აშშ-სთან დიალოგი, პირველ რიგში, დავიწყეთ იმ პირებთან, რომლებსაც კონკრეტულად აქვთ პასუხისმგებლობა საქართველოსა და რეგიონის მიმართ - ლევან დავითაშვილი
აშშ-ში გამართული ვიზიტის შეფასებისას ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ, საქართველოს მთავრობამ, პირველ რიგში, დაიწყო დიალოგი და სამუშაო შეხვედრები იმ ადამიანებთან, ვისაც უშუალოდ რეგიონი აბარია და რეგიონის სპეციფიკა იციან. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, დიალოგის ასე დაწყება ყველაზე უფრო შედეგიანი და პროდუქტიულია.
„მეორე ნაწილი არის ის, რომ, რა თქმა უნდა, იქნება შეხვედრები უმაღლესი პოლიტიკური პირების დონეზე, თუმცა, იცით, რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატები ახალ პოლიტიკას აყალიბებს, ასევე თანამდებობის პირები უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე ჯერ კიდევ დანიშვნის პროცესში არიან, მათ უნდა გაიარონ კონგრესის შესაბამისი პროცედურები და ეს ალბათ რამდენიმე თვეში დასრულდება. ასე რომ, ჩვენ გვექნება საშემოდგომო ვიზიტი, როდესაც იქნება საშემოდგომო სესიები" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა, თუმცა, მისივე თქმით, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს, რომ პარალელურად გაიმართოს და კიდევ უფრო გაღრმავდეს დიალოგი პარტნიორებთან, მათ შორის, დაიგეგმოს მაღალი დონის შეხვედრები.
,თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევხვედროდით კონკრეტულ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და ასევე იმ პირებს, რომლებსაც კონკრეტულად აქვს პასუხისმგებლობა საქართველოს და რეგიონის მიმართ - ჩვენ მოვახერხეთ მნიშვნელოვან ადამიანებთან კომუნიკაცია, დიალოგი დაწყებულია და ვფიქრობ, რომ არის ძალიან პოზიტიური" - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
01.05.2025.19:00
ავოკადოს იმპორტი 6%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 1,333.98 ათასი დოლარის ღირებულების 512.90 ტონა ავოკადო იყიდა. 2024 წლის პირველ კვარტალში კი 543.40 ტონა.
2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში იმპორტირებული ავოკადოს 54%-ი საქართველოში ნიდერლანდებიდან შემოვიდა.
სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, მიმდინარე წელს საქართველომ ავოკადო სულ 4 ბაზრიდან იყიდა:
საგულისხმოა, რომ 2024 წელს საქართველომ ავოკადოს იმპორტის კუთხით რეკორდი დაამყარა, რადგანაც ქვეყანამ მთლიანობაში 1,894.91 ტონა ავოკადო იყიდა, რაშიც ასევე სოლიდური თანხა 4,451.98 ათასი დოლარი გადაიხადა.