მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188.5
-0.005
flag
AZN 1.5851
-0.0005
flag
CNY 39.501
-0.0007
flag
EUR 3.1734
-0.0023
flag
GBP 3.6485
-0.0054
flag
KZT 57.29
0.0048
flag
TRY 0.0602
0
flag
USD 2.6946
-0.0008

ბათუმში რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი პრემიუმ პროექტის დაწყებაა დაგეგმილი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მშენებარე საბინაო ფონდს - Galt & Taggart

news image

Galt & Taggart-ი განახლებულ მიმოხილვას ,,ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონება – 2025 სრული წლის მიმოხილვა და 2026 წლის მოლოდინები" აქვეყნებს. 

2025 წელს, ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები აღდგა, 2024 წელს დაფიქსირებული კლების შემდეგ. ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე და ჯამში 17,478 ბინას მიაღწია (+15.0% წ/წ). ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა ბაზრის ღირებულებაც და 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+23.8% წ/წ), რაც ბაზარზე აქტივობის ზრდას უსვამს ხაზს. ამას ხელი შეუწყო 2025 წელს ახალი მსხვილმასშტაბიანი პროექტების გაყიდვების დაწყებამ და მეორად ბაზარზე გაზრდილი საბინაო ფონდის გამო გაზრდილმა აქტივობამ.

პირველად ბაზარზე, რეალურ დროში სისტემური დეველოპერების გამოკითხვაზე დაყრდნობით,  2025 წელს გაყიდვები წლიურად გაიზარდა, თუმცა ბაზარი ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა 2023 წელს დაფიქსირებულ რეკორდულ ნიშნულს. ამავდროულად, გასაყიდი ბინების რაოდენობა სწრაფად ზრდას განაგრძობს. სხვა სიტყვებით, ბაზარზე მაღალი აქტივობის მიუხედავად, გაზრდილი მიწოდება ჯერ კიდევ არ არის ათვისებული.

პირველადი ბაზრის ფასების ზრდა მოთხოვნის ზრდას უსწრებს, რაც ართულებს მიმდინარე ზრდის ტემპის შენარჩუნებას. ფასის ზრდა პირველად ბაზარზე დაჩქარდა და გადააჭარბა მეორადი ბაზრის ზრდის ტემპს  (9.4% წ/წ და 6.9% წ/წ საშუალო ზრდა, შესაბამისად), რამაც სხვაობა ბაზრების ფასებს შორის კიდევ უფრო გააფართოვა. ამასთან, ქირის ფასი წლიურად უცვლელი დარჩა და საშუალოდ დღეში $35.6 შეადგინა. შედეგად, ბათუმში ქირის ამონაგები – საინვესტიციო მოთხოვნის მთავარი კატალიზატორი – 2024 წლის 8.8%-დან 7.4%-მდე შემცირდა 2025 წელს. აღსანიშნავია, რომ კლების მიუხედავად, ბათუმში ამონაგები კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია სხვა საზღვაო კურორტებთან შედარებით.

Galt & Taggart-ის მოლოდინით, 2026 წელს გაყიდვების დონე პირველად ბაზარზე, მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, ხოლო მეორად ბაზარზე ზრდაა მოსალოდნელი, რასაც ხელს შეუწყობს გაზრდილი საბინაო ფონდი და ბაზრის გააქტიურება.

მოსალოდნელია, რომ პირველად ბაზარზე ფასის ზრდა 2026 წელს წლიურად 4-6%-მდე შენელდება, 2025 წელს დაფიქსირებული 9.4% წლიური ზრდის შემდეგ. პირველად და მეორად ბაზრებს შორის ფასთა სხვაობა აღარ გაიზრდება. ამასთან, ქირის ამონაგები შემცირებას განაგრძობს, მზარდი ფასისა და დიდი რაოდენობით მიმდინარე მშენებლობების ფონზე, რომლებიც მომდევნო წლებში ჩაბარდება.

საერთო ჯამში, 2026 წლის მოლოდინები უფრო საფრთხილოა, ვიდრე 2025 წლის აღდგენით შეიძლება ჩანანდეს. ბათუმში რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი პრემიუმ პროექტის დაწყებაა დაგეგმილი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მშენებარე საბინაო ფონდს და დამატებით ზეწოლას მოახდენს ბაზარზე. მნიშვნელოვანი იქნება ახალი ქვეყნების დაინტერესება ბათუმის უძრავი ქონებით, რადგან სწორედ მშენებარე პროექტებში ათვისების ტემპი და უცხოელი მყიდველების მხრიდან საინვესტიციო მოთხოვნის მდგრადობა განსაზღვრავს ბაზარი დასტაბილურდება თუ შენელდება 2026 წელს.

ირანში ბოლოდროინდელი კონფლიქტის ესკალაცია და მასთან დაკავშირებული რეგიონული რისკები მოკლევადიან პერიოდში საფრთხეს, პირველ რიგში, ისრაელიდან მოთხოვნას უქმნის – ეს სეგმენტი ბათუმში ყველაზე სწრაფად მზარდია უცხოელ მყიდველთა შორის და მასზე გაყიდვების 13% მოდიოდა 2025 წელს. თუმცა, როგორც წესი, ხანგრძლივი არასტაბილურობის დროს ისინი უსაფრთხო თავშესაფრის (safe haven) აქტივებს ეძებენ და ბათუმს, რომელიც მათთვის უკვე კარგად ნაცნობი ბაზარია, შესაძლოა საშუალო ვადაში ამან სარგებელი მოუტანოს.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას - თამარ იოსელიანი

16.04.2026.21:51

„საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს აბასთუმნის ტურისტული პოტენციალის შემდგომ გაძლიერებას და როგორც კურორტის პოზიციონირებას, მეორე მხრივ კი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება უნიკალური ობსერვატორიის სრულყოფილი საქმიანობისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ აბასთუმანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კურორტია, რაშიც, მისი შეფასებით, დასასვენებელი თუ სამკურნალო რესურსების გარდა დიდი როლი აქვს მის სამეცნიერო მნიშვნელობას, ეს ყველაფერი ერთად კი უნიკალურ გარემოს ქმნის. ამასთან, თამარ იოსელიანი აქცენტს აკეთებს ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოსთან დაკავშირებით არსებულ გლობალური ტურიზმის ტენდენციებზე.

„გლობალური ტურიზმის ტენდენციების შესაბამისად, დღესდღეობით მთელ მსოფლიოში ძალიან მაღალი მოთხოვნაა ეკოლოგიურად ჯანსაღ, მშვიდ გარემოზე, და შესაბამისად, იმ კურორტებზე, რომლებიც ვიზიტორებს სწორედ ასეთ გარემოს სთავაზობს. ამ მოთხოვნებს სრულად პასუხობს აბასთუმანი, რაც მას კიდევ უფრო ღირებულ ტურისტულ ლოკაციად აქცევს", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, აბასთუმნის კურორტის მაღალ ღირებულებას კიდევ რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა უზრუნველყოფს - მისი კლიმატო-ბალნეოლოგიური პოტენციალი, მინერალური წყლები, ასევე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან სიახლოვე. თამარ იოსელიანის განცხადებით, ამ გარემოებებიდან გამომდინარე,  კურორტის შემდგომი,  კომპლექსური განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„ამ მიზნით აქტიურად ვმუშაობთ - სტრატეგიული დაგეგმვითი პროცესი მიზნად ისახავს კურორტის გრძელვადიან და დაბალანსებულ განვითარებას, რაც მის კონკურენტუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის " - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა აბასთუმნის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობაზე - აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიაზე, რომელიც 1932 წლიდან ფუნქციონირებს, მნიშვნელოვანი სამეცნიერო დანიშნულების ობიექტია და მისი ეფექტიანი ფუნქციონირება პირდაპირ არის დამოკიდებული გარემო პირობების დაცვაზე.მისი თქმით, ცვლილება ემსახურება ქვეყნისთვის პრიორიტეტული სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს საკონდენსაციო კვალის წარმოქმნის ალბათობა და შესაბამისად დაცული იყოს ასტრონომიული დაკვირვების ხარისხი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა