„აწარმოე საქართველოში“ აცხადებს კონკურსს აქტივების მართვაზე, სადაც შეიქმნება დაახლოებით 30-40 მლნ დოლარიანი საინვესტიციო ფონდი - ირაკლი ნადარეიშვილი
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, რომელიც 10 წლის წინ შეიქმნა და საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, ყოველწლიურად ბაზარს გარკვეულ სიახლეებს სთავაზობს. როგორც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, სამინისტრომ 2024 წელს „აწარმოე საქართველოშიც“ ბაზაზე კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების ხელშეწყობა დაიწყო.
„პროგრამები გრძელდება, თუმცა ჩვენ ამ თვალსაზრისთ სიახლეებით ნამდვილად გამოვირჩევით. ყოველი წელი ბოლო ბოლო 5 წლის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად ვთავაზობთ ბიზნესს და კერძო სექტორს სიახლეებს. ძირითადი პროგრამები, როგორც მოგეხსენებათ გამიზნულია ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე. ამით დაიწყო „აწარმოე საქართველოშიც“ იდეა და ეს გამოწვევა დღესაც არსებობს. მათ შორის იმ ნაწილში, რომ ქართული საფინანსო სექტორი უმეტესწილად არის საბანკო სექტორში თავმოყრილი და შესაბამისად დივერსიფიცირება ფინანსური ინსტრუმენტების არ არის ისეთი მაღალი. ჩვენ პარალელურად სამინისტრო, მინიმუმ 5 წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად მუშაობს კაპიტალის ბაზრის სტრუქტურულ რეფორმაზე, რომელიც ერთ-ერთი ფუნდამენტური რეფორმაა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის. შარშან დავიწყეთ კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების ხელშეწყობა ანალოგიური პრინციპით, ისევ „აწარმოე საქართველოშიც“ ბაზაზე. რომლითაც დავიწყეთ ძალიან წარმატებული პროგრამა, რომელიც ემსახურება სავალო ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობას. ეს ახალი მიმართულებაა ცალსახად და ძალიან წარმატებული, იმიტომ, რომ დაახლოებით ზაფხულში დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება და წლის ბოლომდე 200 მლნ ლარზე მეტი ფასიანი ქაღალდების განთავსებას შევუწყვეთ ხელი. ეს იყო მთლიანი ბონდების ბაზრის დაახლოებით ნახევარი“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.
ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, „აწარმოე საქართველოში“ აცხადებს კონკურსს აქტივების მართვაზე, სადაც შეიქმნება დაახლოებით 30-40 მლნ დოლარიანი საინვესტიციო ფონდი.
„მოგეხსენებათ, რომ იმ პოლიტიკამ რომელიც ძირითადად საკანონმდებლო ჩარჩოს მოწყობით იყო გამოხატული, თავისთავად გამოიწვია კაპიტალის ბაზრის განვითარება. ჩვენ ყოველწლიურად ვაკვირდებით კაპიტალის ბაზრის გაორმაგებას, დაახლოებით 20-მდე გაიზარდა საინვესტიციო ფონდების რაოდენობა. მეორე მიმართულება სწორედ საინვესტიციო ფონდებს ეხება. ჩვენ ვმუშაობთ, ეს პროგრამა უკვე არის გამოცხადებული. ეს არის კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდში თანამონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან. ანალოგიურად ჩვენ 2 წლის უკან GITA-მ მიიღო მონაწილეობა და პრინციპში ხელი შეუწყო და ხელი შეუწყო პირველი ვენჩერული ფონდის შექმნას, რომელიც იმართება ამერიკული აქტივების მმართველის მიერ. ანალოგიური პრინციპით „აწარმოე საქართველოში“ აცხადებს კონკურსს აქტივების მართვაზე, სადაც შეიქმნება დაახლოებით 30-40 მლნ დოლარიანი საინვესტიციო ფონდი, რომელიც ისევ მცირე და საშუალო ბიზნესში განახორციელებს ინვესტირებას.
მესამე ეს არის აქტივებზე დაფუძნებული მიმართულება. პარლამენტში წარდგენილი გაქვს კანონპროექტი ფაქტორინგის შესახებ. ეს არის აბსოლუტურად ახალი ინსტრუმენტი საქართველოს რეალობაში. შემოდის ფაქტორინგული კომპანიის ცნება. ეს არის მოკლევადიანი მისაღებების კონვერტირება საბრუნავ კაპიტალში ძალიან სწრაფი და მოხერხებული ინსტრუმენტებით. ეს არის ძალიან გავრცელებული და პოპულარული ინსტრუმენტი მთელს მსოფლიოში. საქართველოში წელს უკვე კანონის დამტკიცებისთანავე იქება ხელმისაწვდომი ასეთი ინსტრუმენტი და ამ შემთხვევაშიც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ იტვირთავს, როლს რომ ამ ბაზრის განვითარება უფრო სწრაფად და ეფექტურად მოხდეს. ჩვენ უშუალოდ ვმუშაობთ ელექტრონულ პლატფორმაზე, რომელიც შეიქმნება „აწარმოე საქართველოშის“ ბაზარზე, სადაც მოხდება მოკლევადიანი მისაღებლების ვაჭრობა ფაქტორინგის კომპანიებსა და მეწარმეებს შორის და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ამ ინსტრუმენტის გამოყენება არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რადგანაც მათ როგორც წესი საბრუნავ კაპიტალზე აქვთ გამოწვევა და ხელმისაწვდომობის პრობლემა“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
03.06.2025.17:00
2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ 34.40 ტონა ნესვი იყიდა, რაშიც 22.76 ათასი დოლარი გადაიხადა. მიმდინარე მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ ნესვის იმპორტი 60%-ითაა შემცირებული, რადგანაც 2024 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებლებით ნესვის იმპორტმა 86.02 ტონა შეადგინა.
მიმდინარე წელს საქართველოში იმპორტირებული ნესვის 65%-ი ქვეყანაში თურქეთიდან შემოვიდა. 2025 წლის ოთხ თვეში ნესვის იმპორტი სულ სამი ბაზრიდან მოხდა.
თურქეთი - 22.35 ტონა;
ირანი - 6.74 ტონა;
ნიდერლანდები - 5.30 ტონა.
საგულისხმოა, რომ საქართველოში ნესვის იმპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 1,200.87 ტონა ნესვი შეიძინა, რაშიც 281.12 ათასი დოლარი გადაიხადა.