მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7098.1
-0.0024
flag
AZN 1.5741
-0.0005
flag
CNY 38.756
-0.0013
flag
EUR 3.148
-0.0086
flag
GBP 3.6067
-0.0042
flag
KZT 53.78
-0.0059
flag
TRY 0.061
-0.0002
flag
USD 2.676
-0.0009

არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება ახალი ეტაპის დასაწყისია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში - ლევან დავითაშვილი

news image

„არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის იმ სავაჭრო პოლიტიკასთან, რომ გვქონდეს გახსნილი სავაჭრო ურთიერთობები საინტერესო, პერსპექტიულ ქვეყნებთან, რაც მოგვცემს საშუალებას,  მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ, გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა და ეს ყველაფერი ხელს უწყობდეს ეკონომიკურ ზრდას" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა დუბაიში განაცხადა, სადაც დღეს ოფიციალურად მოეწერა ხელი საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას (CEPA). 

 

 

მისი თქმით, არაბეთის გაერთიანებული საამიროები ერთ-ერთი მოწინავე ეკონომიკაა მსოფლიოში და განსაკუთრებით სამაგალითოა, თუ როგორ შეძლო მოკლე დროში ქვეყანამ ტრანსფორმაცია. მინისტრის განცხადებით, დღეს საამიროები არის ცენტრი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კუთხით და ძალიან საინტერესოა საქართველოსთან ამ ქვეყნის თანამშრომლობა.

 

„რა თქმა უნდა, ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელი დოკუმენტია, არაბული ბიზნესისთვისაც საინტერესოა საქართველო, ქვეყანას აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორ ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ბლოკთან - ეს არის როგორც ევროკავშირის ქვეყნები, ისე ჩინეთი და რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს აძლევს საქართველოში ინვესტორ კომპანიებს,  ამ ორი მსხვილი ბაზრის შედეგებით ისარგებლოს. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ხელშეკრულება ახალი ეტაპის დასაწყისია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში" - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

 

ლევან დავითაშვილის შეფასებით, განსაკუთრებით პოზიტიური დინამიკა შეიქმნა საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის 2022 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შედეგად, როდესაც უმაღლეს დონეზე გამოცხადდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, რომელიც მემორანდუმის ფორმატში გაფორმდა 2023 წელს და რომელიც  დადებითად  უკვე აისახება ეკონომიკურ შედეგებსა და რიცხვებში.

 

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას დუბაიში ხელი მოაწერეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა,  ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ.

 

დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალს დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდნენ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მზად ვართ დამატებითი ინვესტიციები განვახორციელოთ, რათა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 4 მლნ მგზავრამდე გავზარდოთ – თეა ზაქარაძე

20.02.2026.18:36

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ბათუმის აეროპორტის მასშტაბურ გაფართოებას გეგმავს. როგორც კომპანიის გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე აცხადებს, 2025 წელს აეროპორტი 1,2 მილიონი მგზავრი მოემსახურა, მაშინ როცა ტერმინალის მაქსიმალური სიმძლავრე 1,4 მილიონია.

გაფართოების შემდეგ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 4 მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი.

„წარმოვადგინეთ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი. მოგეხსენებათ, 2025 წელი საკმაოდ წარმატებული იყო აეროპორტისთვის - წელი ჩავხურეთ 1,2 მილიონი მგზავრით. ტერმინალის გამტარუნარიანობა 1,4 მილიონია, შესაბამისად, სასწრაფოდ არის დასაწყები გაფართოების სამუშაოები. პროექტი დაგვეხმარება უფრო სწორი დაგეგმვის განხორციელებაში და საშუალებას მოგვცემს, სახელმწიფოსთან ერთად საუკეთესო აეროპორტი გავაკეთოთ - გავაფართოვოთ არსებული ტერმინალი და ავაშენოთ ახალი ტერმინალი. ამის შესაძლებლობა ბათუმში არსებობს, და ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ დამატებითი ინვესტიციები, რათა არსებული ტერმინალის გამტარუნარიანობა 4 მილიონ მგზავრამდე გავზარდოთ“, - აცხადებს თეა ზაქარაძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს აეროპორტის გაფართოების გეგმა წარუდგინა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, აეროპორტების გაერთიანებისა და „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, დეტალურად იმსჯელეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების საჭიროებებზე, რაც მგზავრთნაკადის აქტიურ ზრდას უკავშირდება.
შეხვედრაზე კომპანიის მიერ წარმოდგენილი კონცეპტუალური ხედვის თანახმად, იგეგმება როგორც არსებული ტერმინალის გაფართოება, ისე ახალი ტერმინალის მშენებლობა. პროექტი აეროპორტის სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტზე აქტიური მუშაობა გაგრძელდება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „იგლ ჰილსის“ ისტორიული პროექტი, რომელიც აჭარის რეგიონში განხორციელდება, ბათუმის აეროპორტს სრულიად ახალ სიცოცხლეს შესძენს - შეიქმნება ახალი მიზიდულობის ცენტრი აჭარის ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებისთვის, რაც უდიდეს გავლენას იქონიებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ფუნქციონირებაზე, ავიარეისებისა და მგზავრთნაკადის ზრდაზე.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელი იყო უპრეცედენტოდ გამორჩეული იყო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რადგან პირველად ისტორიაში, აეროპორტში წლიურმა მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს - 1 230 200 მგზავრს მიაღწია, რაც 29%-ით აღემატებოდა 2024 წლის მონაცემებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა