მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7069.1
0.0015
flag
AZN 1.5852
-0.0004
flag
CNY 38.556
0.0082
flag
EUR 3.1737
0
flag
GBP 3.6446
0.0043
flag
KZT 53.58
-0.0028
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6951
-0.0004

„ბიზნესისთვის მზაობის" რეიტინგის მიხედვით მსოფლიო ბანკის მაღალი შეფასება ადასტურებს, რომ საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა - ვახტანგ ცინცაძე

news image

„მსოფლიო ბანკის „ბიზნესისთვის მზაობის" რეიტინგის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა და მსოფლიოს 101 ქვეყანას შორის მე-4 ადგილს იკავებს. ასეთი მაღალი შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

აღსანიშნავია, რომ „ბიზნესისთვის მზაობის" (B-READY 2025) მსოფლიო რეიტინგში საქართველო მე-4 პოზიციას  კორეასთან, სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად იკავებს და წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ლატვია, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, ხორვატია, ესპანეთი, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები და ა.შ. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული რეიტინგის მიზანია, შეაფასოს ქვეყანაში ბიზნესგარემოს ეფექტიანობა, ასევე ის, თუ რამდენადაა ორიენტირებული ბიზნეს და მარეგულირებელი გარემო ქვეყანაში ბიზნესის განვითარებასა და მხარდაჭერაზე. 

აღნიშნული „B-READY" რეიტინგით ჩანაცვლდა მსოფლიო ბანკის „Doing Business"-ის რეიტინგი, რომელშიც საქართველო მე-7 პოზიციას იკავებდა. საყურადღებოა, რომ საქართველომ „B-READY"-ში გადაუსწრო ჰონკონგსა და ახალ ზელანდიას, რომლებიც „Doing Business"-ის რეიტინგში უსწრებდნენ საქართველოს. B-READY-ის ინდიკატორები აერთიანებს კომპანიის სასიცოცხლო ციკლის სამივე ეტაპს: ბიზნესის დაწყება, ბიზნესის ოპერირება/გაფართოება და ბიზნესის დახურვა. რეიტინგი თითოეულ ინდიკატორს 3 მიმართულებით აფასებს. ეს მიმართულებებია - „ოპერაციული ეფექტიანობა", „მარეგულირებელი ჩარჩო" და „საჯარო სერვისები". ანგარიშის თანახმად, „ოპერაციულ ეფექტიანობაში" საქართველო მსოფლიო რეიტინგში მე-2 პოზიციაზეა სინგაპურის შემდეგ. 

„საქართველოს მთავარი ამოცანაა, რომ გააგრძელოს ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება იმ ახალი ინიციატივებით, რომელთაც მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image „ბიზნესისთვის მზაობის" რეიტინგის მიხედვით მსოფლიო ბანკის მაღალი შეფასება ადასტურებს, რომ საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა - ვახტანგ ცინცაძე

30.12.2025.17:58

„მსოფლიო ბანკის „ბიზნესისთვის მზაობის" რეიტინგის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა და მსოფლიოს 101 ქვეყანას შორის მე-4 ადგილს იკავებს. ასეთი მაღალი შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

აღსანიშნავია, რომ „ბიზნესისთვის მზაობის" (B-READY 2025) მსოფლიო რეიტინგში საქართველო მე-4 პოზიციას  კორეასთან, სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად იკავებს და წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ლატვია, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, ხორვატია, ესპანეთი, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები და ა.შ. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული რეიტინგის მიზანია, შეაფასოს ქვეყანაში ბიზნესგარემოს ეფექტიანობა, ასევე ის, თუ რამდენადაა ორიენტირებული ბიზნეს და მარეგულირებელი გარემო ქვეყანაში ბიზნესის განვითარებასა და მხარდაჭერაზე. 

აღნიშნული „B-READY" რეიტინგით ჩანაცვლდა მსოფლიო ბანკის „Doing Business"-ის რეიტინგი, რომელშიც საქართველო მე-7 პოზიციას იკავებდა. საყურადღებოა, რომ საქართველომ „B-READY"-ში გადაუსწრო ჰონკონგსა და ახალ ზელანდიას, რომლებიც „Doing Business"-ის რეიტინგში უსწრებდნენ საქართველოს. B-READY-ის ინდიკატორები აერთიანებს კომპანიის სასიცოცხლო ციკლის სამივე ეტაპს: ბიზნესის დაწყება, ბიზნესის ოპერირება/გაფართოება და ბიზნესის დახურვა. რეიტინგი თითოეულ ინდიკატორს 3 მიმართულებით აფასებს. ეს მიმართულებებია - „ოპერაციული ეფექტიანობა", „მარეგულირებელი ჩარჩო" და „საჯარო სერვისები". ანგარიშის თანახმად, „ოპერაციულ ეფექტიანობაში" საქართველო მსოფლიო რეიტინგში მე-2 პოზიციაზეა სინგაპურის შემდეგ. 

„საქართველოს მთავარი ამოცანაა, რომ გააგრძელოს ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება იმ ახალი ინიციატივებით, რომელთაც მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა