მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7095
-0.0056
flag
AZN 1.5858
-0.0008
flag
CNY 38.694
0.0008
flag
EUR 3.1377
-0.0062
flag
GBP 3.6192
-0.0095
flag
KZT 52.73
-0.0015
flag
TRY 0.0624
-0.0001
flag
USD 2.6961
-0.0014

ავიაციის სექტორისთვის 2025 წელი ყველა მიმართულებით რეკორდული იყო, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება აუცილებელია - თამარ იოსელიანი

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველოს ავიასექტორის ზრდის პირობებში მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაც, რომელიც დამატებით ნაკადებს მოემსახურება. თამარ იოსელიანის შეფასებით, ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ფრანგული Groupe ADP-ის წევრ „ტავ ჯორჯიას“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ავიაციის სექტორისთვის - ხელშეკრულების თანახმად, მომდევნო წლებში 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის რიცხვები, რაც ზოგადად ავიაციის სექტორში გვაქვს - 2025 წელი ყველა მიმართულებით რეკორდული იყო, საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტი  8,5 მლნ მგზავრს მოემსახურა. ეს მონაცემები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება აუცილებელია“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ფრანგული სახელმწიფო კომპანია - Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის მომავალი ხუთი წლით - 2031 წლის ბოლომდე  ოპერირებას განახლებული პირობებით გააგრძელებს. ხელშეკრულება ითვალისწინებს  აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის არსებული ტერმინალის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და არსებული 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონს გადააჭარბებს. ასევე თვითმფრინავის 58 სადგომის რაოდენობა 65-მდე გაიზრდება.

„აღნიშნული ინვესტიციით გაორმაგდება მგზავრთნაკადი, შესაბამისად, 2031 წლამდე, ვიდრე ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტი შევა ოპერირებაში, ADP Group და „ტავ ჯორჯია“ განახორციელებს თბილისის საერთაშირისო აეროპორტის ოპერირებას. აღსანიშნავია, რომ გასამმაგდება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების შემოსავალი, ის ასევე პროექტის ღირებულების საავანსო თანხას, დამატებით 25 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულებით, „ტავ ჯორჯია“  მონაწილეობას მიიღებს ავიაკომპანიების მარკეტინგული წახალისების სქემებში იმისთვის, რომ მოვიზიდოთ დამატებითი ავიაკომპანიები და შევასრულოთ დამატებითი პირდაპირი ფრენები“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

ამასთან, მინისტრის მოადგილე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შენდება ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც 2031 წლიდან ამოქმედდება და წლიურად დაახლოებით 20 მილიონ მგზავრს მოემსახურება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კი ამ მიმართულებით ოპერირებას შეწყვეტს.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image დღევანდელი შეთანხმება ადასტურებს, რომ საქართველო მყარად განაგრძობს ეკონომიკურ ზრდას და საავიაციო სექტორის სწორ განვითარებას - ლევან მოსეშვილი

15.01.2026.20:13

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის მასშტაბური ზრდის პარალელურად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ TAV Georgia-სთან  შეთანხმება გააფორმა,  რომლის მიხედვითაც ქვეყნის მთავარი აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება.

 საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, ფრანგული საავიაციო ჯგუფი GROUPE ADP  თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარებისთვის 150 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო ოპერირების ვადა კი  2031 წლის ბოლომდე გახანრძლივდება.

,,დღეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ავიაციისთვის. ხელი მოვაწერეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან შეთანხმებას ფრანგულ საავიაციო ჯგუფ Groupe ADP-თან, რომლის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ეს პროექტი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს აეროპორტის ინფრასტრუქტურასა და მგზავრთა მომსახურების ხარისხს. ინვესტიცია დასრულდება 2028 წლის ბოლომდე და მოიცავს ტერმინალის მასშტაბურ გაფართოებას, რის შედეგადაც აეროპორტის გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება.

დღევანდელი შეთანხმება ადასტურებს, რომ საქართველო მყარად განაგრძობს ეკონომიკურ ზრდას და საავიაციო სექტორის სწორ განვითარებას. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია თბილისის აეროპორტის რეგიონულ ავიაციურ ჰაბად ჩამოყალიბების გზაზე,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ინვესტიციის ფარგლებში განხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის არსებული ტერმინალის მასშტაბური გაფართოება, რის შედეგადაც მისი საერთო მოცულობა დაახლოებით 50 პროცენტით გაიზრდება. პროექტი მოიცავს როგორც ჩამოფრენის, ისე გამგზავრების ზონების განვითარებას, რაც აეროპორტის წლიურ გამტარუნარიანობას არსებული 5 მილიონი მგზავრიდან მინიმუმ 10 მილიონამდე გაზრდის. პარალელურად, თვითმფრინავების სადგომების რაოდენობა 58-დან 65-მდე გაიზრდება და მნიშვნელოვნად გაფართოვდება აეროპორტის ბაქანი.

ხელშეკრულების შესაბამისად, აეროპორტების გაერთიანება მიიღებს პროექტის ღირებულების საავანსო თანხას — დამატებით 25 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიღებული წლიური შემოსავალი სამჯერ გაიზრდება არსებულ მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, აეროპორტის მმართველი კომპანია უზრუნველყოფს ავიაკომპანიების მარკეტინგული მხარდაჭერის პროგრამის ხელშეწყობას, რაც მნიშვნელოვან წინაპირობას შექმნის ახალი ავიამიმართულებების განვითარებისა და საერთაშორისო ავიაკომპანიების მოზიდვისთვის.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა