მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.039
flag
AZN 1.5862
-0.0003
flag
CNY 39.557
0.0075
flag
EUR 3.18
0.0281
flag
GBP 3.6546
0.0308
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0603
-0.0003
flag
USD 2.6963
-0.0002

აუცილებლად უნდა მოვახერხოთ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია - მაია მელიქიძე

news image

ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი სტრატეგიის მიხედვით, საქართველო განახლებადი ენერგიის გენერაციის მნიშვნელოვანი ზრდას გეგმავს. აღნიშნულ საკითხზე ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ ისაუბრა. მისი თქმით, სტრატეგიის პირველი ფაზა დაახლოებით 4 000 მეგავატის ახალი დადგმული სიმძლავრის დამატებას ითვალისწინებს, ხოლო მეორე ეტაპის დასრულებისას, 2036 წლისთვის, ქვეყნის საერთო დადგმულმა სიმძლავრემ 11 500 მეგავატს უნდა მიაღწიოს.

აღნიშნულ თემებზე საუბარი რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის სამინისტროსა და სექტორის წარმომადგენლების შეხვედრაზეც შედგა.

„რამოდენიმე მიმართულებით ვისაუბრეთ. პირველი იყო თავად სტრატეგიის წარმოდგენა, რომელსაც სექტორი ითხოვდა, და ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ იგი ორ ფაზად დაიყოფა. პირველი ფაზა ითვალისწინებს დაახლოებით 4 000 მეგავატის დამატებას ჩვენს უკვე არსებული 4 600 მეგავატის სიმძლავრეზე. საბოლოო ჯამში, მეორე ფაზის დასრულების შემდეგ, 2036 წლისთვის, ჩვენ უნდა გვქონდეს 11 500 მეგავატი დადგმული სიმძლავრე, რათა ორი მნიშვნელოვანი პროექტით ვისარგებლოთ და ექსპორტიორ ქვეყანად ჩამოვყალიბდეთ. ერთი ეს გახლავთ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, მეორე - მწვანე ენერგიის დერეფანი. ეს ორი გადამწყვეტი და კრიტიკული პროცესია.

ორი საკითხი მინდა გავამახვილო: ექსპორტი და ენერგიის ბალანსი. ჩვენი საექსპორტო ბაზარი ყოველთვის იყო თურქეთი და მიმზიდველი, რადგან ფასები, პანდემიის პერიოდში, 22 დოლარ-ცენტამდე იყო, შემდეგ 6, 8 დოლარ-ცენტამდე, ხოლო დღეს - 4 დოლარ-ცენტამდე შემცირდა. მიზეზი მარტივია: თურქეთმა ააშენა ატომური ელექტროსადგური და უზარმაზარი ჰიდროელექტროენერგიის გენერაციის ობიექტი. ჩვენც ვგეგმავთ პროექტებს ხუდონზე. თუმცა ფაქტია, თურქეთი ნელ-ნელა ხდება თვითკმარი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, ყოველთვის იქნება პერიოდი, როდესაც ელექტროენერგიას ექსპორტზე გავიტანთ, მაგრამ აუცილებელია ჩვენი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია.

ამასთანავე, პრიორიტეტი ენიჭება ჰიდროენერგეტიკას, რაც სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. შემდეგი პრიორიტეტები უნდა იყოს ქარი და მზე, რომლებიც თანაბარწონად უნდა განთავსდეს, რადგან ქარს თავისი დატვირთვა აქვს ზამთარში, ხოლო მზეს - ზაფხულში. როგორც სექტორის წარმომადგენელი, მინდა მოვითხოვო, რომ გვქონდეს სთორიჯები, ანუ დამაგროვებლები, როგორც ჰესებისთვის, ასევე მზის ელექტროსადგურებისთვის. ეს აუცილებელია, რადგან ბირჟის გახსნის შემდეგ დაგეგმილია დღე-ღამის და დღის შიგნით ტარიფების დანერგვა. სისტემა ჯერ კიდევ შესამუშავებელია, თუმცა გვაქვს გამოცდილება, რომელიც შეგვიძლია გადავიტანოთ და მოვარგოთ ჩვენს რეალობას.

ამიტომ ვთვლი, რომ ქარისა და მზის სიმძლავრეები თანაბარწონად უნდა განაწილდეს, პარიტეტი უნდა განსაზღვრული იყოს და სტრატეგია სწორად ჩამოყალიბდეს“, - აცხადებს მაია მელიქიძე.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image IMF-მა გლობალური ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 3.1%-მდე შეამცირა

14.04.2026.19:29

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური პროგნოზის აპრილის განახლებას აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, IMF-მა გლობალური ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 3.1%-მდე შეამცირა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა