მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7163.9
0.0229
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 39.293
0.0098
flag
EUR 3.1153
0.0013
flag
GBP 3.5711
-0.0007
flag
KZT 58.16
0.0019
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.697
-0.0005

აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამისადმი ურყევი რჩება - მასაცუგუ ასაკავა

news image

აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამისადმი ურყევი რჩება, -  ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მასაცუგუ ასაკავამ ყურადღება გაამახვილა იმ 2 საკითხზე, რომლებიც, მისივე თქმით, გააძლიერებს  ერთობლივ მუშაობას.
„აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამისადმი ურყევი რჩება. ნება მომეცით გამოვყო ამ შეხვედრისთვის განსაზღვრული დღის წესრიგიდან ორი საკითხი, რაც გააძლიერებს ჩვენს ერთობლივ მუშაობას.
პირველი მათგანია ჩვენი ძალისხმევის აქცენტები და მათი  მნიშვნელობა ისეთ სფეროებში, რომლებიც კლიმატის კრიზისის დაძლევისთვის გადამწყვეტია: ენერგეტიკული სისტემების გარდაქმნა და დეკარბონიზაცია, კლიმატის ცვლილებებზე გათვლილი აზრიანი ინფრასტრუქტურა და პოლიტიკა, კატასტროფებისადმი მედეგობა, ინსტიტუციური შესაძლებლობები და კოორდინაცია.
ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამის ფარგლებში შემუშავებული ხედვა  კლიმატის ცვლილებების შესახებ გააძლიერებს ჩვენს გავლენას ამ სფეროებში. მაგალითად, გაუმჯობესებულ შესაძლებლობებსა და კოორდინაციას შეუძლია გააძლიეროს ჩვენი პროგრამის კოლექტიური ხმა საერთაშორისო კლიმატის ისეთ ფორუმებზე, როგორიცაა გაერთიანებული ერების კონფერენცია კლიმატის ცვლილებების შესახებ.
მეორე მათგანია ფინანსური დანაკლისის ამოვსების მნიშვნელობა. ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამის ქვეყნებს 2030 წლამდე 1 ტრილიონზე მეტი დოლარი დასჭირდებათ წელიწადში ინფრასტრუქტურის სექტორში მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად და რეგიონის მრავალმხრივ გამოწვევებზე რეაგირებისთვის.
ყოველივე ეს კი საჭიროებს ინოვაციურ მიდგომებს კერძო სექტორიდან კაპიტალის მობილიზებისა და მაღალი ხარისხის ინვესტიციების განხორციელების უნარის გასაზრდელად.
იმედი მაქვს, რომ შევძლებთ რეალური პროგრესის მიღწევას  ბანკისთვის შესაფერისი რეგიონალური პროექტების მხარდასაჭერის ინიციატივებისთვის, რომლებიც ორიენტირებულია კლიმატის ცვლილებებთან გამკლავებაზე, ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიკაციაზე, მიწოდების ჯაჭვების გაძლიერებასა და მდგრადობაზე.
ნება მომეცით ჩემო გამოსვლა დავასრულო იმის თქმით, რომ აზიის განვითარების ბანკს  მტკიცედ აქვს ნაკისრი ვალდებულება თქვენთან ერთად ინოვაციურ გადაწყვეტილებებსა და დაფინანსებაზე მუშაობაზე  ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამის წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად.
კიდევ ერთხელ გმადლობთ პარტნიორობისთვის!", -  განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ​TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შოკოლადის იმპორტი განახორციელა

07.04.2026.19:00

2026 წლის იანვარ-თებერვლის სტატისტიკური მაჩვენებლებით საქართველოში შოკოლადის იმპორტი გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანამ 16 586.3 ათასი დოლარის ღირებულების 2 764.8 ტონა შოკოლადი იყიდა. 2025 წლის იანვარ-თებერვალში ეს მაჩვენებელი 2 547.6 ტონას შეადგენდა. შესაბამისად საქართველოში შოკოლადის იმპორტი 9%-ით არის გაზრდილი.

იანვრ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული შოკოლადის 35%-ი ქვეყანაში რუსეთიდან შემოვიდა.

​TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შოკოლადის იმპორტი განახორციელა:

  • რუსეთი - 961.2 ტონა;
  • უკრაინა - 824.6 ტონა;
  • თურქეთი - 258.8 ტონა;
  • პოლონეთი - 139.0 ტონა;
  • ხორვატია - 112.7 ტონა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა