მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7119.7
0.0015
flag
AZN 1.6057
-0.0006
flag
CNY 38.005
-0.0029
flag
EUR 3.1189
0.0003
flag
GBP 3.6858
-0.0184
flag
KZT 53.71
-0.0001
flag
TRY 0.0696
0
flag
USD 2.7306
-0.0005

საქართველოს IT სექტორში ბოლო 3 წელიწადში შემოსავლები 50-ჯერ არის გაზრდილი - ვაკო თურნავა

news image

ბოლო 3 წელიწადში IT სექტორში შემოსავლები 50-ჯერ არის გაზრდილი, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ და იმავდროულად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა ვაკო თურნავამ განაცხადა. მისი განმარტებით, სექტორი საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდება, რასაც ის რეფორმებიც უწყობს ხელს, რაც საქართველოს მთავრობამ უკვე გაატარა, ან გეგმავს, რომ გაატაროს.

„დღეს დარგი რა თქმა უნდა იზრდება, როგორც მსოფლიოში., ისე საქართველოში. დაახლოებით 3 წლის უკან საქართველოში გვყავდა 15 ათასი პროგრამისტი, დეველოპერი და ახლა უკვე ეს ციფრი არის გასამმაგებული. სამ წელიწადში გაგვისამმაგდა. თავიდან კოვიდმა შეიწყო ხელი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მაგრამ ჩვენთან უფრო წინ წავიდა ეს საქმე. იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი ჩამოვიდა საქართველოში, რომელმაც დაიწყო ცხოვრება და უფლება ჰქონდათ ემუშავათ საზღვარგარეთ, მსოფლიოს წამყვან კომპანიებში. ის პირობები, რაც საქართველომ შევძელით და შევთავაზეთ, ვგულისხმობ სპეციალურ საგადასახადო რეჟიმს, ცხოვრების უფლებას და იმ უსაფრთხო გარემოს, ტურიზმს, უძრავი ქონების მიმართულებას - რაც საქართველოში გამართულად მუშაობს. ამან განაპირობა ის, რომ ეს ადამიანი საქართველოში დარჩნენ და მოიზიდეს სხვა ადამიანები. შემდეგ უკვე მეორე ტალღა წამოვიდა, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, რამდენიმე ათასი ადამიანი შემოვიდა და ამან გამოიწვია ჩვენი ქვეყნის პოტენციალის ზრდა IT სექტორში. რატომ ვიძახი ამას? იმიტომ, რომ როდესაც ეს ადამიანები ჩვენთან ჩამოვიდნენ ერთადერთი სჭირდებოდათ საცხოვრებელი ადგილი და ბანკში ანგარიში. მათ თავად ჰყავთ კლიენტი, ისინი საქართველოდან ემსახურებიან ევროპელ, ამერიკელ კლიენტებს და წამყვან ტექ კომპანიებს. ძირითადად ეს არის უნიქონ კომპანიები და მათ ეუბნებოდნენ, რომ ინგლისში კი აღარ ვცხოვრობ ან უკრაინაში, არამედ ვცხოვრობ საქართველოში აი საქართველოს ანგარიში და აქ ჩამირიცხე თანხა. აქედან მოგემსახურები. და ერთგვარი პოზიტიური იმიჯი, როგორც ტექნოლოგიურად ძლიერი ქვეყანა ამან უკვე დაიწყო პოზიციონირება. რა თქმა უნდა 2019 წლის რეფორმამ, სადაც ჩვენ დავუშვით 5%-იანი განაკვეთი საერთაშორისო სტატუსის მქონდე კომპანიებზე, ამან პირველი ბუსტი გამოიწვია. ეს იყო შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი და ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდნენ დიდი IT კომპანიები. ერთ-ერთ მათგანს უკვე 4000 თანამშრომელი ჰყავს. უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ძირითადად ქართველები დაასაქმა. უცხოელი ტრენერები არიან.

დღეს ციფრები გაქვს ასეთი, რომ 50-ჯერ არის გაზრდილი შემოსავალი, ვიდრე ეს მაჩვენებელი იყო 3 წლის უკან. ზუსტად 50-ჯერ არის გაზრდილი ბიუჯეტში შეტანილი თანხა, რა თანხაც შეაქვს ამ სექტორს. დღეს უცხოელი დასაქმებული საქართველოში, უცხოელი, რომელმაც მიუთითა რომ ის IT სექტორში საქმიანობს არის დაახლოებით 24000-მდე ადამიანი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახალი რეფორმით, 3 წლიანი IT რეზიდენტობით კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს მიმართულება“, - აღნიშნა ვაკო თურნავამ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იტალიაში ყიდის

10.06.2025.19:00

იტალიაში ექსპორტი თითქმის 101%-იან ზრდას უჩვენებს, ხოლო იმპორტი 1%-იან მატებას. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ იტალიაში 25,449.67 ათასი დოლარის პროდუქცია გადაზიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 12,669.98 ათასი დოლარის. ზრდა 100.9%-ის დონეზეა. საქართველოდან იტალიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მილებია, რომელზედაც ამ ქვეყანაში ექსპორტის 31%-ი მოდის.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იტალიაში ყიდის:

  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 7,842.74 ათასი დოლარი;
  • ფეროშენადნობები - 6,436.64 ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 5,955.05 ათასი დოლარი;
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 2,633.63 ათასი დოლარი;
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 913.14 ათასი დოლარი;
  • მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, იტალიიდან იმპორტი გაზრდილია.

2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ იტალიიდან 137,434.94 ათასი დოლარის პროდუქცია შეიძინა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 135,835.19 ათასი დოლარი. ზრდა 1,2%-ის დონეზეა.

იტალიიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იტალიიდან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 10,801.21 ათასი დოლარი;
  • სატვირთო ავტომობილები - 10,280.06 ათასი დოლარი;
  • სხვა ცოცხალი მცენარეები, კალმები და გადანაწვენები; სოკოს მიცელიუმი - 4,707.68 ათასი დოლარი;
  • საშუალებები თმებისათვის - 3,875.65 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 3,724.31 ათასი დოლარი;

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა