მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7108.6
0.0142
flag
AZN 1.6078
-0.0013
flag
CNY 38.038
0.0012
flag
EUR 3.0861
-0.0123
flag
GBP 3.6838
-0.0089
flag
KZT 53.79
0.0036
flag
TRY 0.0699
-0.0001
flag
USD 2.7342
-0.0007
flag
AMD 7108.6
0.0142
flag
AZN 1.6078
-0.0013
flag
CNY 38.038
0.0012
flag
EUR 3.0861
-0.0123
flag
GBP 3.6838
-0.0089
flag
KZT 53.79
0.0036
flag
TRY 0.0699
-0.0001
flag
USD 2.7342
-0.0007

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაში არსებობს მყარი პოზიცია, რომ საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა გაღრმავდეს და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს - ლევან დავითაშვილი

news image
ვფიქრობ, ამერიკასა და საქართველოს აქვს თანამშრომლობის გაღრმავების  ძალიან დიდი პოტენციალი როგორც სავაჭრო ურთიერთობებში, ასევე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის კუთხით და საინვესტიციო მიმართულებით ტრანსპორტისა და  ლოგისტიკის სფეროებში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან იმ პრიორიტეტებზე საუბარი, რომელიც „ქართული ოცნების" ხელისუფლებას გააჩნია და სრულად თანხვედრაშია პრეზიდენტ ტრამპის ხედვებთან" - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა.
 
ლევან დავითაშვილმა აშშ-ში  ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ დღის წესრიგი იყო საკმაოდ დატვირთული, შედგა საქართველოს დელეგაციის  შეხვედრა ბევრ უწყებასთან, რომლებიც ძირითადად ეხებოდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ეკონომიკის მიმართულებით, თუმცა, პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან პოლიტიკური კუთხით თანამშრომლობის საკითხებიც იყო განხილვის საგანი.
 
„შეხვედრები შედგა სახელმწიფო დეპარტამენტში, კომერციისა და სახაზინო დეპარტამენტებში, ამერიკის „ექსიმ ბანკში",   ასევე გვქონდა შეხვედრა თეთრ სახლში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში. ვისაუბრეთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ვფიქრობ, ამ კუთხით ამერიკას და საქართველოს მართლაც აქვს ძალიან დიდი პოტენციალი - ეს იქნება როგორც სავაჭრო ურთიერთობები, ასევე საინვესტიციო მიმართულებები ტრანსპორტის, ლოგისტიკის სფეროში და  და თანამშრომლობა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროებში. ეს იყო, ფაქტიურად, ყველა შეხვედრაზე განხილვის საკითხი, რომელიც, ვფიქრობ, ორივე მხარისთვის არის თანაბარწილად  მნიშვნელოვანი" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
 
პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  არსებობს პოზიციების ძალიან მჭიდრო თანხვედრა, და   თანამშრომლობის პერსპექტივები არის ძალიან დიდი.
 
„აქედან გამომდინარე, ვისაუბრეთ სწორედ შესაძლებლობებზე, რომელიც აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ორ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს. სამწუხაროა, რომ  სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება შეჩერდა წინა ადმინისტრაციის დროს, ფორმალურად, თუმცა, არსებობს ძალიან მყარი პოზიცია ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაში, რომ ეს სტრატეგიული თანამშრომლობა არათუ გაგრძელდეს,  არამედ კიდევ უფრო გაღრმავდეს და ხარისხობრივად, თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს, რაც პრაქტიკულად იქნება ხელსაყრელი ორივე ქვეყნისთვის" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ახალ ავიაკომპანიებთან - ლევან მოსეშვილი

29.05.2025.23:18

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქვეყნის ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსაყვანად ინტენსიურად მუშაობს. როგორც რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა, 15 ივნისიდან საქართველოს ავიაბაზარს ემატება ახალი ავიაკომპანია Air Serbia, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს კი ახალი მიმართულება - ლიონი ემატება.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ახალ ავიაკომპანიებთან. British Airways-ი ეს ერთ-ერთი პრესტიჟული და ძველი ავიაკომპანიაა ევროპაში. ძალიან რთული იყო ეს პროცესი, რომ British Airways-თან მოლაპარაკებები გვეწარმოებინა, რათა საქართველოს ავიაბაზარზე შემოსულიყო. მით უმეტეს ლონდონის აეროპორტი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია. სლოტის პოვნა, რომ British Airways-ს საქართველოს მიმართულებით სლოტი ჩაესვა ძალიან რთული იყო. აქედან გამომდინარე წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები. ერთი რაც შემიძლია სასიხარულო ინფორმაცია აღვნიშნო ჩვენ სრულად ახალი მიმართულება გვემატება. 15 ივნისს ველოდებით Air Serbia-ს. საქართველოს მიმართულებით Air Serbia-ს პირველი ფრენა შესრულდება 15 ივნისს. თბილისისთვის ეს სრულად ახალი მიმართულებაა და იმედი გაქვს, რომ ამ მიმართულებიდან ახალი ტურისტული ნაკადები შემოვა. პირდაპირი ფრენები ძალიან მნიშვნელოვანია. პირდაპირი მიმოსვლა კომფორტიც არის ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის. ტურიზმზე ვაკეთებთ აქცენტს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ბიზნეს სექტორიც. ბიზნეს პარტნიორებთან უფრო მარტივი და მოქნილია, როდესაც არის პირდაპირი მიმოსვლა. ავიაციას ხუმრობით დროის მანქანასაც ვუწოდებთ. საჰაერო მიმოსვლა დროს გვიზოგავს ძალიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ 3 ივნისს ჩვენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიონის მიმართულებას ვხსნით. ლიონი ძალიან პოპულარული მიმართულებაა. ჩვენი საამაყო ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე თამაშობს ლიონში და გულშემატკივრებისთვის ძალიან სასიხარულოა და მის თამასებზე შეუძლიათ თამამად ჩავიდნენ. ველოდებით ახალ მიმართულებაზე დატვირთვას. პოზიტივს ვინარჩუნებთ და გაქვს იმის იმედი, რომ ყველა მიმართულება ზაფხულში იქნება ძალიან დატვირთული. ყველა კმაყოფილი იქნება. ჩვენც სერვისებს უმაღლეს დონეზე შევთავაზებთ ჩვენს მგზავრებს და ყველა იქნება კმაყოფილი, რომ კვლავ დაგვიბრუნდნენ საქართველოში“, განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა