მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7115.7
0.0168
flag
AZN 1.6118
0.0003
flag
CNY 37.951
-0.0055
flag
EUR 3.0815
-0.0083
flag
GBP 3.6605
-0.0097
flag
KZT 53.51
-0.0015
flag
TRY 0.0705
-0.0001
flag
USD 2.7401
-0.0005

აშშ და კერძოდ, სილიკონის ველი ქართული ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის უმთავრესი პარტნიორია - ირაკლი ნადარეიშვილი

news image

აქ არის თავმოყრილი მსოფლიოს ვენჩურული კაპიტალისა და ინტელექტუალური რესურსის აბსოლუტური უმრავლესობა, შესაბამისად, ქალაქ სან ფრანცისკოში საქართველოს ინოვაციური ჰაბის გახსნა უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული სტარტაპ ეკოსისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.

ტექნოლოგიური ჰაბი, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით გახსნის, სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ამოქმედდება. საკონსულო სან ფრანცისკოში 2020 წლიდან ფუნქციონირებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრში - სილიკონ ველიზე საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემის წარმოჩენასა და ქართული სტარტაპების საქმიანობის ხელშეწყობაში. ჰაბის მეშვეობით საქართველო შეძლებს საერთაშორისო არენაზე უკეთ მოახდინოს განვითარებული ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის მქონე ქვეყნის პოზიციონირება. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იქნება რეგიონში, რომელიც სილიკონის ველზე ტექნოლოგიურ ჰაბს გახსნის.

„ამერიკის შეერთებული შტატები და კერძოდ, სილიკონის ველი ქართული ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის უმთავრესი პარტნიორია. აქ არის თავმოყრილი მსოფლიოს ვენჩურული კაპიტალისა და ინტელექტუალური რესურსის აბსოლუტური უმრავლესობა, შესაბამისად, ქალაქ სან ფრანცისკოში საქართველოს ინოვაციური ჰაბის გახსნა უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული სტარტაპ ეკოსისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ტექნოლოგიური ჰაბის მეშვეობით შესაძლებელი იქნება საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემით გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების, უცხოური ვენჩურული ფონდებისა და ენჯელ - ინვესტორთა ქსელების დაინტერესება და ქვეყანაში შესაბამისი ინვესტიციების მოზიდვა.

აღსანიშნავია, რომ დღეის მონაცემებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში 279 სტარტაპია დაფინანსებული, რომელთა შორის ახალგაზრდების წილი 43 პროცენტია. მათი საქმიანობის შედეგად შეიქმნა 4000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. დაფინანსებულმა სტარტაპებმა 545 მილიონი ლარის კერძო ფინანსური სარგებელი მოიპოვეს, ხოლო სააგენტოს დაარსებიდან დღემდე საგრანტო პროგრამებით სტარტაპებისთვის გაცემული თანხა 43.5 მილიონ ლარს შეადგენს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

20.05.2025.17:44

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებს "მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის" და "საფინანსო სექტორის მიმოხილვის" გამოქვეყნებას. გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა.


მაისის თვის ანგარიშების ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე “პუბლიკაციების“ რუბრიკაში

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა