ბიზნეს ლაუნჯის დამატება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს - ლევან მოსეშვილი
ბიზნეს ლაუნჯის დამატება ჩვენს აეროპორტს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში VISA-ს ბიზნეს ლაუნჯის მოწყობასთან დაკავშირებით ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. ლაუნჯი ოპერირებას დეკემბრიდან დაიწყებს.
„მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს პარტნიორს VISA-ს, ვინც ინტერესი გამოხატა და გაფრენის სივრცეში ბიზნეს ლაუნჯს მოაწყობს. ჩვენს დიდხანს ვმუშაობდით ამ პროექტზე და მოხარულები ვართ, რომ საბოლოოდ ჩვენი პარტნიორობა შედგა და სულ მალე, წლის ბოლოსთვის ჩვენი მგზავრები შეძლებენ ისარგებლონ თანამედროვე, მინიმალისტურ სტილში შესრულებული ბიზნეს ლაუნჯით, რომელიც გაფრენის დარბაზში მდებარე 270 კვ. მეტრ სივრცეში განთავსდება.
ამ სერვისით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ეს იქნება განვითარების სრულიად ახალი საფეხური ჩვენი აეროპორტისთვის, რომელიც კიდევ უფრო სხვა ტიპის, სრული სერვისის მქონე ავიაკომპანიების მოზიდვის საშუალებას მოგვცემს ქუთაისის აეროპორტში და განსხვავებული ხასიათისა და მოთხოვნების მქონე მგზავრების სურვილების დაკმაყოფილებას შეძლებს“, - აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ბიზნეს ლაუნჯი მგზავრებს დაეხმარება გაფრენამდე დრო სასიამოვნოდ გაატარონ, რათა ფრენა ნაკლებად სტრესული და დამღლელი იყოს. ასევე, მიიღონ ყველა შესაბამისი სერვისი ფრენის დაწყებამდე.
„პროექტის საინვესტიციო ღირებულება მილიონ ლარზე მეტია, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ჩვენს მთავარ პარტნიორს ამ უმნიშვნელოვანეს პროექტში. შესაბამისად, VISA პრემიუმ კატეგორიის ბარათების მქონე მგზავრები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, ლაუნჯით სარგებლობას უფასოდ შეძლებენ.
უფრო კონკრეტულად, რომ ვისაუბროთ როგორი იქნება ჩვენი აეროპორტის პირველი ბიზნეს ლაუნჯი? ორ სართულზე განთავსებული სივრცე დაყოფილი იქნება რამდენიმე ზონად: მოსასვენებელი, სამუშაო და კვების ზონა, რაც აეროპორტის მგზავრებს შესაძლებლობას მისცემს, დრო გაატარონ მათი საჭიროებებისა და განწყობას შესაფერისად.
ლაუნჯის ინტერიერში ჩაშენებული იქნება ლოკალური ნარატივი — კედლებზე წარმოდგენილი შუქ-პროექციები არგონავტების მითოლოგიიდან, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ქუთაისის, როგორც ისტორიული ქალაქის, იდენტობას. მოცემული დეტალები ოდნავ მინიმალისტურად, მაგრამ ემოციურად მოქმედებს მგზავრზე და ქმნის კავშირს ადგილსა და ისტორიას შორის.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სივრცეს ჰქონოდა ინტელექტუალური ხასიათი, მაგრამ არ ყოფილიყო გადატვირთული. გვსურდა, ამითაც გამორჩეული და უნიკალური ყოფილიყო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბიზნეს ლაუნჯი და თითოეულ ელემენტს თავისი ფუნქცია და როლი ჰქონოდა. ამ სივრცის განსაკუთრებული დიზაინის მთავარი ამოცანა იყო აეროპორტის მგზავრებისთვის შეგვექმნა გარემო, რომელიც ერთდროულად იქნებოდა მყუდრო და მსუბუქი, მაგრამ ამავდროულად — აქცენტური და ვიზუალურად საინტერესო“, - განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ხელმოწერის ცერემონიალზე ლევან მოსეშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბიზნეს ლაუნჯის სივრცის მოწყობის მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა VISA-მ მიიღო, რომელმაც ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში აეროპორტის გაფრენის დარბაზში ბიზნეს ლაუნჯის სივრცე უნდა მოაწყოს და ოპერირებისთვის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვოს.
5 წლის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბიზნეს ლაუნჯი გაფორმებული იქნება VISA-ს ბრენდის ფერებითა და კონცეფციით. ბიზნეს ლაუნჯის მართვას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება თავად განახორციელებს.
ლაუნჯის ინტერიერის თემატიკა ლოკალურ ნარატივზე იქნება აგებული. კედლებზე წარმოდგენილი იქნება შუქ-პროექციები არგონავტების შესახებ მითოლოგიიდან, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ქუთაისის, როგორც ისტორიული ქალაქის, იდენტობას. მოცემული დეტალები ოდნავ მინიმალისტურად, მაგრამ ემოციურად მოქმედებს მგზავრზე და ქმნის კავშირს ადგილსა და ისტორიას შორის.
პროექტის საინვესტიციო ღირებულებაა მილიონ ლარზე მეტია. VISA-ს პრემიუმ კატეგორიის ბარათების მქონე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს, ლაუნჯით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
23.05.2025.19:00
„ინვესტორებს აქვთ საკუთარი დღის წესრიგი და ამ დღის წესრიგში ჯდება ისეთი ტიპის საინვესტიციო გარემოს მოძებნა, სადაც შეიძლება უკუგება უფრო მაღალი იყოს, ვიდრე ის სადაც დღეს სტაბილური უკუგებაა“, - აღნიშნულის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომელმაც ლონდონში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე ისაუბრა, სადაც ქართულ კომპანიებს და ბიზნესს ჰქონდათ შესაძლებლობა საკუთარი პროექტები და გეგმები წარედგინათ.
ლევან ვეფხვაძის თქმით, ბრიტანეთისთვის საქართველო საინტერესოა.
„რისკების კუთხით არ უნდა იყოს იმაზე მნიშვნელოვნად მაღალი, ვიდრე დაბალი რისკების მქონე ქვეყნებში. ამ კუთხით ბრიტანეთისთვის საქართველო საინტერესოა, რადგანაც უკუგების ნაწილში ინვესტორებისთვის მაღალია და მარეგულირებელი გარემო არის, რეგიონში საუკეთესო. ამიტომ ამ კუთხით მათთან კომუნიკაცია და მათი დაინტერესება მნიშვნელოვანია. კონკრეტულ პროექტებზე ამ ეტაპზე საუბარი რთულია, მაგრამ ამ ყველაფერს გარკვეული პერიოდის შემდეგ ვიხილავთ, როდესაც უკვე კონკრეტულად გარდაისახება ეს კომუნიკაცია, რაღაცა ერთობლივ ბიზნეს ოპერაციებსა და საქმიანობებში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის შენობა სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით, საფონდო ბირჟა, იქ სამი კომპანია უკვე წარმოდგენილია. იცით, რომ ჩვენი 2 მსხვილი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე უკვე ივაჭრება და მათი წარმატების მაგალითი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბრიტანელი ინვესტორებისთვის. იმიტომ, რომ მათი კაპიტალიზაცია 5-ჯერ, 6-ჯერ-7-ჯერ გაიზარდა, მას შემდეგ რაც ისინი საფონდო ბირჟაზე გავიდნენ. ეს არის იმის ინდიკატორი, რომ ინვესტორებს აქვთ ნდობა საქართველოში ბიზნეს ოპერაციების მიმართ. ეს, რომ არ იყოს სხვანაირად ისინი აქციებს არ იყიდდნენ. და აქციებს თუ არ იყიდის ინვესტორი ბუნებრივია კომპანიის კაპიტალიზაცია ამ მასშტაბებს აქამდე ვერ მიღწევდა“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.