ხაზგასმულია სწორი ბალანსის მოძიების მნიშვნელობა, სადაც მწარმოებელი, დისტრიბუტორი, მიმწოდებელი, ფარმაციის თუ საწვავის სექტორში მოქმედი კომპანია იმოქმედებს მკაფიო ჩარჩოებში, რაც საბოლოოდ მომხმარებელზე პოზიტიურად აისახება - ირაკლი ლექვინაძე
სურსათის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო კომისიის ფორმატში, ყველა შეხვედრა იყო საქმიანი, ბიზნესის მხრიდან კი წარმოდგენილი იყო კონკრეტული ინიციატივები და წინადადებები, რომელთა ფარგლებშიც შესაძლებელია შესაბამისი რესურსების მოძიება ფასების კლების მიმართულებით, - ამის შესახებ GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ რადიო „სივრცეში“, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
მანვე იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლებისა და ბიზნესის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდება ფასების შემცირება.
“საკითხმა კომპლექსური ხასიათი მიიღო და ვფიქრობ, ამ შეხვედრებიდან კომისიამ მნიშვნელოვანი დასკვნები გააკეთა, ეს პროცესი გაგრძელდება საპარლამენტო ფორმატშიც და საბოლოოდ დადებს იმ შედეგს, რაც სასარგებლო იქნება ყველა მოქალაქისთვის“, – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბიზნესის განვითარებისა და მომხმარებლის ინტერესების სწორ ბალანსს.
მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ მწარმოებლები, დისტრიბუტორები და სხვა სექტორები — იქნება ეს ფარმაცია თუ საწვავი - მოქმედებდნენ ისე, რომ მათი გაფართოება ფასების ზრდისა და შესაბამისად, მომხმარებელზე ზეწოლის ხარჯზე არ ხდებოდეს.
„ყოველთვის ხაზგასმულია სწორი ბალანსის მოძიების მნიშვნელობა, სადაც ყველა მხარე - მწარმოებელი, დისტრიბუტორი, მიმწოდებელი, ფარმაციისა თუ საწვავის სექტორში მოქმედი კომპანია - იმოქმედებს მკაფიო ჩარჩოებში, რაც საბოლოოდ მომხმარებელზე პოზიტიურად აისახება.
არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ ბიზნესის ექსპანსიური განვითარება მომხმარებლის ხარჯზე მიმდინარეობდეს, ამას სჭირდება სწორი რეგულირება, რადგან მხოლოდ მოქმედი კანონი "კონკურენციის შესახებ" ამ მიმართულებით საკმარისი არ არის“- აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ
დღის ტოპ 10 სიახლე
მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო პერიოდში საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდება - ლაშა ხუციშვილი
სხვა სიახლეები
2025 წლის IV კვარტალში 8 336 მართვის მოწმობა გაიცა
18.02.2026.11:00
2025 წელს შესაბამისი უწყების მიერ 29 684 ერთეული მართვის მოწმობა გაიცა, რომლის 28%-იც გასული წლის მეოთხე კვარტალზე მოდის. შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით ირკვევა, რომ 2025 წლის მეოთხე კვარტალში 8 336 ერთეული მართვის მოწმობა გაიცა, მესამე კვარტალში 7 939 ერთეული მართვის მოწმობა, მეორე კვარტალში - 7 261 ერთეული მართვის მოწმობა, ხოლო პირველ კვარტალში 6 148 ერთეული.
მეოთხეზე კვარტალში გაცემული მართვის მოწმობების მფლობელთა ასაკი 16 წლიდან იწყება და 68 წელს აღწევს. უფრო კონკრეტულად იმ პირთა შორის, ვინც მეოთხე კვარტალში მართვის მოწმობები მიიღო 3 პირი 68 წლისაა.
კატეგორია "C"
კატეგორია "D"
კატეგორია "BE"
კატეგორია "CE"
კატეგორია "DE"
ქვეკატეგორია "A2"
მოტოციკლი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს, ხოლო სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი 0,2 კვტ/კგ-ს;
"A2" ქვეკატეგორიის მიღების წესი
ქვეკატეგორია "B1"
ქვეკატეგორია "C1"
ქვეკატეგორია "D1"
ქვეკატეგორია "C1E"
ქვეკატეგორია "D1E"