოებისა და ოპერაციული განვითარების ძირითად მიმართულებებს და მიზნად ისახავს, 2031 წლამდე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, აეროპორტის შესაძლებლობების განვითარებას და მგზავრთნაკადის 5-დან 10-მლნ-მდე ზრდას. 

შეთანხმების თანახმად, 2027–2031 წლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Groupe ADP 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რომელიც მიმართული იქნება ტერმინალისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე, ტექნოლოგიური და ოპერაციული სისტემების მოდერნიზაციასა და მგზავრთა სერვისების თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე.

გაფართოების პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერაციულ ეფექტიანობას, უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტული სამგზავრო გარემოს შექმნას და ხელს შეუწყობს მგზავრთნაკადის ზრდას.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურული განვითარების ფარგლებში:

• თვითმფრინავების სადგომების რაოდენობა  58-დან 65-მდე გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ოპერაციულ მოქნილობასა და ფრენების მართვის ეფექტიანობას;

            • გაიზრდება სარეგისტრაციო დახლების და ბარგის კარუსელების რაოდენობა;

            • გაფართოვდება საპასპორტო კონტროლის ზონა, ავტოსადგომის ტერიტორია და კომერციული სივრცეები;

            • შესაძლებელი გახდება ახალი სავაჭრო, კვების და ბიზნეს-ლაუნჯის სერვისების დანერგვა, აქცენტი გაკეთდება ქართული პროდუქციისა და კულინარიის პოპულარიზაციაზე.

• თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ახალი პროექტის განხორციელებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან ყოველწლიურად დაახლოებით 3-ჯერ მეტ შემოსავალს მიიღებს.

 

•  საქართველოს აეროპორტებს გაერთიანება მიიღებს პროექტის ღირებულების საავანსო თანხას (Upfront fee) დამატებით  25 მილიონ აშშ დოლარს.

• თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის  განვითარებისათვის, განხორციელდება 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია პროექტის დასრულება 2028 წლისთვის არის დაგეგმილი.

მომდევნო წლებში, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში განხორციელებული უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიცია მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ გავლენას იქონიებს ავიაციისა და ტურიზმის სფეროს განვითარებაზე. პროექტში დასაქმებულთა თითქმის 100 პროცენტი ადგილობრივი მოსახლეობა იქნება, ხოლო მშენებლობისა და ოპერირების პროცესში ჩართული მცირე და საშუალო ბიზნესი დამატებით ეკონომიკურ შესაძლებლობებს მიიღებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების შესახებ შეთანხმება ხაზს უსვამს ქვეყნის ავიაციის, ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარების სტრატეგიულ მნიშვნელობას და მიზნად ისახავს საქართველოს პოზიციის კიდევ უფრო განმტკიცებას რეგიონულ და გლობალურ საავიაციო ქსელში. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა