მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7092.8
0.0025
flag
AZN 1.5911
-0.0001
flag
CNY 38.179
0.0111
flag
EUR 3.1204
-0.0019
flag
GBP 3.5503
0.0081
flag
KZT 52.19
0.0014
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7052
-0.0004

არავითარი ქართული მიწა უცხოელებზე არ იყიდება, მიწის ნაკვეთების თანამესაკუთრედ რჩება საქართველოს სახელმწიფო - ირაკლი კობახიძე Eagle Hills-ის პროექტზე

news image

მიწის ნაკვეთების თანამესაკუთრედ რჩება საქართველოს სახელმწიფო, რაც შეეხება მიწის გასხვისებას, პარტნიორ კომპანიას არ აქვს მიწის გასხვისების არავითარი შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მიწები შეიძლება მხოლოდ ერთადერთი დანიშნულებით იყოს გამოყენებული და ეს არის უშუალოდ კონკრეტული დეველოპერული პროექტის განხორციელება.

„ესეც არის გარანტირებული იმ ხელშეკრულებით, რომელიც დადებულია სახელმწიფოსა და EAGLE HILLS-ს შორის. ორივე ნაკვეთი არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელსაც მშენებლობის დასრულების შემდეგ, ავტონომიური დატვირთვა აღარ ექნება და ეს მიწა იქნება დამაგრებული შესაბამის შენობა-ნაგებობებზე. ანუ, ცალკე მიწას ავტონომიური დატვირთვა აღარ ექნება იმიტომ, რომ ეს არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. ერთ-ერთი მესიჯია ამ  პროექტის ოპონენტების ის, რომ ქართული მიწა იყიდება უცხოელებზე. ძალიან მარტივად შეიძლება ითქვას, რომ არავითარი ქართული მიწა უცხოელებზე არ იყიდება. ძალიან მარტივია აქ გზავნილი, რომელიც შეგვიძლია, საზოგადოებას გავუზიაროთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, არავითარი არსებითი პუნქტი აღნიშნული ხელშეკრულებიდან საზოგადოებისთვის უცნობი არ არის.

„მე მინდა, გთხოვოთ პარლამენტარებს - თეორიულად წარმოიდგინეთ რაიმე პუნქტი, რაც შეიძლება იყოს შეტანილი ამ ხელშეკრულებაში და რომელთან დაკავშირებითაც გსურთ ინფორმაციის მიღება. ერთ-ერთი ასეთი თეორიული საკითხი წამოჭრა ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელმა, მან ეჭვი გამოთქვა, რომ მეჩეთების აშენებაა გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით. თუნდაც ასეთი თეორიული კითხვები შეგიძლიათ დასვათ, ხომ არ არის რაიმე ასეთი ჩადებული ხელშეკრულებაში და როგორც მეჩეთების შემთხვევაში შეგვიძლია განვმარტოთ, რომ, რა თქმა უნდა, არავითარი მეჩეთების აშენება არაა გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით, გიპასუხებთ. მეტიც, ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ არავითარი არაკომერციული შინაარსის პუნქტი არაა შეტანილი ხელშეკრულებაში. იგივე ავიღოთ მეჩეთები, ან თუნდაც შეღავათები უცხოელი მყიდველებისთვის. არავითარ შეღავათებს არ ითვალისწინებს ეს ხელშეკრულება, მათ შორის, ბინადრობის ნებართვის გაცემის კუთხით. მით უმეტეს, არავითარი დისკრიმინაციული პუნქტები არ არის შეტანილი საქართველოს მოქალაქეების საზიანოდ. მაგალითად, არ წერია, აქ ვინ შეიძლება იყოს დასაქმებული, მყიდველი და ა.შ. ეს ყველაფერი დარეგულირდება შესაბამისი საბაზრო ურთიერთობებით, ისევე, როგორც ეს ხდება ხოლმე სხვა ინვესტიციების შემთხვევაში. თქვენ შეგიძლიათ, ნებისმიერი თეორიული კითხვა დასვათ, თუ არის რაიმე თეორიული პუნქტი, რაც შეიძლება იყოს შეტანილი ამ ხელშეკრულებაში, რომელიც შესაძლოა, თქვენი აზრით იყოს საზიანო სახელმწიფოსთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის და მარტივად გიპასუხებთ. ყველა არსებითი საკითხი, რაც არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებაში, საზოგადოებისთვის არის ცნობილი და გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან, ეს ინფორმაცია პირადად მეც გავუზიარე საზოგადოებას,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image განაშენიანების გენერალური გეგმა როგორც კრწანისის, ისე გონიოს შემთხვევაში, დამტკიცდება ერთი მხრივ ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო მეორე მხრივ მუნიციპალიტეტების ჩართულობით, შესაბამისი საჯარო პროცედურის საფუძველზე - ირაკლი კობახიძე Eagle Hills-ის პროექტზე

26.11.2025.13:08

განაშენიანების გენერალური გეგმა როგორც კრწანისის, ისე გონიოს შემთხვევაში, დამტკიცდება ერთი მხრივ ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო მეორე მხრივ მუნიციპალიტეტების ჩართულობით, შესაბამისი საჯარო პროცედურის საფუძველზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც განაშენიანების გეგმები შევა შესაბამის საკრებულოებში განსახილველად, საზოგადოება მიიღებს სრულ ინფორმაციას იმაზე, თუ რა ტიპის დეველოპერული პროექტი განხორციელდება.

„რაც შეეხება უშუალოდ განაშენიანებას, რაც საინტერესო საკითხია საზოგადოებისთვის, უშუალოდ რა ტიპის დეველოპერული პროექტი განხორციელდება, როგორი იქნება სამშენებლო პროექტი. რა თქმა უნდა, შესაბამისი გეგმა, განაშენიანების გენერალური გეგმა როგორც კრწანისის, ისე გონიოს შემთხვევაში, დამტკიცდება ერთი მხრივ ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო მეორე მხრივ მუნიციპალიტეტების ჩართულობით, შესაბამისი საჯარო პროცედურის საფუძველზე. მას შემდეგ, რაც შემუშავდება განაშენიანების კონკრეტული გეგმები, საზოგადოება მიიღებს სრულ ინფორმაციას იმაზე, თუ რა შენდება. ამან უნდა გაიაროს საკრებულოს პროცედურები, საჯარო განხილვები და ა.შ. შესაბამისად, ის თუ რა აშენდება და როგორ აშენდება იქნება საზოგადოებისთვის სრულად ცნობილი მოგვიანებით, როდესაც უკვე ეს გეგმები შევა შესაბამის საკრებულოებში განსახილველად,"- აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა