„ბაზისბანკისა" და „ლიბერთი ბანკის" გაერთიანება ქმნის რეალურ შესაძლებლობას, საბანკო სისტემაში გაჩნდეს მესამე შედარებით მსხვილი სისტემური ბანკი - სებ-ის აღმასრულებელი დირექტორი
ეს ტრანზაქცია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი აქტიური განვითარების ფაზაშია და მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის, - ამის შესახებ ერონული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა დოჭვირმა აქციების ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიალზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გარიგება საქართველოს საბანკო სექტორისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც თავისი მასშტაბით, ისე შინაარსით.
„აღსანიშნავია ამ გარიგების მნიშვნელობა საერთაშორისო ინვესტიციების კონტექსტში,კერძოდ ჩინური კაპიტალის მიმართულებით. ნიშანდობლივია, რომ საფინანსო სექტორი უკვე წლებია ლიდერობს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ესტრანზაქცია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი აქტიური განვითარების ფაზაშია და მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის", - განაცხადა ბექა დოჭვირმა.
როგორც მან აღნიშნა საფინანსო სექტორისთვის ასეთი მსხვილი ტრანზაქციის განხორციელება მეტად საპასუხისმგებლო მოვლენაა და მოითხოვდა ეროვნულ ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობას.
„საფინანსო სექტორისთვის ასეთი მსხვილი ტრანზაქციის განხორციელება მეტად საპასუხისმგებლო მოვლენაა და მოითხოვს რეგულატორთან მჭიდრო თანამშრომლობასროგორც მომხმარებელთა ინტერესების დაცვის, ასევე სექტორში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით. შესაბამისად, ამ პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობდა ორივე ბანკთან", - განაცხადა ბექა დოჭვირმა.
აღნიშნული ტრანზაქციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია საბაზრო კონკურენციის გაძლიერება.
„ბაზისბანკისა და ლიბერთი ბანკის გაერთიანება ქმნის რეალურ შესაძლებლობას, საბანკო სისტემაში გაჩნდეს მესამე შედარებით მსხვილი სისტემური ბანკი, რომელიც რესურსების ოპტიმიზაციის, და მასშტაბის ეკონომიის შედეგად ხელს შეუწყობს კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება მომხმარებელთა კეთილდღეობაზეც.საბოლოოდ, „ბაზისბანკის" მიერ „ლიბერთი ბანკის" შეძენა არ არის მხოლოდ კომპანიების გაერთიანება - ეს არის ნაბიჯი უფრო კონკურენტული, მრავალფეროვანი, განვითარებაზე ორიენტირებული საბანკო სისტემისკენ", - განაცხადა ბექა დოჭვირმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ელექტროენერგეტიკის რეგულირების მიმართულებით ახალი ტრენინგკურსს აცხადებს
სხვა სიახლეები
საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას - თამარ იოსელიანი
16.04.2026.21:51
„საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს აბასთუმნის ტურისტული პოტენციალის შემდგომ გაძლიერებას და როგორც კურორტის პოზიციონირებას, მეორე მხრივ კი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება უნიკალური ობსერვატორიის სრულყოფილი საქმიანობისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ აბასთუმანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კურორტია, რაშიც, მისი შეფასებით, დასასვენებელი თუ სამკურნალო რესურსების გარდა დიდი როლი აქვს მის სამეცნიერო მნიშვნელობას, ეს ყველაფერი ერთად კი უნიკალურ გარემოს ქმნის. ამასთან, თამარ იოსელიანი აქცენტს აკეთებს ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოსთან დაკავშირებით არსებულ გლობალური ტურიზმის ტენდენციებზე.
„გლობალური ტურიზმის ტენდენციების შესაბამისად, დღესდღეობით მთელ მსოფლიოში ძალიან მაღალი მოთხოვნაა ეკოლოგიურად ჯანსაღ, მშვიდ გარემოზე, და შესაბამისად, იმ კურორტებზე, რომლებიც ვიზიტორებს სწორედ ასეთ გარემოს სთავაზობს. ამ მოთხოვნებს სრულად პასუხობს აბასთუმანი, რაც მას კიდევ უფრო ღირებულ ტურისტულ ლოკაციად აქცევს", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, აბასთუმნის კურორტის მაღალ ღირებულებას კიდევ რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა უზრუნველყოფს - მისი კლიმატო-ბალნეოლოგიური პოტენციალი, მინერალური წყლები, ასევე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან სიახლოვე. თამარ იოსელიანის განცხადებით, ამ გარემოებებიდან გამომდინარე, კურორტის შემდგომი, კომპლექსური განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
„ამ მიზნით აქტიურად ვმუშაობთ - სტრატეგიული დაგეგმვითი პროცესი მიზნად ისახავს კურორტის გრძელვადიან და დაბალანსებულ განვითარებას, რაც მის კონკურენტუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის " - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა აბასთუმნის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობაზე - აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიაზე, რომელიც 1932 წლიდან ფუნქციონირებს, მნიშვნელოვანი სამეცნიერო დანიშნულების ობიექტია და მისი ეფექტიანი ფუნქციონირება პირდაპირ არის დამოკიდებული გარემო პირობების დაცვაზე.მისი თქმით, ცვლილება ემსახურება ქვეყნისთვის პრიორიტეტული სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს საკონდენსაციო კვალის წარმოქმნის ალბათობა და შესაბამისად დაცული იყოს ასტრონომიული დაკვირვების ხარისხი.