მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7262.2
0.0061
flag
AZN 1.5833
-0.0003
flag
CNY 39.422
0.0031
flag
EUR 3.15
0.0001
flag
GBP 3.6369
0.0011
flag
KZT 58.11
-0.0003
flag
TRY 0.0596
-0.0001
flag
USD 2.6916
-0.0004

ბიზნეს ლაუნჯის დამატება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს - ლევან მოსეშვილი

news image

ბიზნეს ლაუნჯის დამატება ჩვენს აეროპორტს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში VISA-ს ბიზნეს ლაუნჯის მოწყობასთან დაკავშირებით ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. ლაუნჯი ოპერირებას დეკემბრიდან დაიწყებს.

„მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს პარტნიორს VISA-ს, ვინც ინტერესი გამოხატა და გაფრენის სივრცეში ბიზნეს ლაუნჯს მოაწყობს. ჩვენს დიდხანს ვმუშაობდით ამ პროექტზე და მოხარულები ვართ, რომ საბოლოოდ ჩვენი პარტნიორობა შედგა და სულ მალე, წლის ბოლოსთვის ჩვენი მგზავრები შეძლებენ ისარგებლონ თანამედროვე, მინიმალისტურ სტილში შესრულებული ბიზნეს ლაუნჯით, რომელიც გაფრენის დარბაზში მდებარე 270 კვ. მეტრ სივრცეში განთავსდება.

ამ სერვისით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ეს იქნება განვითარების სრულიად ახალი საფეხური ჩვენი აეროპორტისთვის, რომელიც კიდევ უფრო სხვა ტიპის, სრული სერვისის მქონე ავიაკომპანიების მოზიდვის საშუალებას მოგვცემს ქუთაისის აეროპორტში და განსხვავებული ხასიათისა და მოთხოვნების მქონე მგზავრების სურვილების დაკმაყოფილებას შეძლებს“, - აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ბიზნეს ლაუნჯი მგზავრებს დაეხმარება გაფრენამდე დრო სასიამოვნოდ გაატარონ, რათა ფრენა ნაკლებად სტრესული და დამღლელი იყოს. ასევე, მიიღონ ყველა შესაბამისი სერვისი ფრენის დაწყებამდე.

„პროექტის საინვესტიციო ღირებულება მილიონ ლარზე მეტია, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ჩვენს მთავარ პარტნიორს ამ უმნიშვნელოვანეს პროექტში. შესაბამისად, VISA პრემიუმ კატეგორიის ბარათების მქონე მგზავრები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, ლაუნჯით სარგებლობას უფასოდ შეძლებენ.

უფრო კონკრეტულად, რომ ვისაუბროთ როგორი იქნება ჩვენი აეროპორტის პირველი ბიზნეს ლაუნჯი? ორ სართულზე განთავსებული სივრცე დაყოფილი იქნება რამდენიმე ზონად: მოსასვენებელი, სამუშაო და კვების ზონა, რაც აეროპორტის მგზავრებს შესაძლებლობას მისცემს, დრო გაატარონ მათი საჭიროებებისა და განწყობას შესაფერისად.

ლაუნჯის ინტერიერში ჩაშენებული იქნება ლოკალური ნარატივი — კედლებზე წარმოდგენილი შუქ-პროექციები არგონავტების მითოლოგიიდან, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ქუთაისის, როგორც ისტორიული ქალაქის, იდენტობას. მოცემული დეტალები ოდნავ მინიმალისტურად, მაგრამ ემოციურად მოქმედებს მგზავრზე და ქმნის კავშირს ადგილსა და ისტორიას შორის.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სივრცეს ჰქონოდა ინტელექტუალური ხასიათი, მაგრამ არ ყოფილიყო გადატვირთული. გვსურდა, ამითაც გამორჩეული და უნიკალური ყოფილიყო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბიზნეს ლაუნჯი და თითოეულ ელემენტს თავისი ფუნქცია და როლი ჰქონოდა. ამ სივრცის განსაკუთრებული დიზაინის მთავარი ამოცანა იყო აეროპორტის მგზავრებისთვის შეგვექმნა გარემო, რომელიც ერთდროულად იქნებოდა მყუდრო და მსუბუქი, მაგრამ ამავდროულად — აქცენტური და ვიზუალურად საინტერესო“, - განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ხელმოწერის ცერემონიალზე ლევან მოსეშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბიზნეს ლაუნჯის სივრცის მოწყობის მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა VISA-მ მიიღო, რომელმაც ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში აეროპორტის გაფრენის დარბაზში ბიზნეს ლაუნჯის სივრცე უნდა მოაწყოს და ოპერირებისთვის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვოს. 
5 წლის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბიზნეს ლაუნჯი გაფორმებული იქნება VISA-ს ბრენდის ფერებითა და კონცეფციით. ბიზნეს ლაუნჯის მართვას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება თავად განახორციელებს.

ლაუნჯის ინტერიერის თემატიკა ლოკალურ ნარატივზე იქნება აგებული. კედლებზე წარმოდგენილი იქნება შუქ-პროექციები არგონავტების შესახებ მითოლოგიიდან, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ქუთაისის, როგორც ისტორიული ქალაქის, იდენტობას. მოცემული დეტალები ოდნავ მინიმალისტურად, მაგრამ ემოციურად მოქმედებს მგზავრზე და ქმნის კავშირს ადგილსა და ისტორიას შორის.

პროექტის საინვესტიციო ღირებულებაა მილიონ ლარზე მეტია. VISA-ს პრემიუმ კატეგორიის ბარათების მქონე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს, ლაუნჯით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ.

news banner news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

30.04.2026.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1500 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6916 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6916 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6920 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1500 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1499 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა