ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა და საცურაო აუზი შენდება
ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა და საცურაო აუზი შენდება.
კომპლექსში ოლიმპიური სტანდარტების 1500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის მოედანი და 800 მაყურებელზე გათვლილი 10 ზოლიანი, 2,1 მეტრი სიმაღლის საცურაო აუზი განთავსდება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად დღეს სპორტული კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას ბათუმი ახალი თანამედროვე სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურით შეხვდება.
ამ ეტაპზე საცურაო აუზის საძირკვლის მოწყობა მიმდინარეობს, პარალელურად, დასრულდა ყინულის მოედნის ტრიბუნები, მიმდინარეობს ყინულის მოედნის შენობაზე ფლიგელების მიშენება და უშუალოდ, ყინულის მოედნის მოწყობის სამუშაოები.
მშენებლობის მეორე ეტაპი 2024 წელს დაიწყო და 2026 წელს დასრულდება.
2025 წელს ყინულის მოედანი ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს. საქართველოში ოლიმპიადის მასპინძელია თბილისი, ბაკურიანი და ბათუმი.
სპორტული ინფრატრუქტურის მშენებლობას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატები რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ადგილზე გაეცნენ.
სხვა სიახლეები
2032 წლისთვის ₾7 მილიარდზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგელობის განახლების პროექტებში - მარიამ ქვრივიშვილი
13.12.2025.02:33
"სამინისტროში შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2032 წლისთვის დაახლოებით 7 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება სტრატეგიული ობიექტებისა და პროექტების განვითარებისთვის, რომლებიც სრულად მოემსახურება მთავარ მიზანს - საქართველომ გააძლიეროს თავისი ტრანზიტული როლი რეგიონში და გააგრძელოს, იყოს დამაკავშირებელი აზიასა და ევროპას შორის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 7 მლრდ ლარი გადანაწილდება ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში, საქართველოს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლება, მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სხვ.