მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7098.1
-0.0024
flag
AZN 1.5741
-0.0005
flag
CNY 38.756
-0.0013
flag
EUR 3.148
-0.0086
flag
GBP 3.6067
-0.0042
flag
KZT 53.78
-0.0059
flag
TRY 0.061
-0.0002
flag
USD 2.676
-0.0009

არცერთ სექტორს არ ვაკნინებ, მაგრამ დღეს ენერგეტიკა არის ნომერ პირველ ადგილზე, ვინაიდან მასზეა დაფუძნებული დანარჩენი ეკონომიკური სექტორები - მაია მელიქიძე

news image

„დღეისათვის ჩვენი დადგმული სიმძლავრე 4600 მეგავატს შეადგენს. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ამბიცია, რომ ეს მაჩვენებელი გააორმაგოს“, - განაცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ. მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად, 2025 წელს ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

„პირველი, 1  მილიარდი ლარის ჩამოწერა. გამოცემულია სპეციალური განკარგულება - ამ უკანასკნელის თანახმად, ინვესტორებს აქვთ შესაძლებლობა, 2026 წლის 16 მარტის სამუშაო დღის ბოლომდე განაცხადით მიმართონ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა მოხდეს გადახალისება იმ პროექტებისა რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა რომ რეალურად იყოს აშენებული და თუკი რომელიმე პროექტი ვერ აშენდება ინვესტორის გადმოსახედიდან - და ასეთი არსებობს - მაშინ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის რომ კვალიფიციურ ინვესტორებს მივცეთ შესაძლებლობა იმისა, რომ შემოვიდნენ ბაზარზე. 

ხაზგასმით ვამბობ კვალიფიციურ ინვესტორებს იმიტომ, რომ ბევრი სპეკულაცია ვნახეთ ჩვენ ბაზარზე და უკვე ეს სპეკულაცია უნდა ჩაიკეტოს ფილტრების შემოღებით, დამატებითი ფილტრების შემოღებით იმისათვის, რომ ჩვენ გამოვავლინოთ რეალური ინვესტორი. ეს ერთი ინსტრუმენტი. მეორე ინსტრუმენტი ამასთანავე მოხდა ის, რომ პროექტების გარკვეულ ნაწილს ადმინისტრაციული წარმოება შეუჩერდათ რამდენიმე თვის წინ. ეს იყო გამოწვეული სწორედ იმით, რომ დარეზერვებული იყო ამა თუ იმ რაიონსა თუ რეგიონში სიმძლავრეები და ახალი ინვესტორი ვეღარ შემოდიოდა“, - აღნიშნა​GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

მაია მელიქიძის განმარტებით, საქართველოს ენერგეტიკული სექტორი, რომელიც წლების განმავლობაში სტაგნაციას განიცდიდა, ახლა მასობრივი რეფორმის გზაზე დგას

„ახლა ამ პრობლემების გადაჭრა ხდება და ეს გადაჭრა მტკივნეულია ცალსახად ისევე როგორც ნებისმიერი ოპერაცია, მაგრამ ამის გარეშე წარმოუდგენელია სრული გაჯანსაღება იმ სექტორისა რომელიც სტრატეგიულად ნომერ პირველ ადგილზე არის. მე არ ვაკნინებ არცერთ სექტორს, მაგრამ დღეს ენერგეტიკა არის ნომერ პირველ ადგილზე, ვინაიდან ამაზე არის დაფუძნებული მთელი დანარჩენი ეკონომიკური სექტორები. ეს სექტორი წლების განმავლობაში იყო გაჩერებული და სტაგნაციას განიცდიდა და ხდებოდა ხვალ, ზეგ, მაზეგ, ერთი წლის მერე პრობლემების მოგვარების გადატანა.


დღეს აშკარად ვხედავთ რომ ასე აღარ არის და რეალურად ინვესტორებს პირდაპირ ეკითხება სახელმწიფო რომ „შვიდი პროექტი, რომ გაქვს ამ შვიდი პროექტიდან რამდენის აშენების საშუალება გაქვს შენ“. იმიტომ რომ გამოჩნდნენ ისეთი ინვესტორები, რომლებიც ამბობენ რომ შვიდიდან ხუთს ავაშენებ, დანარჩენი ორის მიმართ ინტერესი გამიქრა გარკვეული მიზეზების გამო, დეტალებში რომ აღარ შევიდეთ“, - აცხადებს მაია მელიქიძე.

მისივე თქმით, საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტიციების პერსპექტივები ფართოვდება – მთავრობა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობს.

„26 თებერვალს, სულ რამდენიმე დღეში გვაქვს შიდა ე.წ. შეკრება და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც გვესტუმრებიან - EBRD, ADB, IFC, World Bank. შესაბამისად, ჩვენ მოვახდენთ უკვე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის განხილვას. მაგრამ მე აქვე დავაანონსებ რა პრობლემა გველოდება მომავალში - ეს იქნება გადამცემ ქსელთან დაკავშირებული სირთულეები. ასე რომ გენერაციის პრობლემას მოვაგვარებთ რა ამის პარალელურად უნდა ვიმუშაოთ გადამცემი ქსელების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება გენერაციის ობიექტები და ვერ გამოვიტანთ იქიდან ელექტროენერგიას“, - აღნიშნა GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საბჭოთა პერიოდში აშენებული ქსელი უკვე ვეღარ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს - მაია მელიქიძე ენერგეტიკის სქტორის საჭიროებებზე

23.02.2026.15:09

GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორის მაია მელიქიძის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკული სისტემა ოთხ ძირითად ფაზას მოიცავს: გენერაცია, გადაცემა, განაწილება და მიწოდება.

„ჯერ ელექტროენერგიის წარმოება და მერე უნდა მოვახდინოთ მისი გამოტანა იქიდან. რეალურად ესეთი პროცესი ასეთია: წარმოება ანუ გენერაცია, შემდეგ არის გადაცემა, განაწილება და მიწოდება.  ეს ოთხი ფაზა უნდა გაიაროს ელექტროენერგიამ. გენერაციიდან უნდა გადავიდეთ ელექტროენერგიის გამოტანაზე. თუ ვერ გამოვიტანთ ჩვენ შეგვექმნება სხვა მეორე პრობლემა და ეს საკითხიც სხვათა შორის განვიხილეთ ამ შეხვედრაზე და მათ შორის ვისაუბრეთ, მაგრამ ეს არ არის გადაწყვეტა რა თქმა უნდა ეგრეთ წოდებული მიკროგრიდები და კუნძულოვანი მოხმარება. ჩვენ გვქონდა სამწუხარო შემთხვევა, როდესაც ააშენა ინვესტორმა ჰიდროელექტროსადგური და ქსელი არ იყო რომ გამოეტანა ელექტროენერგია. შესაბამისად დავრჩით რეალობის წინაშე“, - აცხადებს მელიქიძე.

მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა პასუხისმგებელია მსხვილი გადამცემი ხაზების მშენებლობაზე, ხოლო ენერგო-პრო ჯორჯია გეგმავს საინვესტიციო პროექტების განხორციელებას ქსელის მასშტაბური განახლებისთვის.

GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, საბჭოთა პერიოდში აშენებული ინფრასტრუქტურა უკვე ვეღარ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს, რის გამოც პარალელურად საჭიროებს როგორც ინვესტიციებს, ისე სატარიფო პოლიტიკის ეფექტურ რეგულირებას.

„რეალურად საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა არის ის პასუხისმგებელი ინსტიტუცია, რომელმაც უნდა ააშენოს მსხვილი გადამცემი ხაზები. რაც შეეხება შემდეგ, ეს არის ენერგო-პრო ჯორჯია მიწოდება. მე რამდენადაც ვიცი სემეკთან შეთანხმებული არის საინვესტიციო გეგმები და რეალურად საკმაოდ დიდ თანხაზეა საუბარი, რომელსაც განახორციელებს ინვესტიციის სახით ენერგო-პრო ჯორჯია მიწოდება იმისათვის, რომ დაიწყოს ამ ქსელების მასშტაბური და არა წერტილოვანი გამოცვლა და ინფრასტრუქტურის განვითარება. იმიტომ რომ ეს არის საბჭოთა პერიოდში აშენებული ქსელი, რომელიც ქარი იქნება, თოვლი წამოვა, ზედმეტი სიცხე იქნება თუ აიწევს ტემპერატურა მაშინვე ითიშება ელექტროენერგია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქსელი არ არის შესაბამისად მწყობრში. და ამიტომ ეს ნაწილიც არის პარალელურ რეჟიმში მოსაგვარებელი. ერთის მხრივ ეს არის სატარიფო პოლიტიკა, მეორეს მხრივ ეს არის განხორციელებული ინვესტიციები და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის აქტიური ჩართულობა“,-  აღნიშნავს მელიქიძე.

მაია მელიქიძის განცხადებით, GREDA-ს ინიცირებული კანონპროექტი განახლებადი ენერგორესურსების ათვისების შესახებ უკვე პროცესშია და მის შედეგებს ადგილობრივი მოსახლეობა მალე იგრძნობს.

„2026 წელს არაჩვეულებრივი სტარტი, რადგან GREDA-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც მაქსიმალურად თანამშრომლობს სახელმწიფო სექტორთან, უკვე პროცესშია და შედეგებს ველოდებით. ჩვენ გვესაჭიროება ცნობიერების ამაღლება რაიონებში, რომ კარგად განვუმარტოთ მოსახლეობას რატომ არის საჭირო განახლებადი ენერგორესურსების ათვისება და რას მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას და განსაკუთრებით უკვე ამ კანონპროექტის და ამ თანამშრომლობის შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას.

საკანონმდებლო ინიციატივები კიდევ გვაქვს. უნდა აღვნიშნო ეს არის დაბალანსებული სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის. იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა სწორედ ამ ნაწილში. ძალიან კრიტიკულია ჩვენთვის ბიუროკრატია და ამ თვალსაზრისით ძალიან კარგად ვმუშაობთ გარემოს დაცვის სამინისტროსთან, ბატონ დავით სონღულაშვილთან, ქალბატონ ელენე ღუბიანურთან არაჩვეულებრივი თანამშრომლობა გვაქვს. ამას რა თქმა უნდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მხარს უჭერს და ბუნებრივია ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი სიგნალები საქართველოს პარლამენტისგან, რომელიც არის საბოლოო ჯამში კანონმდებელი იმ ყველაფრისა რასაც ჩვენ ვაინიცირებთ“, - აღნიშნა მაია მელიქიძემ.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა