ბათუმს მალე ოლიმპიური სტანდარტების ყინულის არენა და საცურაო აუზი ექნება
ბათუმს მალე ოლიმპიური სტანდარტების ყინულის არენა და საცურაო აუზი ექნება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სპორტული კომპლექსი ოლიმპიური სტანდარტების 1500 მაყურებელზე გათვლილ ყინულის მოედანს და 800 მაყურებელზე გათვლილ 10 ზოლიან, 2,1 მეტრი სიმაღლის, საცურაო აუზს მოიცავს.
„ამ ეტაპზე დასრულდა ყინულის მოედნის სამშენებლო სამუშაოები, მიმდინარეობს მოპირკეთება. კომპლექსში, ფიგურულ და ციგურებზე მასობრივ სრიალში, ასევე ყინულის და საწყლოსნო სპორტულ სახეობებში, საერთაშორისო შეჯიბრებები ჩატარდება“, - განმარტავენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.
ყინულის არენა 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს.
პარალელურად მიმდინარეობს ახალი თანამედროვე სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა, რაც მიმდინარე წელს დასრულდება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.19:00
საქართველოდან ლუდის ექსპორტი გაზრდილია. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანამ ექსპორტზე 3 670.4 ათასი დოლარის ღირებულების 3 139 555 ლიტრი ლუდი გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 2 483 426 ლიტრს შეადგენდა. შესაბამისად მიმდინარე წლის პირველი ნახევრის სტატისტიკით ლუდის ექსპორტი წლიურად 26,4%-იაა გაზრდილი.
საქართველოში ჩამოსხმული ლედისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი ყაზახეთია. სწორედ ყაზახეთზე მოდის საქართველოდან ექსპორტირებული ლუდის 32%-ი.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ლუდის ექსპორტს ახდენს:
ბოლო წლებში საქართველოდან ლუდის ექსპორტი მზარდია. 2024 წელს ქვეყანამ საექსპორტო ბაზრებზე სულ 5 875 035 ათასი დოლარის ღირებულების 7 048.4 ლიტრი ლუდი გაყიდა.