აშშ-ის ახალი საგარეო პოლიტიკა მთლიანად უკავშირდება ეკონომიკურ ინტერესებს, ამ ტიპის მიდგომები საქართველოსთვისაც რაციონალური და მისაღებია - ლევან დავითაშვილი
პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი საგარეო პოლიტიკა მთლიანად უკავშირდება ეკონომიკურ ინტერესებს, ამ ტიპის მიდგომები საქართველოსთვისაც რაციონალური და მისაღებია.
„ვფიქრობ, ეს წარმოადგენს ძალიან კარგ წინაპირობას იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა იყოს ეფექტიანი და მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდეს. ყველა შეხვედრა, რომელიც იმართება ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, თავისთავად, მოიცავს პოლიტიკურ ურთიერთობებს, პოლიტიკა და ეკონომიკა ამ შემთხვევაში მჭიდროდ არის დაკავშირებული, მათი გამიჯვნა, პრაქტიკულად, შეუძლებელია“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებთან თანამშრომლობა გარკვეული მიმართულებებით განსაკუთრებით ხელსაყრელია და შეესაბამება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ეს მიმართულებები ძალიან საინტერესოა და შესაბამისობაშია აშშ-ის ახალი ხელისუფლების ინტერესებთან.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
25.04.2025
ისტორიაში პირველად, სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო ერთ სულზე რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკის ზრდით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია და ამ ლიდერობას 2030 წლის ჩათვლით ინარჩუნებს, - წერს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზის სამი მიმართულებით მოხვდა 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულებში, ეს შედეგი კი ქვეყნის გონივრულ და მიზანმიმართულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მიუთითებს.
„ისტორიაში პირველად, სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო ერთ სულზე რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკის ზრდით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია და ამ ლიდერობას 2030 წლის ჩათვლით ინარჩუნებს.
საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზის სამი მიმართულებით მოხვდა 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულებში.
სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ერთ სულზე 2024 წელს 10,7%-ით გაიზარდა, რითაც მსოფლიოში გავიდა მეორე ადგილზე გაიანას შემდეგ, 21-ე საუკუნეში ერთ სულზე რეალური ეკონომიკის ისტორიული პროგრესით კი საქართველომ მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მოხვდა.
მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე (GDP per capita PPP) ნომინალური ეკონომიკის ზრდით საქართველო 2024 წელს მსოფლიოში მეორე ადგილზე დაწინაურდა. სავალუტო ფონდის შეფასებით, ზრდამ 13,3%-ს გადააჭარბა.
ფონდის შეფასებით, საქართველოს ნომინალური ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით (GDP PPP, current prices) 2024 წელს უკვე გახდა 12-ნიშნა სიდიდე, გადააჭარბა 104 მილიარდ 403 მილიონ დოლარს და ისტორიაში პირველად გადაუსწრო ლუქსემბურგს, რომლის ეკონომიკა 2024 წელს 100 მილიარდ 527 მლნ დოლარს გაუტოლდა.
ეს შედეგი ქვეყნის გონივრულ და მიზანმიმართულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მიუთითებს.
მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს: ეკონომიკა ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობების განვითარებისა და კეთილდღეობის საფუძველია. ძლიერი ეკონომიკა ნიშნავს ძლიერ მომავალს. ეკონომიკა ყველასია და ის განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას“, - წერს შოთა ბერეკაშვილი.