ბიუჯეტის შესრულებას არანაირი პრობლემა არ აქვს - მიხეილ დუნდუა
ბიუჯეტის შესრულებას არანაირი პრობლემა არ აქვს, - აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა, რომელიც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
მისი თქმით, ქვეყნის ბიუჯეტი იგეგმება სწორად.
„არანაირი პრობლემა ბიუჯეტის შესრულებას არ აქვს. პირიქით. მას აქვს პერსპექტივა. იზრდება. გადაჭარბებით სრულდება. ყოველ წელს ჩვენ გვექნება გადაჭარბება. როდესაც ჩვენ ბიუჯეტს ვგეგმავთ, ვგეგმავთ სიფრთხილით, პრუდენციურად, რათა ბიუჯეტის დეფიციტი იყოს ნორმაში, ხარჯები იყოს დაბალანსებული და რა თქმა უნდა ბიუჯეტი შესრულდება ყოველთვის გადაჭარბებით“, - აღნიშნა დუნდუამ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან გავრცელდა არასწორი ინფორმაცია იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით, რაც ფინანსთა სამინისტროს აზრით ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
„უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მთლიანობაში, როგორც სახელმწიფო, ისე ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებისა და გადასახადების ფაქტობრივი მაჩვენებლები გადაჭარბებით შესრულდა, გადასახადების ზოგიერთ სახეობაში, ფაქტობრივი მაჩვენებლის საპროგნოზო მაჩვენებელთან ჩამორჩენის მიუხედავად,
2025 წლის პირველ კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებმა 6.5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 102.1% იყო. მათ შორის, საგადასახადო შემოსავლები 6.1 მილიარდი ლარია, რაც საპროგნოზო მაჩვენებელზე (6.0 მილიარდი ლარი) 118 მილიონი ლარით მეტია და 102.0%-ს შეადგენს.
გადაჭარბებით შესრულდა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა. კერძოდ, იანვარ-მარტში მიღებულმა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა შეადგინა პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობის (5.6 მილიარდი ლარი) 102.1% - 5.7 მილიარდი ლარი. მათ შორის, გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენდა 5.3 მილიარდ ლარს, ხოლო ფაქტი 5.4 მილიარდი ლარია, რაც გეგმის 102.3%-ს შეადგენს.
სახელმწიფო ბიუჯეტის ჯამური შემოსულობების ფაქტიურმა მაჩვენებელმა 6.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მოცულობის 100.5%-ია.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი ბიუჯეტების ნაშთებზე განთავსებული იყო შესაბამისად, 1.7 მილიარდი და 0.7 მილიარდი ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ არა თუ ბიუჯეტის დაგეგმილი მაჩვენებლის შესრულებას არ აქვს არავითარი პრობლემა, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი სრულდება გადაჭარბებით და საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით გამოთქმული ვარაუდები არის მორიგი სიცრუე და სპეკულაცია“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
სხვა სიახლეები
ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები დაკავშირებადობის კუთხით, ამისათვის ძალიან მსხვილი ინვესტიციები იდება ინფრასტრუქტურაში - პრემიერი
12.11.2026.22:42
ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები დაკავშირებადობის კუთხით, ამისათვის ძალიან მსხვილი ინვესტიციები იდება ინფრასტრუქტურაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მომდევნო წლების განმავლობაში ჯამში 7 მილიარდის ინვესტიციების ჩადებაა დაგეგმილი ინფრასტრუქტურაში, რაც საქართველოს როლს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის.
„ამ კუთხით საქართველოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო დღევანდელ ვითარებაში რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ, რომელიც აკავშირებს ევროპას აღმოსავლეთის სივრცესთან. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპა და რუსეთი ერთმანეთისგან არის იზოლირებული, არის მიმდინარე კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ კავკასია და, რა თქმა უნდა, საქართველოს გავლით წარმოებს ეს პროცესი, რჩება ევროპისთვის უმნიშვნელოვანეს სივრცედ, რომლის გავლითაც მას შეუძლია განავითაროს საკუთარი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები აღმოსავლეთის სივრცესთან. საქართველო 7 ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან და შესაბამისად, დასავლეთის სივრცესთან. ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. ასევე, ჩვენი გავლით მიეწოდება ევროპას, როგორც ბუნებრივი აირი, ასევე ნავთობი და ამ კუთხითაც საქართველოს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები დაკავშირებადობის კუთხით, ამისათვის ძალიან მსხვილი ინვესტიციები იდება ინფრასტრუქტურაში. მომდევნო წლების განმავლობაში ჯამში 7 მილიარდის ინვესტიციების ჩადება გვაქვს დაგეგმილი ინფრასტრუქტურაში, რაც საქართველოს როლს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის. ანაკლიის პორტი, საგზაო ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, აეროპორტები - ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპისთვის დაკავშირებადობის კუთხით. რა თქმა უნდა, ამაზე ვსაუბრობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მგონი ყველასთვის ცხადი უნდა იყოს ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის და მომავალში რამდენად კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს საქართველოს როლი ევროპისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.