ავტომობილების მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა 20-25%-ით გაზრდის ბაზარს - დავით ონოფრიშვილი
როგორც სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი აცხადებს, ქართული დაზღვევის ბაზარი განავითარებს სავალდებულო და ნებაყოფლობითი მიმართულებებს, რომლებიც სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს და საქმიანობებს მოიცავს. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, სავალდებულო დაზღვევის მაგალითებია ნოტარიუსები, აუდიტორები და, საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, სამედიცინო და სამშენებლო სექტორების წარმომადგენლები. დავით ონოფრიშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში ბაზრის ზრდას მნიშვნელოვანი ბიძგი ავტომობილების მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა მიაწვდის, რომლის წლიური მოცულობა მინიმუმ 300 მილიონ ლარს შეადგენს და ბაზარს 20–25%-ით გაზრდის.
„დაზღვევა ნებაყოფლობით და სავალდებულო სახეობებად იყოფა. და იქ სადაც ეხლა სავალდებულო სახეობებია, ვთქვათ ჩვენთან არის რომ გარკვეული პროფესიული სავალდებულო დაზღვევა არის, მაგალითად ნოტარიუსებს აქვთ, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს აქვთ, აუდიტორებს და ასე შემდეგ. და ეს განვითარება აქაც შეიძლება, მაგალითად უცხოეთში აქვთ ექიმებს, ქირურგებს, ანუ რომლებიც რისკიან პროცედურებს, ოპერაციებს ატარებენ, ან არქიტექტურის და მშენებლობის მხარეშიც სავალდებულო სახის. ამაზე ნამუშავებული ვართ ჩვენ მსოფლიო ბანკთან თავის დროზე და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში შეიძლება აქაც მოჰყვეს განვითარება. მაგრამ მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ ბიძგი რეალურად მისცეს ავტომობილების მესამე პირის სავალდებულო დაზღვევამ, TPL-ს რასაც ვეძახით და რომლის მთლიანი მოცულობა მინიმუმ 300 მილიონი იქნება, ანუ უცბად 20-25%-ით გაზრდის ბაზარს.
ამის საჭიროება არის. მე მგონი მოსახლეობაც ხვდება. ყველას ჰყავს თითქმის მანქანა, ავტომობილი ძაან გაიზარდა, მილიონს გადასცდა უკვე კარგა ხანია, მილიონნახევარიზე ცოტა მეტიც არის უკვე, ნუ თუმცა აქ შეიძლება ყველა არ მოძრაობს, ამიტომ ესეც ზუსტიც არ არის ეს ციფრები, იმიტომ რომ ზოგი მანქანა უკვე ისეთი ძველია საერთოდ დგას. ამიტომ ეს მოსაწესრიგებელია და როცა ხდება ეს საავტომობილო შემთხვევები, უპირველეს ყოვლისა მესამე პირი, რომელიც არ დააშავა თვითონ და მოხვდა ასეთ შემთხვევაში, მას ჯიბიდან გაღება არ მოუწევს. უცხოეთშიც ბევრი დადის თუ ავტომობილები გამოუყვანიათ ვთქვათ რენთ-ქარით (Rent-a-car), როცა იღებ რამოდენიმე დღით ან ერთი კვირით, არავინ არ მოგცემს შენ იმ მანქანას თუ მინიმუმი არ დააზღვიე და ეს მინიმუმია სწორედ მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა. ხშირად ყოფილა, საქართველოშიც ვიცით შემთხვევები, როცა არც ისე ძვირიანი მანქანით მოძრავ ადამიანს, მძღოლს დაჯახებია ძვირადღირებულ ავტომობილზე და თუ ის დაზღვეულია, იმას დაზღვევა კი გაუკეთებს, მაგრამ მერე დაზღვევა დაიწყებს ამოღებას თანხის ამ პირისაგან და რაც უფრო შესაძლებლობები ნაკლები გაქვს, უფრო ცუდ მდგომარეობაში ვარდები. მესამე პირის ვალდებულებები სავალდებულო ვალდებულებები უნდა არსებობდეს, განსაკუთრებით ამ ავტომობილის და თუნდაც სხვა სახეობებშიც ასევე.
და სიცოცხლის დაზღვევის სქემები არსებობს კიდევ რა თქმა უნდა, რომელიც ჩვენთან განვითარებული არ არის. სიცოცხლის დაზღვევა რაც ვთქვით, რომ მარტო ბანკთან ასოცირებული, მაგრამ თავად სიცოცხლის დაზღვევის სქემები არსებობს, სადაც ადამიანები მონაწილეობენ და შემდგომ უბრუნდებათ ეს ფული და ასე შემდეგ“, - აცხადებს დავით ონოფრიშვილი.
სხვა სიახლეები
სადაზღვევო ბაზრის მოლოდინები - როგორ აისახება მაკროეკონომიკური ტენდენციები სექტორის ზრდაზე
11.03.2026.22:20
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ დაზღვევის სექტორის განვითარება პირდაპირ არის დამოკიდებული ქვეყნისა და რეგიონის ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების გამო წარმოქმნილი ეკონომიკური რყევებისა, საქართველოს ეკონომიკამ ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა, რაც დადებითად აისახება სადაზღვევო ბაზარზეც.
ონოფრიშვილის შეფასებით, თუ გარე ფაქტორები მნიშვნელოვნად არ გაართულებს ეკონომიკურ გარემოს, დაზღვევის სექტორი საქართველოში ზრდას მომავალშიც შეინარჩუნებს. მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ბაზრის განვითარების მიმართულებით არსებული რეკომენდაციები ხელს უწყობს სექტორის გაძლიერებას, რის შედეგადაც სხვადასხვა სადაზღვევო მიმართულება მიმდინარე წელსაც ზრდის ტენდენციას შეინარჩუნებს.
„დაზღვევა როგორც ყველა სხვა ეკონომიკის სფერო ზოგად მაკროეკონომიკურ სიტუაციაზე დამოკიდებულია - სამეზობლოში როგორი მდგომარეობაა და კი ვხედავთ რა მდგომარეობაც არის - ეს ომები იწვევენ გარკვეულ რყევებს, მაგრამ საქართველოს ეკონომიკამ ყველაზე კარგად გაუძლო. ასეთი ზრდა ევროპის არცერთ ქვეყანას და სამეზობლოში არავის არ აქვს და ინფლაციური თვალსაზრისით. ამიტომ თუ ეს ტენდენცია მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული იქნება, ანუ გარე ფაქტორები სერიოზულ რყევებს ზოგადად არ გამოიწვევენ, მაშინ დაზღვევის სფეროც თავისთავად ასეთივე ტემპით განაგრძობს ზრდას. მგონია, რომ უცხოელების დაინტერესებაც არის, ახლა ჩვენი სამსახური და მე პირადად ჩართული ვარ, გახლავართ აღმასრულებელი კომიტეტის წევრი მსოფლიოს ზედამხედველთა ორგანიზაციის, ევროპას წარმოვადგენ ჩემს სლოვენიელ კოლეგასთან ერთად. ძაან ბევრი საკითხები იქ სხვადასხვა ტენდენციების კვლევაც კი მიდის როგორ უნდა განვითარდეს და ის რეკომენდაციებიც გვაქვს მათგან, როგორ უნდა წავიდეთ - ზედამხედველობა როგორ განვახორციელოთ, თვითონ ბაზარი როგორ განვავითაროთ. მგონია, რომ ტრენდი, ყველა მიმართულება მზარდი იქნება წელსაც“, - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.