მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.7
-0.0105
flag
AZN 1.5973
-0.0006
flag
CNY 37.891
0.0014
flag
EUR 3.1753
-0.0122
flag
GBP 3.6772
-0.0193
flag
KZT 51.99
-0.0039
flag
TRY 0.0676
-0.0002
flag
USD 2.716
-0.0014

როდის ამოქმედდება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი და რა იცვლება - ექსკლუზიური ინტერვიუ მაია ბითაძესთან

news image

პარლამენტმა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი დაამტკიცა, რომლის აღსრულებაც 2026 წლიდან ეტაპობრივად განხორციელდება. უკვე გაწერილი სქემის მიხედვით, 2026 წლის პირველ თებერვლამდე გარემოს სამინისტრო მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ძაღლის მოშენების მორატორიუმის აქტს და ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესს, ხოლო მთავრობამ პირველ მარტამდე უნდა დაამტკიცოს აღნიშნული აქტები.

ასევე, პირველ მარტამდე მთავრობა უზრუნველყოფს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესისა და სტერილიზაცია/კასტრაციისა და მოშენების რეგლამენტის მიღებას. მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ ყოლის წესების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა ან ახლის დამტკიცება; პირველ მაისამდე მარეგისტრირებელმა და  არამარეგისტრირებელმა ​ორგანოებმა უნდა მიმართონ სეს-ს ბაზაზე წვდომისა და რეგისტრაციის უფლების მისაღებად. ასევე პირველ ივლისამდე სეს-მა უზრუნველყოს ბაზაზე სუბიექტების წვდომა. 

2026 წლის პირველი ივლისიდან (2027 წლის პირველ იანვრამდე)  მეპატრონემ უნდა უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ხოლო იმ მეპატრონეებმა/მიმკედლებლებმა, რომელთაც უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ ცხოველი, მიმართონ რეგისტრაციისთვის; ამ თარიღებშივე უნდა მოხდეს ​საშენის მიერ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოში რეგისტრაციის გავლა. 2027 წლის პირველ იანვრამდე რეგისტრირებული ცხოველები არ ექვემდებარებიან სავალდებულო სტერილიზაცია/კასტრაციას. 


2028 წლის პირველ ივლისამდე კინოლოგებმა/ფელინოლოგებმა უნდა გაიარონ სერტიფიცირების კურსი ან მიმართონ შესაბამის ორგანოს განათლების აღიარების მიზნით.

უფრო დეტალურად რას ითვალისწინებს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი და მოლოდინები არსებობს ამ კანონის მიღების შემდეგ Business Insider Georgia  პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძეს ესაუბრა.

- პარლამენტმა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ” კანონპროექტი მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა. მესმის, რომ რეგულაციები ეტაპობრივად ამოქმედდება, მაგრამ რა იქნება პირველი რაც ძალაში შევა და ასევე, რა შედეგებს ელით კანონის მიღებიდან დაახლოებით 4-5 წლის განმავლობაში?


- რეალურად ჩვენ ქვეყანაში არ გვქონდა ერთიანი სამართლებრივი აქტი, რომელიც პირველ რიგში განსაზღვრავდა პატრონის პასუხისმგებლობას შინაური ცხოველის მიმართ. შესაბამისად მივიღეთ მდგომარეობა, როდესაც საქართველოში დღეისათვის, იმ გაანგარიშებებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, დაახლოებით 350 000 უპატრონო ძაღლია. არ ვსაუბრობ არაფერს კატებზე, რომელთა რაოდენობა ჩვენ არ ვიცით. ანუ არ ვიცით რამდენია უპატრონო კატა. 

გარდა იმისა, რომ ცხოველებთან მოპყრობის და ცხოველებისადმი მიდგომის არანორმალური მდგომარეობაა, თვითონ დაავადებების, მათ შორის ადამიანებზე გადამდები დაავადებების გავრცელების ძალიან დიდი რისკის წინაშე ვართ. კანონპროექტი, რომელიც ახლა დაამტკიცა პარლამენტმა და სულ რამდენიმე დღეში პრეზიდენტიც მოაწერს ხელს, ეტაპობრივი ამოქმედების რამდენიმე ვადა აქვს. კანონის ძირითადი ნაწილი ძალაში შევა 2026 წლის იანვრიდან, თუმცა მანამდე საქართველოს მთავრობამ უნდა გამოსცეს რამდენიმე აქტი, რომელიც კანონის აღსრულებას ხელს შეუწყობს. კანონპროექტს აქვს გარდამავალი რეგულირებები ისევე როგორც ის ნორმები, რომელმაც საქართველოში მუდმივად უნდა იმუშაოს და აკონტროლოს პატრონი, რომ ძაღლი არ გააგდოს ქუჩაში. კანონპროექტზე მუშაობის პარალელურად ჩვენ ვიმუშავეთ სურსათის უვნებლობისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ფაო), რომელმაც შექმნა ელექტრონული ბაზა, რაც  გამოყენებული იქნება ცხოველთა რეგისტრაციისათვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წლის ზაფხულიდან ჩაირთვება ეს ბაზა და ყველა პატრონი ვალდებული იქნება დაარეგისტრიროს თავისი შინაური ცხოველი ამ ბაზაში დაარეგისტრიროს და შესაბამისად დაჩიპოს. ვისაც ცხოველი უკვე დაჩიპული ჰყავს და ბევრია ასეთი და ისინიც ვალდებულები იქნებიან, რომ მივიდნენ და გადაამოწმონ ბაზაში რამდენად წაკითხვადია მათი ჩიპი.

საბოლოო ჯამში, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს იქნება იმის პრევენცია, რომ ქუჩაში გაგდებული ცხოველი, ამ შემთხვევაში ძაღლი და რა თქმა უნდა კატაც იქნება იდენტიფიცირებადი და რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით - 5000 ლარის ოდენობით იქნება შემაკავებელი ფაქტორი იმისთვის, რომ ადამიანმა ძაღლი არ გააგდოს და ფიზიკურად თუ აღარ შეუძლია ამ ცხოველის მოვლა კანონის იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩააბაროს თავშესაფარში, რომელიც შემდგომ იზრუნებს ამ ძაღლის და კატის გაჩუქებაზე. 

ამ ბაზის მმართველი იქნება სურსათის ეროვნული სააგენტო და ამ ბაზაზე წვდომის და რეგისტრაციის უფლება ექნება ყველა იმ სუბიექტს, სადაც ეს ცხოველი ხვდება. ეს იქნება ვეტერინარული კლინიკა, ცხოველების სარეალიზაციო ობიექტი, სასტუმრო, გრუმინგი თუ ასე შემდეგ. ანუ ის სუბიექტი, სადაც ცხოველი თავისი ცხოვრების ციკლის განმავლობაში ხვდება. შესაბამისად ამ სუბიექტებს ვალდებულება ექნებათ, რომ ბაზაშივე გადაამოწმონ მათთან მოხვედრილი ცხოველი რამდენად არის რეგისტრირებული და თუ რეგისტრირებული არ არის შესაბამისად ვისაც რეგისტრაციის უფლება აქვს, დაარეგისტრიროს და დაჩიპოს.

- და თუ ცხოველი რეგისტრირებული არ არის სუბიექტს ვალდებულება აქვს მოემსახუროს?

- მაგალითად თუ ცხოველს ვეტერინარულ კლინიკაში მიიყვანენ, რომელიც არ არის რეგისტრირებული, მაგრამ მას ესაჭიროება გადაუდებელი მომსახურება, ბუნებრივია კლინიკამ უნდა გაუწიოს ეს მომსახურება, მაგრამ უზრუნველყონ ცხოველის ჩიპირება. 

დანარჩენებმა კი უნდა გადაამოწმონ. პრაქტიკაში არ გვაქვს ილუზია, რომ ამ ყველაფერს აღსრულების პრობლემები არ ექნება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავიწყოთ.

- სავარაუდოდ ადმინისტრირება თბილისში უფრო მოხერხდება, თუმცა რეგიონებში ალბად ნაკლებად...

- ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ რეგიონალური განვითარების სამინისტროსთან, რომ ყველა მუნიციპალიტეტი ჩაერთოს ამ ბაზაში. იმიტომ, რომ მუნიციპალიტეტები, რომელთაც თავშესაფარი არ აქვთ, ისინიც იქნებიან ამ ბაზაში რეგისტრირებული და მათ ექნებათ ამ ბაზარზე აბსოლუტურ უფლებამოსილება მათ რეგიონში. ეს ბაზა მნიშვნელოვანია ცხოველთა მიკვლევადობისთვის პირველ რიგში და მეორე, ცხოველთა ჰიპერპოპულაცია გვაქვს. სწორედ ამას მიუთითებს უპატრონო 350 000 ძაღლი და ყოველი მეორე ადამიანი ამბობს საქართველოში, რომ მის ოჯახში ძაღლია. ანუ ასტრონომიულ ციფრებზე ვართ ასულები ბოლო წლების განმავლობაში. შესაბამისად სტერილიზაცია კასტრაციის ოპერაციებს ძალიან ბევრი მუნიციპალიტეტი აკეთებს, მაგრამ ფიზიკურად ქუჩაში გაგდებული და გამრავლებული ძაღლების და კატების რაოდენობა ვერ ვეწევით. ამიტომ ჰიპერპოპულაციის შემცირების საშუალება - კანონში გაჩნდა შეზღუდვა, რომ აღარ იქნება შესაძლებელი ძაღლების გამრავლება და გაყიდვა ისე, როგორც ეს დღეს ხდება. იქნება ვალდებულება საშენისთვის, ანუ იურიდიული პირისთვის, რომელიც ამ ბიზნესით არის დაკავებული, რომ დარეგისტრირდეს მუნიციპალიტეტში და  ბუნებრივია, რომ ყველა ის ძაღლი, რომელსაც ის გაამრავლებს, ანუ საუბარია სანაშენე ძაღლზე, დაარეგისტრიროს და რასაც გაყიდის და გაამრავლებს ყველა შეიყვანოს ბაზაში. და მათ შორის დაჩიპოს თუ კი ამის ასაკი ცხოველს მოუწევს. თუმცა პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში რეგისტრირებულ საშენზე გადადის, ანუ ზუსტად ეცოდინება სახელმწიფოს ვინ არის უფლებამოსილი, რომ გაამრავლოს და ვინც არ გაამრავლებს საშენის ფარგლებში ძაღლს და კატას, მათზე არის ჯარიმა. 

- რომ დავაზუსტო ამ ბიზნესისთვის არაფერი არ იზღუდება, ის კვლავინდებურად შეძლებს ოპერირებს, უბრალოდ ვალდებულება ემატება, რომ მოახდინოს ნამატის რეგისტრაცია?

- დიახ და სახელმწიფომ გააკონტროლოს და მათ შორის პასუხისმგებელი იყოს ეს რეგისტრირებული საშენი სახელმწიფოს წინაშე. მოხდება ძაღლების აღრიცხვიანობა და ვინც უკანონოდ გაამრავლებს, ვინც საშენი არ იქნება, როდესაც გამოვლინდებიან ბუნებრივია მაღალი ჯარიმით დაჯარიმდებიან. 

ასევე, პატრონებსაც ანუ არა საშენს, როგორც იურიდიულ პირს, მაგალითად მე მყავს ძაღლი და მინდა, რომ მისი ლეკვი მყავდეს. ამ შემთხვევაში უნდა მივიდე მუნიციპალიტეტში, განვაცხადო ეს ყველაფერი და მუნიციპალიტეტმა გამატაროს რეგისტრაცია, როგორც ერთჯერადად გამამრავლებელის. ანუ ამის უფლება მექნება ერთჯერადად.

- რეგისტრაცია ჩემთვის, როგორც ძაღლის პატრონისთვის, რომელსაც მისი ლეკვი სურს უფასო იქნება?

- რა თქმა უნდა. ჩვენი მიზანია დავთვალოთ და მიკვლევადი იყოს ცხოველი და მოვახდინოთ ჰიპერპოპულაციის პრევენცია. იმის გამო, რომ ჩვენ გაქვს ჰიპერპოპულაცია მთავრობას მივეცით იმისი საშუალება, რომ მთავრობამ დროებითი მორატორიუმიც კი გამოაცხადოს იმ ძაღლებზე - ამ შემთხვევაში ძაღლებზე, თუმცა კატებზეც გაქვს იგივე უფლება - ანუ მთავრობამ გამოსცეს აქტი, რომელიც გარკვეული ჯიშის ძაღლების გამრავლებას საერთოდ აკრძალავს. მაგალითად საუბარია მომეტებული საფრთხის ძაღლებზე, რომელთაც ორთაბრძოლებისთვის ამზადებენ და მერე ყრიან ქუჩაში.

- კონკრეტული ჯიშების გამრავლების შეზღუდვის პარალელურად, ამ ჯიშის ძაღლების იმპორტიც ხომ არ შეიზღუდება?

- კი. თუ ადამიანი შემოდის ტურისტული მიზნით და თავისი ძაღლი შემოჰყავს და გაჰყავს, მათთვის არ შეიზღუდება მაგრამ თუ შემოჰყავს იმიტომ, რომ აქ გაამრავლოს - ბუნებრივია ესეც შეიზღუდება. ანუ ტურისტული მიზნებისთვის არ შეიზღუდება. 

ასევე გამონაკლისია საგამოფენო ძაღლი, ოღონდ ამ შემთხვევაში კინოლოგიის ცნობა უნდა, რომ საგამოფენო ძაღლია და გამოფენებში იღებს მონაწილეობას. 


კანონის სრულად ამოქმედების შემდგომ გაჩენილი ძაღლები სავალდებულო სტერილიზაცია-კასტრაციას დაექვემდებარებიან. ანუ ვინც დღეს არსებობენ მათ ეს არ შეეხება, მაგრამ ვინც კანონის სრულად ამოქმედების შემდეგ დაიბადება მათი სავალდებულო სტერილიზაცია-კასტრაცია იქნება მოთხოვნილი. გარდა საგამოფენო ცხოველისა და გარდა სანაშენე ძაღლისა. და ასევე ის ძაღლები, რომელთაც შსს და ძალოვანი სტრუქტურები იყენებენ - მათთვის ცალკე წესია.

- სულ მესმის, რომ ქვეყანაში არსებობდა თავშესაფრების პრობლემა. რა მოხდება კანონის ამოქმედების შემდეგ, იმ მუნიციპალიტეტებს, რომელთაც მსგავსი დაწესებულება არ აქვთ, ხომ არ დაევალდებულებათ მათი აშენება?

- არა. ძაღლის თავშესაფარი ნიშნავს, რომ ძაღლი იქ შედის, სტერილიზაცია-კასტრაციას გადის, დაკვირვების ქვეშაა და შემდგომ 10 დღის შემდეგ გამოდის. თავშესაფარში ძაღლების დიდი ხნით გაჩერება არ შეიძლება. ასე, რომ აქ მთავარია ჩვენ დაავადების გამომწვევ მიზეზს ვებრძოლოთ, რიტორიკულად რომ გითხრათ ეს არის ადამიანი, რომელიც ქუჩაში აგდებს ძაღლს და უკონტროლოდ ამრავლებს ფინანსური მოგების მიზნით. ასე, რომ სასურველია თავშესაფარი აჭარაში აშენდეს და ასევე დასავლეთ საქართველოში კიდევ ერთი დაემატოს, იმიტომ, რომ არ გვყოფნის. თავშესაფრების ფუნქცია უნდა იყოს, რომ ძაღლი ჩაბარდეს, ანუ როცა პატრონს აღარ მოუნდება ძაღლი ჩააბაროს, ან სახელმწიფომ ქუჩაში მიტოვებულ ძაღლს მოუაროს, სტერილიზაცია-კასტრაცია ჩაუტაროს. მაგრამ ის, რომ ყველა მუნიციპალიტეტმა თავშესაფარი სავალდებულოდ ააშენოს, ეს გამოსავალი არ არის. 

რეალურად რაზეც მე ახლა გესაუბრებით, ეს არის რეგულარული მდგომარეობა თუ როგორ უნდა იმართოს სისტემა სამომავლოდ. მაგრამ ჩვენს ამ წუთას გვყავს ქუჩაში გაგდებული ძალიან ბევრი ძაღლი. მათ შორის ვიდრე კანონი ამოქმედდება, კიდე გაყრიან ქუჩებში ძაღლებს. ასე, რომ ამ გარდამავალი პერიოდში არის რეგულირების გარდამავალი რეჟიმი, რომელიც ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო რეგიონალური განვითარების სამინისტროსთან და მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით, 2026 წლის იანვრამდე შეიმუშავებს პროგრამას, გეგმა-გრაფიკს, რომლის მიხედვითაც ყველა რეგიონში ჩატარდება უპატრონო ცხოველების მასიური ჩიპირების, სტერილიზაცია-კასტრაციის პროცედურები. ამისთვის უნდა მობილიზდეს ძაღლ მჭერები, ვეტერინარები - საკმაოდ რთულად აღსასრულებელია. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოში ამის ნება არსებობს. მოგეხსენებათ პროექტი საქართველოს პარლამენტის ინიცირებით იყო და დიდი მხარდაჭერა გვქონდა პრემიერ-მინისტრისგან. საბიუჯეტო სახსრები თითოეული წლისთვის, 3 თუ 4 წელი გასტანს ეს გარდამავალი პერიოდი, როცა არსებული ცხოველების ჩიპირება, სტერიზაცია-კასტრაცია განხორციელდება. ამისთვის საკმაოდ სოლიდური სახსრები იქნება გამოყოფილი.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ქვეყანაში არ გვქონდა ერთიანი სამართლებრივი აქტი, რომელიც პირველ რიგში განსაზღვრავდა პატრონის პასუხისმგებლობას შინაური ცხოველის მიმართ - მაია ბითაძე

11.07.2025.18:46

დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 350 000 უპატრონო ძაღლია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან  პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონთან ​​დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის მიერ ცოტა ხნის უკან დამტკიცდა, მალე ის პრეზიდენტის მიერ იქნება ხელმოწერილი და გამოქვეყნებისთანავე ძალაშიც შევა. 

„რეალურად ჩვენ ქვეყანაში არ გვქონდა ერთიანი სამართლებრივი აქტი, რომელიც პირველ რიგში განსაზღვრავდა პატრონის პასუხისმგებლობას შინაური ცხოველის მიმართ. შესაბამისად მივიღეთ მდგომარეობა, როდესაც საქართველოში დღეისათვის, იმ გაანგარიშებებით, რომელიც ჩვენ გაქვს, დაახლოებით 350 000 უპატრონო ძაღლია. არ ვსაუბრობ არაფერს კატებზე, რომელთა რაოდენობა ჩვენ არ ვიცით. ანუ არ ვიცით რამდენია უპატრონო კატა. 

გარდა იმისა, რომ ცხოველებთან მოპყრობის და ცხოველებისადმი მიდგომის არანორმალური მდგომარეობაა თვითონ დაავადებების, მათ შორის ადამიანებზე გადამდები დაავადებების გავრცელების ძალიან დიდი რისკის წინაშე ვართ. კანონპროექტი, რომელიც ახლა დაამტკიცა პარლამენტმა და სულ რამდენიმე დღეში პრეზიდენტიც მოაწერს ხელს, ეტაპობრივი ამოქმედების რამდენიმე ვადა აქვს. კანონის ძირითადი ნაწილი ძალაში შევა 2026 წლის იანვრიდან, თუმცა მანამდე საქართველოს მთავრობამ უნდა გამოსცეს რამდენიმე აქტი, რომელიც კანონის აღსრულებას ხელს შეუწყობს. კანონპროექტს აქვს გარდამავალი რეგულირებები ისევე როგორც ის ნორმები, რომელმაც საქართველოში მუდმივად უნდა იმუშაოს და აკონტროლოს პატრონი, რომ ძაღლი არ გააგდოს ქუჩაში. კანონპროექტზე მუშაობის პარალელურად ჩვენ ვიმუშავეთ სურსათის უვნებლობისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ფაო), რომელმაც შექმნა ელექტრონული ბაზა, რაც  გამოყენებული იქნება ცხოველთა რეგისტრაციისათვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წლის ზაფხულიდან ჩაირთვება ეს ბაზა და  ყველა პატრონი ვალდებული იქნება დაარეგისტრიროს თავისი შინაური ცხოველი ამ ბაზაში დაარეგისტრიროს და შესაბამისად დაჩიპოს. ვისაც ცხოველი უკვე დაჩიპული ჰყავს და ბევრია ასეთი და ისინიც ვალდებულები იქნებიან, რომ მივიდნენ და გადაამოწმონ ბაზაში რამდენად წაკითხვადია მათი ჩიპი.

საბოლოო ჯამში, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს იქნება იმის პრევენცია, რომ ქუჩაში გაგდებული ცხოველი, ამ შემთხვევაში ძაღლი და რა თქმა უნდა კატაც იქნება იდენტიფიცირებადი და რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით - 5000 ლარის ოდენობით იქნება შემაკავებელი ფაქტორი იმისთვის, რომ ადამიანმა ძაღლი არ გააგდოს და ფიზიკურად თუ აღარ შეუძლია ამ ცხოველის მოვლა კანონის იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩააბაროს თავშესაფარში, რომელიც შემდგომ იზრუნებს ამ ძაღლის და კატის გაჩუქებაზე. 

ამ ბაზის მმართველი იქნება სურსათის ეროვნული სააგენტო და ამ ბაზაზე წვდომის და რეგისტრაციის უფლება ექნება ყველა იმ სუბიექტს, სადაც ეს ცხოველი ხვდება. ეს იქნება ვეტერინარული კლინიკა, ცხოველების სარეალიზაციო ობიექტი, სასტუმრო, გრუმინგი თუ ასე შემდეგ. ანუ ის სუბიექტი, სადაც ცხოველი თავისი ცხოვრების ციკლის განმავლობაში ხვდება. შესაბამისად ამ სუბიექტებს ვალდებულება ექნებათ, რომ ბაზაშივე გადაამოწმონ მათთან მოხვედრილი ცხოველი რამდენად არის რეგისტრირებული და თუ რეგისტრირებული არ არის შესაბამისად ვისაც რეგისტრაციის უფლება აქვს, დაარეგისტრიროს და დაჩიპოს“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

 

 

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა