მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.6
0.0029
flag
AZN 1.5868
-0.0001
flag
CNY 38.307
0.0024
flag
EUR 3.1726
0.0045
flag
GBP 3.621
0.0123
flag
KZT 52.32
-0.0002
flag
TRY 0.0632
0
flag
USD 2.6978
-0.0003

არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტორის $6.5 მილიარდიანი უძრავი ქონების პროექტი, გეგმის მიხედვით განხორციელების შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდის წამახალისებელ და სამუშაო ადგილების შექმნის დადებით შესაძლებლობას ქმნის - IMF

news image

IMF საქართველოში გამართული ვიზიტის შესახებ პრეს-რელიზს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,ამა წლის 10-16 დეკემბერს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ-ს) მისიამ ბატონი ალეხანდრო ჰაიდენბერგის ხელმძღვანელობით თბილსში შეხვედრები გამართა ქვეყნის ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური მოვლენების და რეფორმების პრიორიტეტების მიღწევის პროგრესის შესაფასებლად. ვიზიტის დასასრულს ბატონმა ჰაიდენბერგმა განაცხადა შემდეგი: “საქართველო მაღალ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ინარჩუნებს. 2025 წელს რეალური მშპ-ს 7.3 პროცენტიან ზრდას ველით. ზრდის ეს ტემპი ოდნავ ჩამოუვარდება 2024-ის მაჩვენებელს, ხოლო ისტორიულ ჭრილში კვლავ მაღალია. ეკონომიკურ საქმიანობაში წამყვანია საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტრანსპორტის და განათლების სექტორები, რომელთა ზრდა პანდემიის შემდგომ და უკრაინაში ომის დაწყების პერიოდიდან აჩქარდა. სწრაფმა ზრდამ უმუშევრობის დონე ისტორიულად დაბალ 13.3%-მდე შეამცირა, თუმცა, უმუშევრობა სტრუქტურულად მაღალი რჩება. ინფლაცია 2025 წელს აჩქარდა და ნოემბერში წინა წელთან შედარებით 4.8%-ს მიაღწია, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს აღემატება. ინფლაციის ზრდა ძირითადად ადგილობრივი საკვების ფასის მატებამ განაპირობა, რაც გარდამავალი ფაქტორია და მის შემცირებას ველოდებით. საბაზო ინფლაცია სამიზნეზე დაბალია, რაც მიუთითებს, რომ ფასების საერთო დონეზე ზეწოლა არ არსებობს. სებ-მა სათანადოდ შეინარჩუნა ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა და პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა. მიუხედავად ამისა, თუ ინფლაცია მოლოდინს გადააჭარბებს, სებ-ი პოლიტიკის გამკაცრებისთვის მზად უნდა იყოს. ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ნოემბერში სარეკორდო 5.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია (წინა წლის 4.1 მილიარდი აშშ დოლარიდან), რაც სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის საზომის 100%-ს შეადგენს. გაუმჯობესება დაკავშირებულია დეპოზიტების დოლარიზაციის შემცირებასთან და ძლიერ საერთაშორისო სავალუტო შემოდინებებთან: მომსახურების ექსპორტიდან და ფულადი გზავნილებიდან, რამაც სებ-ს ვალუტის შესყიდვების საშუალება მისცა. რეზერვების ზრდაში პოზიტიური როლი ითამაშა ოქროს ფასების მატებამ. ბაზარზე ხელშემწყობი პირობების არსებობის შემთხვევაში რეზერვების შემდგომი დაგროვებაც სასურველია. ფისკალური პოლიტიკა კვლავაც მოწესრიგებულია. 2025 წელს ბიუჯეტის დეფიციტი, დაგეგმილ მშპ-ის 2.5%-ზე ნაკლები იქნება, რაც განპირობებულია ძლიერი შემოსავლებით და კაპიტალური ხარჯების გეგმიდან ჩამორჩენით. 2026 წლის ბიუჯეტი გონივრულად მიზნად ისახავს მშპ-ის 2.5%-იან დეფიციტს და ითვალისწინებს სახელმწიფო კაპიტალური და სოციალური ხარჯების ზრდას. 2026 წლის აპრილში 500 მილიონი აშშ დოლარიანი ევროობლიგაციების უპრობლემოდ გადაფინანსებას ველით, არსებულ საბაზრო პირობებში. სამომავლოდ, შესაძლებელია სახელმწიფოს შემოსავლის ზრდა საგადასახადო ბაზის გაფართოებით და საგადასახადო დანაკარგების შემცირებით, რაც სახელმწიფო ინვესტიციების უკეთესი მართვის და ხარჯების ეფექტურობის დახვეწის პარალელურად, ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურისა და განათლების მიმართულებით საჭირო ხარჯების დაფინანსებას. საშუალოვადიან პერიოდში, ეკონომიკის ზრდა თავის პოტენციურ, 5%-იან, ზრდის ტემპს მიუახლოვდება. მთავარი გაურკვევლობას წარმოშობს უკრაინაში ომის დასრულების ვითარება, რამაც შეიძლება შეატრიალოს მიგრაციის, ფინანსური შემოდინებების და სატრანზიტო ვაჭრობის ნაკადების ნაწილი, მაგარამ ასევე შექმნას სტაბილურობა რეგიონში, რაც გრძელვადიანი ინვესტიციების წინაპირობაა. ამასთან, საქართველოს ევროკავშირთან დაძაბულმა ურთიერთობამ შესაძლოა ინვესტორის განწყობა დაამძიმოს და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შეამციროს. არაბთა გაერთიანებული საემიროების ინვესტორის მიერ განცხადებული 6.5 მილიარდი აშშ დოლარიანი უძრავი ქონების პროექტი, გეგმის მიხედვით განხორციელების შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდის წამახალისებელ და სამუშაო ადგილების შექმნის დადებით შესაძლებლობას ქმნის. მაღალი გაურკვევლობის გეოპოლიტიკურ გარემოში ხელისუფლებებმა უნდა შეინარჩუნონ ფისკალური და საგარეო ბუფერები და განახორციელონ სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც გააუმჯობესებს მმართველობას და შექმნის მეტ სამუშაო ადგილს. მისასალმებელია ხელისუფლების განზრახვა განახორციელოს სახელმწიფო საწარმოების ყოვლისმომცველი რეფორმა. ფისკალური რისკების მართვის და სახელმწიფო საწარმოების ფინანსურ ზედამხედველობის მიმართულებით უკვე მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეულია. რეფორმის შემდგომი ეტაპი უნდა მიემართოს სახელმწიფო საწარმოებში კორპორატიული მმართველობის და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას, რისი საბოლოო მიზანიც არის სახელმწიფოს, როგორც სახელმწიფო საწარმოს აქციონერის, მარეგულირებელის და სექსტორის პოლიტიკის განმსაზღვრელის ფუნქციების გამიჯვნა. ეროვნული ბანკის ძლიერი მმართველობა და დამოუკიდებლობა გადამწყვეტია ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამ მხრივ მისასალმებელია ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც სებ-იდან მთავრობისთვის დისკრეციულ ფინანსურ ტრანსფერს გამორიცხავს. მისიამ გაიმეორა წინა რეკომენდაციები: უზრუნველყოფილ იქნას არააღმასრულებელ წევრთა უმრავლესობა სებ-ის მმართველ საბჭოში; დაიხვეწოს სებ-ის საბჭოს წევრთა კვალიფიკაციის მოთხოვნები და სებ-ი გადავიდეს გადაწყვეტილებების კოლეგიალურად მიღების მოდელზე. თებერვალში დაგეგმილია სსფ-ს ტექნიკური მისიის ვიზიტი, რომელიც ხელისუფლებას ამ ამოცანის შესრულებაში დაეხმარება. საფინანსო სექტორი ჯანსაღია, ბანკების კაპიტალიზაცია, მომგებიანობა, ლიკვიდურობა და აქტივების ხარისხი მაღალია. კვლავაც საჭიროა სიფხიზლე, რომ უცხოური ვალუტის არაჰეჯირებული სესხების დიდმა წილმა, სამომხმარებლო სესხების სწრაფმა ზრდამ, ბიზნესების მიერ სავალუტო ფასიანი ქაღალდების გამოცემამ და უძრავი ქონების დეველოპერების სასესხო პროგრამებმა საფრთხე არ შექმნან. თუმცა, ამ ეტაპზე ასეთი რისკები სისტემური არაა და მუდმივ ზედმიწევნით ზედამხედველობას საჭიროებს. მისასალმებელია გადახდის მომსახურების პროვაიდერებს შორის კონკურენციის ზრდის წახალისება. გვსურს მადლობა გადავუხადოთ ხელისუფლებას და ყველა სხვა პარტნიორს გულითადი მასპინძლობისთვის და პროდუქტიული დისკუსიებისთვის. სსფ-ს მისია შეხვდა სებ-ის პრეზიდენტს ქალბატონ ნათია თურნავას, ფინანსთა მინისტრს ბატონ ლაშა ხუციშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და განვითარების პარტნიორების წარმომადგენლებს. 2026 წლის IV მუხლის კონსულტაცია დაგეგმილია 2026 წლის მარტში.“

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს პოზიციას, რადგან დივერსიფიცირებული საექსპორტო არხები შიდა გენერაციის ზრდისთვის პირობებს ქმნის - შოთა ბერეკაშვილი

16.12.2025.23:56

ენერგეტიკის სექტორი საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, - ამის შესახებ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა. 

ეკონომიკური ფორუმის 25-ე დისკუსიის თემა „საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა 2025 - შეჯამება და მოლოდინები“ იყო.

პანელურ დისკუსიაში გარდა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარისა მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშილი.

„ენერგეტიკის სექტორი საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ჩვენ ვიმყოფებით ისეთ რეალობაში, როდესაც ქვეყნები, რომლებიც ხელმისაწვდომ ენერგორესურსებს ფლობენ და ენერგოდამოუკიდებლები არიან, კონკურენტული უპირატესობით სარგებლობენ. ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა როგორც საქართველო, ისე მთლიანად კავკასიის რეგიონი, რომელსაც რეალური შესაძლებლობა აქვს, ჩამოყალიბდეს ხელმისაწვდომი ენერგიის ერთ-ერთ წამყვან ცენტრად და მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი შეიძინოს. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირის ბაზარი. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს პოზიციას, რადგან დივერსიფიცირებული საექსპორტო არხები შიდა გენერაციის ზრდისთვის ქმნის პირობებს და ენერგეტიკით ვაჭრობის კონკურენტუნარიან შესაძლებლობებს“, - აღნიშნა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.

მისივე განმარტებით, ენერგეტიკა წარმოადგენს ეკონომიკის ღირებულებათა ჯაჭვის ცენტრალურ რგოლს.

„მსოფლიო ეტაპობრივად გადადის თანამედროვე ეკონომიკურ მოდელზე, რომელიც აქტიურად ეფუძნება ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას. ამ მოდელში გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ენერგორესურსების ხელმისაწვდომობა. McKinsey-ის შეფასებით, 2030 წლისთვის მონაცემთა ცენტრების სექტორში ინვესტიციები 7 ტრილიონ დოლარს მიაღწევს AI-ის მოთხოვნის ზრდის ფონზე, ხოლო მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარება მონაცემთა ცენტრების ნაწილში დღევანდელი 1%–1.5%-დან შესაძლოა თითქმის 8%-მდე გაიზარდოს. ამ მიმართულებით საქართველოს ელექტროენერგიის სექტორს გააჩნია უნიკალური შესაძლებლობა, რომ დაიმკვიდროს თავისი ადგილი თანამედროვე გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში და სწორად კაპიტალიზირდეს არსებულ კონკურენტულ უპირატესობაზე.

დღეს საქართველოში გენერაციასა და მოთხოვნას შორის არსებული სტრუქტურული დისბალანსი, რომელიც ძირითადად სეზონურობითა და ზამთრის პიკურ პერიოდებში მოთხოვნის ზრდით არის განპირობებული, დროებით და მართვად გამოწვევას წარმოადგენს. მიმდინარე მსხვილი პროექტები და მასშტაბური საინვესტიციო პორტფელი გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ უახლოეს წლებში აღნიშნული დისბალანსი სრულად აღმოიფხვრება. შედეგად, 2034 წლისთვის ქვეყნის ჯამური დადგმული სიმძლავრე გადააჭარბებს 10 000 მეგავატს, რაც უზრუნველყოფს შიდა მოთხოვნის მდგრად დაკმაყოფილებას და შექმნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მყარ საფუძველს.

როგორც ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიმაჩნია, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ერთობლივად უნდა უზრუნველვყოთ კერძო სექტორისთვის კიდევ უფრო გამჭვირვალე და პროგნოზირებადი გარემოს შექმნა. პარლამენტის ნაწილში მინდა აღვნიშნო, რომ აქტიურად ვაგრძელებთ ენერგეტიკის სფეროში კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას და მუდმივად მზად ვართ, ხელი შევუწყოთ კერძო სექტორს“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.

 „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანავე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა