აშშ და ჩინეთი ტარიფების დროებით შემცირებაზე შეთანხმდნენ
შვეიცარიაში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, აშშ და ჩინეთი ერთმანეთისთვის დაწესებული ტარიფების 90 დღით შემცირებაზე შეთანხმდნენ.
ინფორმაცია აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა გაავრცელა, რაც მოგვიანებით პეკინშიც დაადასტურეს.
ახალი შეთანხმების თანახმად, 90 დღის განმავლობაში ვაშინგტონი და პეკინი ტარიფებს 115%-ით შეამცირებენ. დღეს, აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფი 145%-ია, პეკინის საპასუხო ტარიფი ამერიკულ საქონელზე კი 125%-ს შეადგენს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
12.05.2025.18:00
საქართველოში ხორბლის იმპორტი 3%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 15,539.62 ათასი დოლარის ღირებულების 63,326.98 ტონა ხორბალი იყიდა, 2024 წლის პირველ კვარტალში კი 61,436.26 ტონა.
მიმდინარე წელს ქვეყანამ ყაზახური ხორბლის იმპორტი დაიწყო. თუ კი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტმა 21,236.46 ტონა შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტი საერთოდ არ არის დაფიქსირებული.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციიდან ირკვევა, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ხორბლის ნომერ პირველი იმპორტიორი რუსეთია.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ხორბალს ყიდულობს: