ბენე კომფორტს ახალი გენერალური მენეჯერი ჰყავს – რა ხედვებითა და გეგმებით იწყებს საქმიანობას ნათია შანშიაშვილი
ბენე კომფორტის გენერალური მენეჯერი ნათია შანშიაშვილი გახდა, რომელმაც 20 წლიანი წარმატებული კარიერის მანძილზე საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი გზა გაიარა.
ნათია შანშიაშვილი 13 წელი საბანკო სექტორში, 2019 წლიდან კი უძრავი ქონების მართვის მიმართულებით ბაზარზე ლიდერ დეველოპერულ კომპანიებში სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციას იკავებდა.
„საბანკო სექტორში 13 წლიანი წარმატებული კარიერის შემდეგ დადგა დღე, როდესაც უნდა მიმეღო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სარისკო გადაწყვეტილება - შევჭიდებოდი სრულიად ახალ, იმ ეტაპისთვის, ჩემთვის ძალიან უცხო სფეროს. და რადგან მჯერა რომ საკუთარი თავისთვის გარდამტეხ შესაძლებლობებს თავად ვქმნით, ახალი გამოწვევა უდრიდა იმ ტრანსფორმაციას, რომელსაც უნდა განესაზღვრა ჩემი მომავალი.
ასე აღმოვჩნდი უძრავი ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის ბიზნესში. თავიდან იყო დეველოპერული კომპანია m², სადაც გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციიდან ვუძღვებოდი ქონების მოვლის მიმართულებას. შემდეგი ნაბიჯი იყო „არქი“, სადაც ჩავიბარე დასრულებული პროექტების უმსხვილესი პორტფელი და სათავეში ჩავუდექი საცხოვრებელი კომპლექსების მოვლა-პატრონობისა და მაცხოვრებლებზე ზრუნვის მიმართულებას.“ ნათია შანშიაშვილი
ახალი გენერალური მენეჯერის გეგმებში მთავარი ფოკუსი უკვე განსაზღვრულია: მომსახურება „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული, ერთ სივრცეში მოქცეული კომპლექსური და კომპეტენტური სერვისი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მყისიერი ხელმისაწვდომობა.
„სახლი ალბათ ყველასათვის ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად გვაქვს კომფორტისა და დაცულობის შეგრძნება. ათობით ათასი მომხმარებლის მომსახურებამ დამარწმუნა, რომ დღეს, „სახლის“ მცნება იწყება არა საკუთარ ბინაში მოხვედრით, არამედ, ეზოს, სადარბაზოს გავლით, რომელიც საცხოვრებელი გარემოს განუყოფელი ნაწილია და მნიშვნელოვანია, რომ სახლში მოხვედრის სიმშვიდის შეგრძნება, სწორედ აქ გავლილი ნაბიჯებით იწყებოდეს. დღეს მომხმარებელმა ზუსტად იცის რა სჭირდება კომფორტისთვის და მოვლა-პატრონობის სერვისის რომელი კომპონენტებია აუცილებელი მისი უძრავი ქონების განვითარებისთვის. შესაბამისად, დამკვეთის მოთხოვნები გახდა უფრო მკაფიო, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია სერვისის გამწევი კომპანიების კომპეტენციებისა და პროფესიონალიზმის გაზრდის აუცილებლობა. დღეს აღარავის უკვირს სადარბაზოების დასუფთავების, ლიფტების მომსახურების, ეზოსა და გამწვანების მოვლისა თუ სხვა სერვისების მიღება, მაგრამ კვლავაც აქტუალური რჩება მომსახურების ხარისხი და ამ მომსახურების მიღება „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, როდესაც მაცხოვრებელმა იცის, რომ მისი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია კომპლექსურად, ერთი კონკრეტული მომსახურე კომპანიის მიერ. არ აქვს მნიშვნელობა, მომხმარებელი უძრავ ქონებას საინვესტიციო თუ საცხოვრებელი დანიშნულებით იყენებს, ორივე შემთხვევაში, ქონების მესაკუთრეებისათვის მნიშვნელოვანია რომ ჰქონდეთ მოვლილი საცხოვრებელი გარემო. დღეს მომხმარებელს სჭირდება ერთ სივრცეში მოქცეული კომპლექსური და კომპეტენტური მომსახურება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მყისიერი ხელმისაწვდომობა. ეფექტური, მომხმარებელზე მორგებული კომუნიკაცია, რომელიც ქმნის ურთიერთკავშირს, ერთგვარ სირენგიას, რაც თავის მხრივ განაპირობებს შედეგზე ორიენტირებულობას. „
კომპანიის ახალი გენერალური მენეჯერი მოვლა-პატრონობის სერვისის ტენდენციებსა და ბენე კომფორტის როლზეც საუბრობს და ამბობს, რომ კონტრაქტორი კომპანიების მიმართ ბაზარზე მოთხოვნა უფრო და უფრო მზარდია დეველოპერების მხრიდან.
„სულ რამდენიმე წლის წინ ყველა პასუხსიმგებლიანი დეველოპერული კომპანიისთვის თავისივე პროექტის მოვლა-პატრონობა იყო ის უმნიშვნელოვანესი სერვისი, რომელსაც კომპანია თავად უწევდა მის მომხმარებელს. ამ საქმიანობის სპექტრი იმდენად ფართოა და თავის თავში მოიცავს იმდენ სხვადასხვა სპეციფიურ მიმართულებას, რომ მომსახურების გაწევის ტენდენცია სწრაფადვე შეიცვალა და უკვე დღეს, ამ საქმიანობის სრულყოფილი და ეფექტური შედეგის მისაღწევად, დეველოპერები სულ უფრო ხშირად მიმართავენ კომპანიებს, რომელთა საქმიანობა სრულად ფარავს მათ და მათი რეზიდენტების მოთხოვნებს. ამგვარად, დეველოპერ კომპანიასა და მის მომხმარებელს შორის გაჩნდა სერვისის გამწევი გენერალური კონტრაქტორი კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია, რომ თითოეულ მაცხოვრებელს შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი და იზრუნოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, როგორც აქტივის, ღირებულების შენარჩუნებასა და გაზრდაზე.“
საცხოვრებელი სახლების მოვლა-პატრონობის პარალელურად, ნათია აქცენტს ბენე კომფორის პორტფელში არსებული სავაჭრო ცენტრების, აპარტ ჰოტელების და ნებისმიერი ტიპის კომერციული სივრცის მოვლა- პატრონობისა და გამწვანების სერვისის მნიშვნელობაზე აკეთებს და სჯერა, რომ არსებული რესურსებით, მისი ახალი ხედვებითა და აქტიური ჩართულებით, კიდევ უფრო გამყარდება კომპანიის პოზიციები ამ მიმართულებით სამომხმარებლო ბაზარზე.
„დღეს მოვლა-პატრონობის სერვისის აუცილებლობა დგას არა მხოლოდ საცხოვრებელ კომპლექსებში, არამედ, კომერციული დანიშნულების შენობა-ნაგებობებშიც. დღევანდელ ბაზარზე, ბენე კომფორტი არის ის ერთადერთი კომპანია, რომელიც ერთნაირი წარმატებით ემსახურება ორივე სეგმენტს. დღეს მას აქვს ყველაზე მასშტაბური საცხოვრებელი დანიშნულების პორტფელი და ახალ უკვე, ასეთივე წარმატებით ემსახურება კომერციულ უძრავ ქონებასაც, რაც ქმნის მის უნიკალურობას. „
უძრავი ქონების მართვის სფეროში 7 წლიანი გამოცდილებით, ნათია შანშიაშვილი ბენე კომფორტის გუნდს სრულიად ახალი სტრატეგიითა და დიდი ენთუზიაზმით უერთდება, კიდევ ერთ მნიშვნელოვან აქცენტს კი ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე აკეთებს, რაც კომპანიის განვითარებასთან ერთად, გაზრდის მომხმარებელთა კმაყოფილების ხარისხს.
„დეველოპერულ კომპანიებში მუშაობის პერიოდში მუდმივად ვადევნებდი თვალს ბენე კომფორტის განვითარებასა. სულ მქონდა, ფიქრი, რომ დეველოპერულ თუ სამშენებლო კომპანიებში ამ ბიზნესის განვითარება მაინც ექცეოდა ჩარჩოებში, რაც ბუნებრივად არ სცდებოდა სტანდარტულ, კლასიკური შინაარსის მქონე მოვლა-პატრონობის სერვისს. ბენე კომფორტი სულ იყო ჩემი დაკვირვების საგანი, რომელიც წლიდან წლამდე ავითარებდა პროდუქტს, მის მრავალფეროვნებას და სულ უფრო და უფრო მყარად იკავებდა ლიდერი მომსახურე კომპანიის ადგილს სამომხმარებლო ბაზარზე.
მიხარია,რომ გუნდი, რომელსაც შემოვუერთდი პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ გვაერთიანებს ერთი მიზანი, რომ ბენე კომფორტის მომსახურების ხარისხი უმაღლესს სტანდარტს ინარჩუნებდეს სამომხმარებლო ბაზარზე. კომპანიის მთავარ მიზნად ტექნოლოგიური და ციფრული განვითარება დავისახეთ , რაც ჩვენს თანამედროვეობაში გარდაუვალი წინაპირობაა სრულფასოვანი მომსახურების გასაწევად. ვინაიდან მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული სხვადასხვა პროდუქტის შექმნის არეალი უსაზღვროა, მთავარი კი, ყველა იმ ინოვაციური მიდგომის დანერგვაა, რაც კომპანიის განვითარებასთან ერთად, კიდევ უფრო გაზრდის მომხმარებელთა კმაყოფილების ხარისხს.
ჩემთვის ბენე კომფორტის მართვის სადავეებში დგომა არის ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვიაზრებ, როგორც ახალ გამოწვევას. პირველ რიგში, ჩემი ცოდნა და გამოცდილება მინდა საერთო საქმისკენ მივმართო, ამასთანავე, განვაგრძო კომპანიის კურსი, რომელსაც სწორება განვითარებისა და ზრდისკენ აქვს მიმართული „
დღის ტოპ 10 სიახლე
რატომ არ ასაჯაროებს სებ-ი BMatch პლატფორმით შესყიდვების მომდევნო თვის 25 რიცხვამდე - ნათია თურნავა
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
05.05.2025.19:00
2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 913.03 ათასი დოლარის ღირებულების 645.85 ტონა მარწყვი იყიდა. ეს მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ მარწყვის იმპორტი 34%-ითაა შემცირებული. 2024 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკით ქვეყანაში 982.11 ტონა მარწყვი შემოვიდა.
მიმდინარე წელს საქართველოში მარწყვის იმპორტი საბერძნეთიდან და თურქეთიდან განხორციელდა. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში იმპორტირებული მარწყვის 97%-ი ქვეყანაში თურქეთიდან შემოვიდა, ხოლო 3%-ი საბერძნეთიდან.
საქართველოში მარწყვის იმპორტმა რეკორდულს მაჩვენებლებს 2023 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 3,690.07 ტონა მარწყვი იყიდა. 2024 წლის სტატისტიკით კი იმპორტმა 2,957.72 ტონა შეადგინა.