მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.4
0.0009
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 38.019
-0.0015
flag
EUR 3.1272
0.0079
flag
GBP 3.5493
0.0047
flag
KZT 51.51
0.0001
flag
TRY 0.0641
-0.0002
flag
USD 2.7075
-0.0014

ბოლო 4 წელიწადში ქვეყანამ სრულად მიაღწია მაღალ ეკონომიკურ სტაბილურობას - ლაშა ხუციშვილი ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას

news image

ბოლო 4 წელიწადში ქვეყანამ სრულად მიაღწია მაღალ ეკონომიკურ სტაბილურობას და მიაღწია იმდაგვარად, რომ ამაზე შენდება ძალიან ძლიერი ეკონომიკური მომავალი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ეკონომიკური ფორუმის რიგით მეორე დისკუსიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომლის თემაც „საქართველოს საფინანსო და საინვესტიციო პოლიტიკა“ იყო.

„ეს ის პერიოდია, როდესაც ტარდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წლიური შეხვედრები და ყველგან საქართველო არის წარმოდგენილი. ეს არის აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის ბანი. ასეთი შეხვედრები დიდი შესაძლებლობაა, რომ ჩვენს პარტნიორებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან ვისაუბროთ იმ პროექტებზე, რომელიც გვაქვს დაგეგმილი და ასევე განვიხილოთ სამომავლო გეგმები. სულ ახლახან დასრულდა სსფ-ს მეოთხე მიმოხილვის შეფასება.

საქართველოს ეკონომიკას ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ჰქონდა გარკვეული გამოწვევები, რომელიც ეხებოდა ფუნდამენტურ საკითხებს ეკონომიკის სიძლიერისა და ეს ფუნდამენტური საკითხები იყო, რომ ქვეყანას უნდა მიეღწია მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობისთვის და მდგრადობისთვის, რათა ეს ყოფილიყო საფუძველი შემდეგი განვითარებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, თუ ქვეყანას მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობა არ აქვს, ფისკალური მდგრადობა არ აქვს ყველა დანარჩენი საკითხი, რომელიც უკავშირდება ეკონომიკა ვერ იქნება გრძელვადიანი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო 4 წელიწადში ქვეყანამ სრულად მიაღწია მაღალ ეკონომიკურ სტაბილურობას და მიაღწია იმდაგვარად, რომ ამაზე შეიძლება დაშენება და შენდება ძალიან ძლიერი ეკონომიკური მომავალი.

ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ჩამოვიდა და 9,3%-დან შემცირდა 2,4%-მდე. საგარეო ვალის მაჩვენებელი, რომელიც 60%-ს იყო გაცდენილი ჩამოვიდა 36%-მდე. ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც არის ძალიან ახლოს მიზნობრივ მაჩვენებელთან და სწორედ ეს არის ჩვენი სამიზნე, რომ ის მიზნობრივთან ახლოს იყოს. ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი არის შესაბამისობაში და ეს მოხდა საკმაოდ რთულ პერიოდში. რთულ პერიოდში პოლიტიკურად, რთულ პერიოდში გეოპოლიტიკურად“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა.

მინისტრის თქმით, როგორც კომერციული ბანკები აფასებენ კომპანიის მდგომარეობას და მის მდგრადობას, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ქვეყნებისთვის, რომლებიც აფასებენ მათ ფინანსურ მდგომარეობას და რამდენად გადახდისუნარიანია ესა თუ ის ქვეყანა.

„გვქონდა ჩვენ საუბარი საფინანსო ინსტიტუტებთან. საქართველო არის ერთ-ერთ იმ იშვიათ ქვეყანათა ჩამონათვალში, რომელმაც ასეთ დროის მოკლე შუალედში შეძლო აღედგინა ფისკალური მდგრადობა და ერთ-ერთი საუკეთესო იმედია საფინანსო ინსტიტუტებისთვის საქართველო განახორციელონ პროექტები“, - აცხადებს მინისტრი.

ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ ქვეყანას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის ფარგლებში ძალიან კარგი შედეგები აქვს.

„ყველა საფინანსო ინსტიტუტმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ არა თუ გააგრძელოს პროექტები, არამედ დააფინანსონ ახალი პროექტები საქართველოში. აზიის განვითარების ბანკის შეხვედრაზე ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას, საუბარია 110 მლნ-იანი სასესხო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც გაკეთდება ენერგიის მააკულირებელი სადგური, რომელიც ენერგოუსაფრთხოების ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილი.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა

09.11.2025.13:20

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა და სებ-ის და საბანკო სექტორის გამორჩეული თანამშრომლები დააჯილდოვა.

ბანკირის დღე წელს განსაკუთრებულ მოვლენას - ლარის შემოღების 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიების ფარგლებში, პროფესიული მიღწევებისა და განსაკუთრებული სამსახურებრივი ღვაწლისთვის, საპატიო სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ როგორც სებ-ის 30 წელზე მეტი სტაჟის მქონე თანამშრომლებს, ასევე კომერციული ბანკების წარმომადგენლებს.

შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პროფესიული დღე მიულოცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ.

მისი თქმით,  საქართველოს საბანკო სექტორი საუკუნოვანი ტრადიციის გამგრძელებელია და ამაყად დგას ილიასა და იასონის გზაზე.

მან ხაზი გაუსვა სექტორში დასაქმებული ათასობით პროფესიონალის როლს ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის განმტკიცებაში და მადლობა გადაუხადა მათ ერთგული, გამორჩეული შრომისთვის.

„ჩვენი პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საბანკო სექტორის განვითარება, არამედ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაა, რაშიც 50 ათასამდე პროფესიონალს უდიდესი წვლილი მიუძღვის,“ - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის გუნდი, მანდატის ფარგლებში, აგრძელებს თანმიმდევრულ და სანდო მონეტარულ პოლიტიკას, ფასების ნორმალიზებას და საბანკო ინდუსტრიაში უფრო მაღალი სტანდარტების დაწესებაზე მუშაობას, რათა ფინანსური სტაბილურობა კვლავაც იყოს ქვეყნისა და ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედი.

„ჩვენ არ ვჩერდებით მიღწეულზე, ვაგრძელებთ მუშაობას, რომ საბანკო ინდუსტრიაში უფრო მაღალი სტანდარტები დავამკვიდროთ და ფინანსური  სტაბილურობა კვლავაც იყოს ქვეყნისა და ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედი,“ - დასძინა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა წლის მნიშვნელოვან ფინანსურ მოვლენებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2025 წელი განსაკუთრებით აქტიური იყო როგორც საერთაშორისო თანამშრომლობის, ისე შიდა ფინანსური ინოვაციების კუთხით.

მისი თქმით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის საიუბილეო წელი არა მხოლოდ სამახსოვრო მონეტების გამოშვებით, არამედ საკვანძო ღონისძიებებით აღნიშნა, მათ შორის თბილისის ფინანსური სამიტით, რომელიც „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში პირველად გაიმართა და 50-ზე მეტი ქვეყნის 1000-ზე მეტ დელეგატს მოუყარა თავი.

„მიხარია, რომ საქართველო სულ უფრო მიმზიდველი ხდება როგორც რეგიონალური ჰაბი. ჩვენი მიზანია, მსხვილმა საერთაშორისო კომპანიებმა საქართველოში დააფუძნონ ბიზნესები და აქედან მოემსახურონ როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზრებს,“ - აღნიშნა მან.

ბანკირის პროფესიული დღე საქართველოში 2001 წლიდან აღინიშნება. ბანკირის დღე პირველი ქართული ბანკის - სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსებიდან 125 წლისთავის აღსანიშნავად, სიმბოლურად 8 ნოემბერს, მისი დამაარსებლისა და პირველი ხელმძღვანელის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს მიეძღვნა.

ბანკირის დღის დაარსების ინიციატივა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საბანკო ასოციაციას ეკუთვნის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა