მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7035.7
-0.0173
flag
AZN 1.6168
-0.0014
flag
CNY 37.841
0.0008
flag
EUR 3.1239
-0.0066
flag
GBP 3.6732
-0.0095
flag
KZT 53.58
-0.0017
flag
TRY 0.0714
-0.0002
flag
USD 2.7492
-0.0024

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში იყო თუ არა საუბარი სსფ-ს პროგრამაზე - დეტალები

news image

მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა სამწუხაროდ იყო დაპაუზებული, მაგრამ მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს სხვა ფორმის თანამშრომლობა, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა სსფ-სთან ურთიერთობებზე კომენტირებისას განაცხადა. როგორც ცნობილია ნათია თურნავა აშშ-ში იმყოფებოდა და სსფ-ს მაღალჩინოსნებთან მართავდა შეხვედრებს. სწორედ იქ გადაწყდა, რომ სსფ-ს მორიგი მისია საქართველოს მაისის ბოლოს ესტუმრება.

ნათია თურნავას თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არცერთი წუთით არ შეწყვეტილა.

„სავალუტო ფონდი ჩვენი ტრადიციული პარტნიორია. ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გაჩნდა საქართველოში. რა თქმა უნდა მათთან თანამშრომლობა ჩვენთვის არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, გვინდა თუ არა ჩვენ ბიუჯეტისთვის მათგან ვისესხოთ და ბოლო პერიოდში ჩვენ ეს აუცილებლობა არ დაგვდგომია, მაგრამ მთლიანობაში ზოგადად სანდოობისთვის, ბიზნესის თვალში, ინვესტორების თვალში ყოველთვის კარგია, როდესაც სავალუტო ფონდი არის ძლიერად წარმოდგენილი ქვეყანაში. მე გავაკეთე ეს კომენტარი და აქაც განვმეორდები, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არცერთი წუთით არ შეწყვეტილა, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა სამწუხაროდ იყო დაპაუზებული, მაგრამ მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს სხვა ფორმის თანამშრომლობა. წელს არის იგივე ე.წ მეოთხე მუხლის მისია ეს პროგრამა. ეს მისია ჩვენ გვესტუმრება უახლოეს დღეებში და იქაც ვიმსჯელებთ ყველაფერზე. მაისის ბოლოს ველით სავალუტო ფონდის მისიას საქართველოში, სადაც ყველაფერზე შეგვეძლება საუბარი. ტექნიკური დახმარების პროგრამები მათთან არ შეჩერებულა. მათ შორის, ეროვნული ბანკიც სარგებლობს უამრავი ტექნიკური დახმარების პროგრამით. მათ შორის, კიბერუსაფრთხოებით დაწყებული და საბანკო ზედამხედველობის საკითხებით დამთავრებული. ანუ ეს მჭიდრო თანამშრომლობა სულ გრძელდება. პროგრამაზე ვისაუბრებთ, როდესაც მისია ჩამოვა. ასეთი რაღაცაც ითქვა ჩვენი მხრიდან და ვფიქრობ, რომ გაგებით იყო ეს მოსმენილი, რომ ჩვენ ვიდრე ახალ პროგრამაზე ვისაუბრებთ აუცილებლად უნდა შევაფასოთ ეს დაპაუზებული ფორმალურად მიმდინარე პროგრამის მდგომარეობა. რა ღია საკითხები იყო, რა შესრულდა შემდეგ. იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა იყო დაპაუზებული ჩვენ მაინც ვაგრძელებდით როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ასევე ეროვნული ბანკი ამ პროგრამის მიხედვით მუშაობას. რა შესრულდა, რა დარჩა ღია იმისთვის რომ ეს საკითხები აღარ დაუდგეს წინ ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას. კი თავის დროზე იყო მიღებული გადაწყვეტილება ამ პროგრამის შეჩერების შესახებ, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა პრაქტიკულად საშუალო ვადიანი მიზნობრივი მაჩვენებელი, რაც ამ დაპაუზებულ პროგრამაში იყო მოყვანილი ჩვენი მხრიდან იყო შესრულებული. ანუ ამ კუთხით არანაირი სასაყვედურო ქართულ მხარეს არ ჰქონდა. მათ შორის, ჩვენ მხარეს ეს იყო წმინდა რეზერვები, ფინანსთა სამინისტროს მხარეს ეს იყო საბიუჯეტო დეფიციტი. ყველაფერი იყო ზედმიწევნით იყო შესრულებული. ნუ სხვა საკითხია, რომ მიუხედავად ამისა მაინც იყო მიღებული გადაწყვეტილება ამ პროგრამის დიაპაუზების შესახებ. რამდენად გამართლებული იყო მაშინ იმ დროს ეს გადაწყვეტილება ეს კიდე ცალკე საკითხია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ სსფ და სებ არიან პარტნიორები და პარტნიორებს შორის არ შეიძლება, რომ თემა იყოს დახურული.

„ყველაფერზე ხდება საუბარი. მე პირადად ვფიქრობ რომ ერთ-ერთი მიზეზი მაშინ რაც იყო დასახელებული რომ ეროვნული ბანკის კანონში შევიდა ცვლილება პირიქით, სასიკეთო ცვლილება იყო იმიტომ რომ გამჭვირვალედ და საუკეთესო სტანდარტით კანონით დარეგულირდა თუ რა ხდება ისეთ დროს როდესაც ეროვნულ ბანკს არ ჰყავს მოქმედი პრეზიდენტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რომელსაც პირველი მოადგილე ცვლის და სწორედ ეგ სიტუაცია გვქონდა ჩვენ პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე დიდხანს არ ჰყავდა პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, საუკეთესო გამოსავალია ამის განმარტება მოხდა პარტნიორებთან. თუმცა მას შემდეგ ბევრი რამე გაკეთდა აქ გაუმჯობესების მიმართულებით. იგივე რა წუხილიც ჰქონდა სავალუტო ფონდს, რომ აღმასრულებელი წევრების რაოდენობა ჩვენს სამეთვალყურეო საბჭოში ჭარბობს არა აღმასრულებელს, ესეც გამოსწორდა. 9 წევრი, ყველა არის პარლამენტის მიერ დამტკიცებული და დანიშნული. არა აღმასრულებელი წევრების რაოდენობა 5 არის და 4 ვართ აღმასრულებლები, ანუ თვითონ ის პრინციპი რომლითაც უნდა იყოს ეს წარმოდგენილი და თანაფარდობა დაცული არის. ეს წუხილიც არის რაღაცნაირად გადაწყვეტილი და აღარ უნდა იყოს ჩვენს შორის საკითხი პრობლემური და ბევრი სხვა საკითხი იგივე ფინანსთა სამინისტროს მხარესაც, რაც იყო ღია საკითხები 2 წლის განმავლობაში იმუშავა უწყებამ ესეც ამოწურულია. ამიტომ მე პოზიტიურად ვარ განწყობილი“- აღნიშნა თურნავამ.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ინფლაცია კვლავ დაბალია და სხვა პარამეტრებიც არის პოზიტიური - ნათია თურნავა

01.05.2025.00:25

ინფლაცია კვლავ დაბალია და სხვა პარამეტრებიც არის პოზიტიური - აცხადებს სებ-ის პრეზიდენტი. ნათია თურნავა, რომელიც აშშ-ში ეკონომიკურ გუნდთან ერთად იმყოფებოდა, საქართველოში საკმაოდ პოზიტიური მოლოდინებით დაბრუნდა. მით უმეტეს, რომ მის პოზიტივს არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრებიც ამყარებს.

„ბოლო 4 წლის განმავლობაში, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპი 9,4%-ია. ახლა, რომ ვიყავით ვაშინგტონში ჩასულები სწორედ მაგ დროს გამოქვეყნდა სსფ-ს ბოლო ანგარიში, რომელშიც საქართველო რომ შეხედოთ შედარების ცხრილებს, მეორეა ზოგადად მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზეა რეალური შიდა პროდუქტის ზრდის ტემპით - 10,7%. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს რას ნიშნავს ინვესტორისთვის? ეს იმას ნიშნავს, რომ მაღალი მოგება ექნება. ჩვენთან ჩადებულ თითოეულ დოლარზე, ან ევროზე მიიღებს შედარებით უფრო მაღალ უკუგებას ვიდრე სხვაგან, რომელიც იმ რისკებსაც დაფარავს, რომ საქართველო რთულ გარემოცვაში იმყოფება და ბევრ სხვა ფაქტორს გააუმჯობესებს მისთვის“, - აცხადებს ნათია თურნავა. 

მისივე თქმით, საინვესტიციო ფონდები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას, ყოველთვის როცა ახალი ფასიანი ქაღალდების გამოშვება იქნება.

„ძირითადად ეს არის პორტფელური ინვესტიციები, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე აქტიურობენ. რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს მარტივად რომ ვთარგმნოთ ნიშნავს იმას, რომ მეტი სავალუტო შემოდინება იქნება ქვეყანაში. ჩვენ ვაკვირდებით რამდენად არის ამ კუთხით გაუმჯობესებული ვითარება, სტაბილურია ჩვენი სავალუტო ბაზარი, ლარი ტრადიციულად როგორც ზაფხულში ახასიათებს მყარდება და ერთ ერთი ფაქტორია რა თქმა უნდა ინვესტიციები. ისევ და ისევ ვამბობ, რომ უყურებენ ისინი, რომ მთელი ამ რამდენიმე წლის განმავლობაში მიუხედავად კოვიდ-პანდემიისა, მიუხედავად რუსეთ-უკრაინის ომისა, მიუხედავად სხვა გეოპოლიტიკური გამოწვევებისა, მიუხედავად ბევრი ფაქტორისა საქართველოში ნარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, მიზნობრივზე დაბალი ინფლაცია. დღეს გამოქვეყნდა მარტის ბოლო მონაცემი, მშპ მარტში გაზრდილია 9%-ით. რაც ნიშნავს, რომ ჩვენი წლევანდელი პროგნოზი იქნება გაცილებით უფრო მაღალი, ალბათ, ვიდრე ჩვენ მანამდე ვარაუდობდით. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ხოლო ინფლაცია კვლავაც არის მიზნობრივის ირგვლივ. ანუ არ არის მაღალი. წინა წელს საშუალო ინფლაცია იყო 1,1%-ი, წელს არის მიახლოებული მიზნობრივთან, კვლავ დაბალია ინფლაცია და სხვა პარამეტრებიც არის პოზიტიური“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. 



საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა