მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188.5
-0.005
flag
AZN 1.5851
-0.0005
flag
CNY 39.501
-0.0007
flag
EUR 3.1734
-0.0023
flag
GBP 3.6485
-0.0054
flag
KZT 57.29
0.0048
flag
TRY 0.0602
0
flag
USD 2.6946
-0.0008

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მხრიდან მაღალია დაინტერესება ინვესტიციები განახორციელოს როგორც შუა დერეფნის ინფრასტრუქტურაში, ისე ენერგეტიკის სექტორში - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი

news image

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მხრიდან მაღალია დაინტერესება ინვესტიციები განახორციელოს როგორც შუა დერეფნის ინფრასტრუქტურაში, ისე ენერგეტიკის სექტორში, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე და სამომავლო პროექტებს, რომლებსაც ბანკი აქტიურად აფინანსებს საქართველოში.

„ჩვენ შევთანხმდით იმ პრიორიტეტებზე, სადაც მოხდება მათი მხრიდან ინვესტიციების განხორციელება. ეს ეხება ქვეყნის დაკავშირებადობის გაძლიერებას. საუბარია შუა დერეფნის ინფრასტრუქტურაზე, როგორც საგზაო, ასევე სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო მიმართულებებით. ბანკის მხრიდან, ასევე ინტერესის სფეროა ენერგეტიკის სექტორიც. ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში, საქართველოს ეწვევა სპეციალური მისია, რა დროსაც საუბარი გვექნება კონკრეტულ პროექტებზე, რომელსაც ბანკი დააფინანსებს საქართველოში," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image როგორია საქართველო-ავსტრიის სავაჭრო ურთიერთობები - სტატისტიკა

17.04.2026.13:00

საქართველოსა და ავსტრიას შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ავსტრიაში 238.5 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, ხოლო 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში 509.8 ათასი დოლარის ექსპორტი განახორციელა. მიმდინარე მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოდან ავსტრიაში ექსპორტი 53,2%-ით არის შემცირებული. ორი თვის სტატისტიკით ავსტრიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მცენარის სხვადასხვა ტიპის ნაყოფია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ავსტრიაში ყიდის:

  • ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - 79.2 ათასი დოლარი;
  • წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი და ფხვნილი გამხმარი პარკოსანი ბოსტნეულისაგან - 71.5 ათასი დოლარი;
  • თესლი, ნაყოფი და სპორები დასათესად - 69.9 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 16.7 ათასი დოლარი;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 1.1 ათასი დოლარი;

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ავსტრიიდან 11 498.0 ათასი დოლარის პროდუქციის იმპორტი განახორციელა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 11 859.2 ათასი დოლარის. კლება 3,04%-ის დონეზეა.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ავსტრიიდან ყიდულობს:

  • სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - 1 732.2 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 966.3 ათასი დოლარი;
  • კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი - 830.7 ათასი დოლარი;
  • ჰიდროტურბინები, წყლის ბორბლები და მათი რეგულატორები - 701.5 ათასი დოლარი;
  • ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 695.1 ათასი დოლარი;

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა