ბიზნესთან ღია საუბარი გვქონდა იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, რომელიც ქვეყანაში გვაქვს - შოთა ბერეკაშვილი
ბიზნესთან ღია საუბარი გვქონდა იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, - აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა გააკეთა, რომელიც აღნიშნული ფორუმის 22-ე დისკუსიის ერთ-ერთი სპიკერი იყო.
დისკუსიის თემა „ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი, სტრატეგიული პროექტების და ინიციატივების მნიშვნელობა | შესაძლებლობები და გამოწვევები“ იყო.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალური დირექტორი გოჩა კამკია. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
„მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესო ფორუმი იყო. ბიზნესთან ღია საუბარი გვქონდა იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გამოიკვეთა სტრატეგიული ეკონომიკური სექტორები, რომლებიც შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ათი ათასობით სამუშაო ადგილებს შექმნის. ასეთი სექტორებია ენერგეტიკის ნაწილში, ასეთი სექტორებია ლოგისტიკა, ტრანსპორტის მიმართულებით, ასევე დეველოპმენტი და სამშენებლო სექტორი. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს განათლების სექტორმა იმისთვის, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში გადაამზადოს კვალიფიციური კადრები, რომელთა წარმატებული ინტეგრაცია მოხდება ქართულ ეკონომიკაში. საერთო ჯამში, ასეთი ფორუმები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გვესმოდეს ბიზნესის შესაძლებლობების, ასევე გვესმოდეს გამოწვევების და შევიმუშაოთ ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომ ხელი შევუწყოთ ბიზნესის განვითარებას, ჩვენს ქვეყანაში დოვლათის შექმნას. რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქ, რომ შევძლებთ ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას. ასევე ხაზი გაესვა, იმ მოლოდინებს, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში აღნიშნული სექტორები გახდებიან ეკონომიკური ზრდის ძირითადი ძალა და მნიშვნელოვანია, რომ მოვახდინოთ ჩვენი შრომითი რესურსის წარმატებით ინტეგრაცია ეკონომიკურ საქმიანობაში“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.06.2025.13:11
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრამდე გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, აეროპორტში 350 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება.
„რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დღეს 2 მლნ მგზავრის გატარება შეუძლია. ჩვენი მიზანია, რომ 5 მლნ-მდე ავწიოთ ეს მაჩვენებელი. ეს არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხორციელდება.ინვესტიციაც არის უმსხვილესი - 350 მლნ ლარს მოიცავს. დავიწყეთ სრულიად ახალი 3.5 კმ-იანი ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის მშენებლობა. 11-დან 17-მდე გაიზრდება ხომალდების სადგომების რაოდენობა. შევძლებთ უფრო დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. წელს დაიწყება სრულიად ახალი სამგზავრო ტერმინალზე მუშაობს“, - განაცხადა პრემიერმა.