მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7110.4
0.047
flag
AZN 1.6025
0.0097
flag
CNY 38.279
0.024
flag
EUR 3.1999
0.026
flag
GBP 3.6632
0.0258
flag
KZT 49.62
0.0025
flag
TRY 0.0655
0.0004
flag
USD 2.7252
0.0164

აშშ-დან და ევროპიდან გადარიცხვების ზრდამ ხელი შეუწყო ფულადი გზავნილების საერთო მოცულობის 3.5%-ით გაზრდას 2025 წლის პირველ ნახევარში, რუსეთიდან გადარიცხვების 26.5%-იანი შემცირების მიუხედავად - ADB

news image

EBRD-ს შემდეგ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აზიის განვითარების ბანკიც (ADB) ზრდის. ADB-მ ქვეყნის 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი აპრილის 6%-დან 7%-მდე გააუმჯობესა. აღნიშნულის შესახებ ADB-ის მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის განახლებაში ვკითხულობთ. 

პროგნოზის გადახედვა 2025 წლის პირველი ნახევრის მაღალი მაჩვენებლებით არის განპირობებული, რაც შიდა მოხმარების ზრდას უკავშირდება. 

2025 წლის პირველ ნახევარში ძლიერი ზრდა შენარჩუნდა დაახლოებით 8.3%-ზე, რაც წინა წლის 9.2%-იან მაჩვენებელთან ახლოსაა.

მიწოდების მხრივ, მომსახურების სექტორი 12.9%-ით გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორში 28.6%-იანმა ზრდამ. აღნიშნული ასახავდა ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში პროდუქტიულობის ძლიერ ზრდას 2024 წელს დაფიქსირებული 24.3%-იანი ზრდის შემდეგ.

„საქართველოში, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მშენებლობის სფეროში ძლიერმა მაჩვენებლებმა მაღალი განაპირობა, ისევე როგორც ძლიერმა კერძო მოხმარებამ. ტურიზმიდან და ტრანსპორტიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ ხელი შეუწყო საგარეო სექტორის გაფართოებას და საქართველოს, როგორც რეგიონში მთავარი სატრანზიტო მარშრუტისა და ტურისტული დანიშნულების ადგილის, მზარდ როლს“, - აღნიშნულია ADB-ის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში. 

ასევე, აშშ-დან და ევროპიდან გადარიცხვების ზრდამ ხელი შეუწყო ფულადი გზავნილების საერთო რაოდენობის 3.5%-ით ზრდას 2025 წლის პირველ ნახევარში, მიუხედავად რუსეთიდან გადარიცხვების 26.5%-ით შემცირებისა. რეინვესტირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი კვლავ საკმაოდ მაღალი – 83.6% დარჩა.

ინფლაციამ 2025 წლის ივნისში წლიურად 4.0%-ს მიაღწია, რაც 2024 წლის ბოლოს 1.9%-ს შეადგენდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის განაკვეთი 8.0%-ზე შეინარჩუნა გარე შოკებისგან თავის დასაცავად და ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად. აშშ დოლარის შესუსტებამ ხელი შეუწყო ლარის 3.5%-ით გამყარებას 2025 წლის პირველ ნახევარში, მაშინ როდესაც ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 3.0%-ის ფარგლებში დარჩა, ხოლო სახელმწიფო ვალი 35.0%-ს შეადგენდა.

საბოლოო ჯამში, 2025 და 2026 წლების ინფლაციის პროგნოზები შენარჩუნებულია.

რაც შეეხება, რეგიონის მაჩვენებლებს ADB-ის პროგნოზი შემდეგია:

სომხეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წელს უცვლელი რჩება და ის ADB-მა 5%-ის დონეზე განსაზღვრა. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მისი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ის 3,4%-დან  2,4%-მდე შემცირდა. 

ცნობისთვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და მაჩვენებელი 1 პროცენტული პუნქტით 7%-მდე გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ ერთი წლის განმავლობაში ეს EBRD-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მეორე გაუმჯობესებაა - პირველად, 2024 წლის სექტემბრის პროგნოზი 4.6-დან 2025 წლის თებერვალში 6%-მდე ანუ +1.4%-ით გაზარდა. შესაბამისად, ჯამურად წლის ჭრილში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.4 პროცენტით გააუმჯობესა. ზრდა განპირობებული იყო საკრედიტო ექსპანსიით, IT და განათლების სექტორების და მომსახურების ექსპორტის ზრდით. 2024 წელს საშუალო 1.1%-ის შემდეგ, ინფლაცია 2025 წლის პირველ რვა თვეში 3.5%-მდე გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი მცირედით აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს", - წერს EBRD. 

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ნათია თურნავა SWIFT-ის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

30.09.2025.18:43

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა SWIFT-ის მიერ ორგანიზებული SIBOS-ის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში SWIFT-ის რეგიონულ დირექტორსა და სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრის ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტმა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა SWIFT-თან თანამშრომლობის მთავარი თემები განიხილეს, მათ შორის SWIFT_ის ძირითადი პროდუქტების საქართველოში დანერგვის შესახებ. საუბარი ასევე შეეხო საგადახდო სისტემების გაუმჯობესების მნიშვნელობას და მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის კომერციული ბანკების ISO 20022-ის დანერგვის საკითხს და ამ მიმართულებით  გამართულ ერთობლივ ტრენინგებს.

თავის მხრივ, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადახდო ბაზარმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რაც ინოვაციური პროდუქტების სწრაფი დანერგვითაა განპირობებული.

„აქტიურად ვავითარებთ საგადახდო სისტემებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს ფინანსური ინფრასტრუქტურის თავსებადობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე. ამ ძალისხმევის ფარგლებში ვახორციელებთ ქვეყნის ძირითადი, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემის მოწინავე დონეზე განახლებას. განახლების შედეგადაც მივიღებთ კიდევ უფრო ეფექტურ, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ ფუნქციონალურად გამდიდრებულ და ტექნოლოგიურად მეტად დახვეწილ სისტემას. 

ასევე ხელს ვუწყობთ  სხვადასხვა ინოვაციური საგადახდო სერვისის განვითარებას. მათ შორისაა სრულიად ახალი მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვა, რომელიც იმუშავებს 24/7/365 რეჟიმში და უზრუნველყოფს ფულადი სახსრების გადამხდელის ანგარიშიდან მიმღების ანგარიშზე დაუყოვნებლივ ჩარიცხვას, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეხვედრის ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტმა SWIFT-ის რეგიონულ მენეჯერსა და სხვა წარმომადგენლებს SWIFT-ის ეროვნული წევრი ჯგუფების შეხვედრის თბილისში ორგანიზება შესთავაზა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა SWIFT-ის მიერ ორგანიზებულ SIBOS-ის უმსხვილეს საერთაშორისო კონფერენციაზე, მთავარი მომხსენებლის რანგში წარდგება, რაც პირველი შემთხვევაა სებ-ის პრეზიდენტების ისტორიაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა