ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 2025 წელს 1,5 მლნ ტონა ყაზახური ნავთობის ტრანზიტი იგეგმება
2025 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით ყაზახური ნავთობის ტრანზიტის მოცულობა1,5 მილიონი ტონა იქნება. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ.
„2024 წელს ყაზახური ნავთობის ტრანზიტმა BTC-ით 1,4 მილიონი ტონა შეადგინა, გეგმით კი 1,5 მილიონი ტონის გატარება იყო ნავარაუდევი. BTC-სთვის 2025 წლის გეგმა რჩება 2024 წლის დონეზე - 1,5 მილიონი ტონა ნავთობი“, - აცხადებენ სამინისტროში.
როგორც ცნობილია, 2023 წელს აქტაუს პორტიდან BTC სისტემაში 1 მილიონ ტონაზე მეტი ყაზახური ნავთობი შეიტვირთა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს KazMunayGas-მა და SOCAR-მა ხელი მოაწერეს ხუთწლიან ხელშეკრულებას აქტაუ-ბაქო-ჯეიჰანის მარშრუტზე ნავთობის ტრანზიტის შესახებ, წლიური მოცულობით 1,5 მილიონი ტონა.
გასული წლის ბოლოს ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალმასადამ სატკალიევმა განაცხადა, რომ ყაზახეთი სწავლობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტით ნავთობის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობას 1,5 მილიონი ტონიდან 20 მილიონ ტონამდე.
დღის ტოპ 10 სიახლე
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
სხვა სიახლეები
TOP 10 კომპანია 2025 წლის III კვარტლის ბრუნვის მოცულობის მიხედვით
11.12.2025.17:00
2025 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით გაიზარდა და 64.7 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2025 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 25.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.7 პროცენტით მეტია.
Business Insider Georgia-მ საქსტატიდან იმ კომპანიების ჩამონათვალი გამოითხოივა, რომელთაც 2025 წლის ივლის-სექტემბერში ყველაზე დიდი ბრუნვა დააფიქსირეს.
ბიზნეს სექტორის TOP 10 საწარმო, 2025 წლის III კვარტლის ბრუნვის მოცულობის მიხედვით:
სს ნიკორა ტრეიდი: კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 14/08/2006, ხოლო მმართველობის ორგანო არის სამეთვალყურეო საბჭო: თავმჯდომარე/წევრი - ვასილი სუხიაშვილი, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი - ტარას ნიჟარაძე, წევრი - ირაკლი ბოქოლიშვილი, წევრი - გია პეტრიაშვილი, წევრი - ირაკლი ნიკოლაიშვილი, წევრი - ვასილ ტარადინი, წევრი - ოლეგ გუბანოვი. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია თემური ალექსანდრია.
შპს ასვლა: კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 30/11/2020. კომპანიის დირექტორი - არჩილ გიორგაძე და ცვეტან ბოგდანოვ სტოილოვ. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ენგური ვენჩერს ლიმიტედ.
შპს ბეთლაივი: კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 25/03/2013, ხოლო მისი დირექტორი არის თეიმურაზ კოპალეიშვილი. კომპანიაში 3%-იან წილს ფლობს თამაზ ხარაიძე, 71%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება აიტი ვენჩარი, ხოლო 20%-ს ნანა ჯანაშია.
შპს ევროპაბეთი: კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 18/11/2009. კომპანიის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა: დირექტორი: მაია კოპინაძე, დირექტორი: კრისტიან სალიბა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია Betsson Perch Investments AB, 559016-1484 /შვედეთი/.
შპს ეი ბი ჯორჯია: კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 22/12/2014. მისი დირექტორია კოკა ჯაში. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ატლას ჰოლდინგსი.
შპს კავკასიის ავტოიმპორტი: კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 22/09/2004. მისი აღმასრულებელი დირექტორია ალექსანდრე ჩადუნელი, ხპ;პ დირექტორი ალექსანდრე ვეკუა. კომპანიის 27.225%-ს ფლობს გიორგი გულაშვილი, 27,9%-ს ლევან სურგულაძე, 34.875%-ს გიორგი სურგულაძე, ხოლო დარჩენილ 10%-ს დავით გულაშვილი.
შპს ლიდერ-ბეთ სლოტი: კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 29/02/2016, ხოლო მისი დირექტორი აკაკი შუბითიძე.კომპანიაში 15%-იან წილს ფლობს აკაკი შუბითიძე, 40%-ს ქართლოს დიასამიძე, 30%-ს ბესიკ ხოკერაშვილი, ხოლო 15%-ს დავითი ჩხიტუნიძე.
შპს მარსი: კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 05/05/2015 - დირექტორთა საბჭო: დირექტორი ირაკლი ხვედელიანი, დირექტორი/წევრი: ბეჯეი პატელი, დირექტორი/წევრი: ჯაბა პეიტრიშვილი. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ენთეინ ჯორჯია.
შპს ორი ნაბიჯი: კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 17/08/2009, მისი გენერალური დირექტორია არჩილ მელიქაძე, ხოლო დირექტორი შოთა გიორგაძე. კომპანიის 33.34%-იანი წილის მფლობელია გოჩა ცქიტიშვილი, 33.33%-ის გიორგი ჩხეიძე, ხოლო 33.33%-ის კახა ბექაური.
შპს ფულ ჰაუსი: კომპანიის რეგისტრაციის ტარიღია 31/03/2016. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა თემურ მიქელაძე, წევრი: გურამ დოლიძე, წევრი: ნორბერტ ფრანც ტეუფელბერგერ. კოპანიის დირექტორია გია დუმბაძე. კომპანიის 35%-იანი წილის მფლობელია თემურ მიქელაძე, 2,5%-ის გურამ დოლიძე, 2,5%-ის ზურაბ ერქომაიშვილი, 2,5%-ის ბაკურ ხარჩილავა, 2,5%-ის გიორგი ბარნაბიშვილი, 16.67%-ის გიგი ლევაი-ვეის, 2,5%-ის მიჰალი გლოვაცკი, 2,5%-ის კლაუს გემალ რასმუსსენ, 16.67%-ის ნორბერტ ფრანც, ხოლო დარჩენილი 16.66%-ის მანფრედ ბოდნერი.
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
2025 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 67.5 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 14.5 პროცენტი — საშუალოზე, ხოლო 18.0 პროცენტი კი — მცირე ბიზნესზე. განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 46.1 პროცენტი, საშუალოზე — 23.2 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე — 30.8 პროცენტი