მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.9
0.0007
flag
AZN 1.593
-0.0004
flag
CNY 38.15
-0.0022
flag
EUR 3.1462
0.0001
flag
GBP 3.5606
-0.0027
flag
KZT 51.72
-0.0008
flag
TRY 0.064
-0.0001
flag
USD 2.7085
-0.0006

ბიზნესომბუდსმენი ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში გადადის

news image

2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, - განცხადება პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. 

მისი თქმით, მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა საერთო ხედვა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქცია საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში უკეთ შეესაბამება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. 

„ჩვენი მიზანია მმართველობის სისტემის კონსტიტუციური ჩარჩოს გამყარება და სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაცია.

კორუფციასთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით მთელი რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. პროცესში ჩართულია მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო, პროკურატურა.

ანტიკორუფციულ ბიუროს დღეს, არსებითად, დაკისრებული აქვს თანამდებობის პირების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი.

მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა საერთო ხედვა, რომ აღნიშნული ფუნქცია საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში უკეთ შეესაბამება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც უფრო მაღალ და უფრო დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს.

ინიციატივის შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

იგივე მოდელით, 2026 წლის 2 მარტიდან უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
მისი ფუნქციები ასევე სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს. როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო, აუდიტის სამსახური სარგებლობს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაცილებით მაღალი ხარისხით, რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

ამ ბლოკის მესამე ინიციატივა ეხება ბიზნესომბუდსმენს, რომელიც ახალი ინსტიტუციური მოწყობის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში, რაც ბიზნესის საჭიროებებზე უფრო ოპერატიულ რეაგირებასა და პოლიტიკურ დონეზე უკეთ კოორდინაციას უზრუნველყოფს.

საერთო ჯამში, აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს მმართველობის სისტემის შესაბამისობაში მოყვანას კონსტიტუციით დადგენილ ინსტიტუციურ ჩარჩოსთან, სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაციას - წლიურად დაახლოებით 20 მილიონი ლარით, სტრუქტურული ფუნქციების გამარტივებას, უფრო მკაფიო პასუხისმგებლობებს და ეფექტიან მართვას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობა იყოს უფრო მეტად ინვესტირებადი დარგი, რადგან მსხვილ ბიზნესს შემოაქვს უფრო მეტი ტექნოლოგია, ცოდნა, რომელიც თავისთავად ცხადია ნაწილდება ფერმერებზე - დავით სონღულაშვილი

17.11.2025.13:00

მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობა იყოს უფრო მეტად ინვესტირებადი დარგი, რადგან მსხვილ ბიზნესს შემოაქვს უფრო მეტი ტექნოლოგია, უფრო მეტი ცოდნა, რომელიც თავისთავად ცხადია ნაწილდება ფერმერებზე, - აღნიშნულის შესახებ განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მინისტრი აქტიურად სტუმრობს რეგიონებს და ეცნობა ფერმერების საჭიროებებს და მათგან მიღებული ინფორმაციების შეძლებისდაგვარად ითვალისწინებს იმ პოლიტიკაში, რასაც შემდგომ სამინისტრო ატარებს. 

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სრული წარმომადგენლობა დაფარვით მთელს საქართველოს ფარავს. შესაბამისად მნიშვნელოვანია ერთის მხრივ გავეცნო თანამშრომლების სამუშაო გარემოს, იმიტომ რომ მაქსიმალურად იყოს შექმნილი პირობები იმისთვის, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დედაქალაქიდან ახორციელებს იყოს სწორად და შესაბამისად გატარებული და აღსრულებული რეგიონებში, და მეორეს მხრივ ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა შევხვდეთ ფერმერებს და ყოველთვის ეს არის პრიორიტეტი, რადგანაც ადგილზე გავეცნოთ იმ საჭიროებებს და ამაზე გაკეთებული რეაგირებები იყოს ასახული იმ ჩვენს პროგრამებში და პოლიტიკაში, რომელსაც ჩვენი სამინისტრო ახორციელებს. და მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი უფრო მეტი ეფექტი მიიღო და უფრო მეტად ეფექტური იყოს თანამშრომლობა ფერმერებთან და შესაბამისად ეს ასახული იყოს უკვე აგროსასურსათო პროდუქციის წარმოებაში. ბიზნესთან მიმართებაში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პროგრამები ზუსტად ასეა აწყობილი და მორგებული, რომ იყოს მაქსიმალურად მომსახურებასა და სერვისზე ორიენტირებული პროგრამები, როგორც ფერმერებისთვის ასევე ბიზნესისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობა იყოს ინვესტირებადი დარგი ბიზნესისთვის, რადგან მსხვილ ბიზნესს ამ შემთხვევაში შემაქვს უფრო მეტი ტექნოლოგია, უფრო მეტი ცოდნა, რომელიც თავისთავად ცხადია ნაწილდება ფერმერებზე, რაც საბოლოო ჯამში ერთიან ეფექტს იძლევა ამ მიმართულებით და ეს არის ჩვენი ამოცანა. ზუსტად ამიტომ ვაწყობთ სისტემას სამინისტროშიც და ეს არის შედეგი რეგიონებში სიარულის, რომ მაქსიმალურად თითოეული საკითხი, რომელიც არის მნიშვნელოვანი რეგიონისთვის, არის მნიშვნელოვანი ფერმერისთვის იყოს ადეკვატურად რეაგირებული ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა მინისტრმა. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა